ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


აღარ გეკითხები

დროში შეხიზნული ნერვებად ვიშლები,
"ვერთობი" სევდიან ღამეთა ტანდემით,
სახლში უშენობა მმასპინძლობს უხეშად _
მახვედრებს საათებს ლოდინად გასხეპილს.

კაბების შარიშურს ყალბად ვეკიდები _
ერთი პერანგიღა კიდია იქ შენი,
მახრჩობს ღამეებში სანთლით იშემია,
უკვე გამოცდილი თავნება შიშებით.

დგება იშემია ისევ უშენობის_
მაცვია ნაზავი კეთრთან ელეგია,
მოხვალ თუ  გაქრები, აღარ გეკითხები_
მათბობს პლატონურად შენი პოეზია...

დროში გავიხსენი ნერვულ უჯრედებად,
თენება მამადლის იმედის ნაფლეთებს,
მაცვია ნაზავი კეთრთან ელეგია _
მოხვალ თუ არ მოხვალ , აღარ გეკითხები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები