არ დაადგა საშველი შენს შეცნობას. ღალატს რომ დააპირებდი სიყვარულის ნოსტალგია შეგიპყრობდა, და პირიქით. ორი „მე“ ორი თუჯის სფეროა, ერთი ერთ ჰემისფეროში რომ ურტყამს, მეორე – მეორეში. სახლიდან – სამსახურამდე და სამსახურიდან ოჯახამდე, მოვალეობის გრძელი თოკი რამდენჯერაც ჩაგიბამს იმდენჯერ ჩაგწყვეტია. ერთ ხელს პირჯვრისსაწერად რომ მომართავდი, მეორე შენზე მომტერებულ ახვრისთვის გინდოდა გელეწა. დედის მუცლიდან მოყოლებული ერთნი ხართ და, ისე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ, როგორც სოლოლაკელი მეზობლის ბიჭი და სოფელში ჩარჩენილი შენი გურული მამიდა. კაცები მაშინ გეწვეოდნენ, როცა ნაბახუსევზე სახაშეს ნივრის გემო აუღიტინდებოდათ კუჭში. ხოლო ქალები, სექსით შენთან უსიყვარულობას, სიმარტოვესა და ნევროტონულ სიმპტომებს მკურნალობდნენ. ყველა, ვისთანაც სიყვარულის ისტორია არ შედგა, დაქალი გახდა. გენდერული წონასწორება დაირღვა და ძალიან ხომ არ მოგიმრავლდნენ მეგობარი ქალები? რომელი უფრო შენ ხარ? მეძავის სახლის კარს მთვრალი ბარბაცით რომ შეაღებ, თუ იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ ცრემლებით მონანიე. ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია, დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული სასაფლაომდე. რაღა მაინცდამაინც ბოლო წამს უნდა იგრძნო, რომ სოკრატემ შეუძლებელი მოითხოვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. არ დაადგა საშველი შენს შეცნობას. ღალატს რომ დააპირებდი სიყვარულის ნოსტალგია შეგიპყრობდა, და პირიქით. არ დაადგა საშველი შენს შეცნობას. ღალატს რომ დააპირებდი სიყვარულის ნოსტალგია შეგიპყრობდა, და პირიქით.
25. მოვალეობის გრძელი თოკი რამდენჯერაც ჩაგიბამს იმდენჯერ ჩაგწყვეტია.
:) ხუთიანი შენ მიასგან! მოვალეობის გრძელი თოკი რამდენჯერაც ჩაგიბამს იმდენჯერ ჩაგწყვეტია.
:) ხუთიანი შენ მიასგან!
24. გენდერული წონასწორება დაირღვა და ძალიან ხომ არ მოგიმრავლდნენ მეგობარი ქალები? რომელი უფრო შენ ხარ?
გენდერული წონასწორება დაირღვა და ძალიან ხომ არ მოგიმრავლდნენ მეგობარი ქალები? რომელი უფრო შენ ხარ?
23. რეალურია და მართალი. მე მომეწონა!!! რეალურია და მართალი. მე მომეწონა!!!
22. ეს მახსოვს და ძალიან კარგია :) ეს მახსოვს და ძალიან კარგია :)
21. მშვენიერია 555555 მშვენიერია 555555
20. რომელი ერთი მოვღნიშნო აღარ ვიცი
ძალიან მაგარია
მადლობთ დავით ... :)
მოკითხვები გრაფინიასგან და მრავალ ნინოობას ... რომელი ერთი მოვღნიშნო აღარ ვიცი
ძალიან მაგარია
მადლობთ დავით ... :)
მოკითხვები გრაფინიასგან და მრავალ ნინოობას ...
19. ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია, დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული სასაფლაომდე. რაღა მაინცდამაინც ბოლო წამს უნდა იგრძნო, რომ სოკრატემ შეუძლებელი მოითხოვა...
555555555 მაგარია, დავით! :) ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია, დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული სასაფლაომდე. რაღა მაინცდამაინც ბოლო წამს უნდა იგრძნო, რომ სოკრატემ შეუძლებელი მოითხოვა...
555555555 მაგარია, დავით! :)
18. ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია, დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული სასაფლაომდე. 5555555
ცხოვრება კი, ერთი გრძელი მარათონია, დაწყებული სამშობიაროდან დამთავრებული სასაფლაომდე. 5555555
17. არ მომეწონა არ მომეწონა
15. კარგი ლექსია, მე მომეწონა! კარგი ლექსია, მე მომეწონა!
14. ვიფიქრებ. ორ მეზე, წიგნამდე არის დრო. ვიფიქრებ. ორ მეზე, წიგნამდე არის დრო.
13. გასაგებია...ისე ეგ სათაური უფრო მოუხდებოდა...არ გაამარტივებდა, უფრო დაამშვენებდა ალბათ... გასაგებია...ისე ეგ სათაური უფრო მოუხდებოდა...არ გაამარტივებდა, უფრო დაამშვენებდა ალბათ...
12. მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ ამ ავტორს უკეთესი ლექსები აქვს. მგონი ცოტა გაწელილია მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ ამ ავტორს უკეთესი ლექსები აქვს. მგონი ცოტა გაწელილია
11. უბრალოდ ხუთიანზე. უ-ბრალოდ. უბრალოდ ხუთიანზე. უ-ბრალოდ.
9. ძალიან, ძალიან მაგარია..... :) ძალიან, ძალიან მაგარია..... :)
8.
რაო, ჩემო დავით, პოეზიაშიც ჭაღარა ხომ არ შემოგვერია?!. მოგიკითხე ძმურად და შენი იმ ლამაზი ლექსებისთვის ერთგულება გისურვე!
რაო, ჩემო დავით, პოეზიაშიც ჭაღარა ხომ არ შემოგვერია?!. მოგიკითხე ძმურად და შენი იმ ლამაზი ლექსებისთვის ერთგულება გისურვე!
7. ძალიან მაგარიიიიი!
5 ძალიან მაგარიიიიი!
5
6. რომელი უფრო შენ ხარ? მეძავის სახლის კარს მთვრალი ბარბაცით რომ შეაღებ, თუ იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ ცრემლებით მონანიე. რა გულწრფელი აღიარებაა...5555555555 ყველას გვჭირს ეს გაორება...მაგრამ ცოტანი ამბობენ ხმამაღლა... რომელი უფრო შენ ხარ? მეძავის სახლის კარს მთვრალი ბარბაცით რომ შეაღებ, თუ იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ ცრემლებით მონანიე. რა გულწრფელი აღიარებაა...5555555555 ყველას გვჭირს ეს გაორება...მაგრამ ცოტანი ამბობენ ხმამაღლა...
5. საინტერესოა.... საინტერესოა....
4. დაისსს, შეკითხვაზე_ "არ დაადგა საშველი შენს შეცნობას" ვგულისხმობ ჩემს მეორე მეს. ვფიქრობდი "ორი მე" ამგვარ სათაურზეც, მაგრამ მაშინ სათქმელი უფრო გამარტივდებოდა და ტექსტი უფრო სწორხაზოვანი გახდებოდა. დაისსს, შეკითხვაზე_ "არ დაადგა საშველი შენს შეცნობას" ვგულისხმობ ჩემს მეორე მეს. ვფიქრობდი "ორი მე" ამგვარ სათაურზეც, მაგრამ მაშინ სათქმელი უფრო გამარტივდებოდა და ტექსტი უფრო სწორხაზოვანი გახდებოდა.
2. აი, ვაიი...
არ დაადგა საშველი შენს შეცნობას, _ ეს ვისი მისამართით წერია და რომელი სქესის წარმომადგენელია, ვერ გავიგე...
აი, ვაიი...
არ დაადგა საშველი შენს შეცნობას, _ ეს ვისი მისამართით წერია და რომელი სქესის წარმომადგენელია, ვერ გავიგე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|