ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2010


უსახელო ივერიელმა ნაპოლეონის თვალწინ ოცდარვა ფრანგი გაფატრა


მარჯვნივ იდო მონომახის ქუდი,
ცეცხლი ენთო, ყინვა ტოტებს ტეხდა,
მტკნარ სახეზე ფერი ედო მუქი,
ოხრავდა და კამათობდა ღმერთთან...

შეამსხვრია შუბლი ჭირხლის მინას,
ეგ, ვინ არის! - კითხულობდა რისხვით -
სიცოცხლესაც გადამთიელს სწირავს,
ამაყია, უსაშველოდ ფიცხი...

ვინ დაბადა უშიშარი გმირი -
ჩაეკითხა - მიურატი ბორგავს -
სისხლში აქვთო თავგანწირვის ნიჭი,
თქვენ არ იცნობთ ქართველების მოდგმას...

ჩაიარეს წლებმა ნაწილ-ნაწილ,
დიდი ფრანგი - ეგ ხომ იყო წინათ,
მონომახის ქუდზე სისხლის წვეთი,
ივერიის სადიდებლად ბრწყინავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები