 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2010 |
გამარჯობა მე სათამაშო ვარ დიდი, გაფართოვებული, მიხატული თვალებით, პატარა, ვარდისფერი ტუჩებით. შავი წამწამებით, გაჩეჩილი თმებით, არც ისე დიდი სხეულითა და გაცრეცილი ტანსაცმლით.
მე სათამაშო ვარ თვალებით, რომელიც არასდროს იხუჭება და რომელშიც ერთი ჩახედვით წაიკითხავ უგრძნობ სამყაროს, მერე კი ჩახედვა რატომღაც ხშირად მოგინდება. შავი წამწამებით, რომელზეც ცრემლს ვერასდროს შეამჩნევ და შეგშურდება. ტუჩებით, სადაც გაკვირვება არასდროს იზომავს ალაგს, უმიზეზოდ კი სულ იღიმება. სხეულით, რომელსაც უკითხავად უცვლი ტანისამოსს და თმებით, რომელსაც ყოველ დილით ვარცხნი, თუმცა მაინც არასდროს ლაგდება შენი შინაგანი მესავით.
სარკე ვარ რომელშიც ყოველდღე იყურები...
ჩემი სცენა დიდი სახლის ერთ-ერთი პატარა ოთახია, ჩემი ბინა - მტვრიანი თარო, ჩემი სიზმარი - ღამე, რადგან მიხატულ თვალებს ვერასდროს ვხუჭავ და სიზმრებსაც ოცნებაში ვაგებ. ჩემი ღმერთი – უღმერთო ადამიანი, მე - ერთი ჩვეულებრივი სათამაშო, რომელსაც უხილავი ძაფების ნაცვლად სხვისი თითები ათამაშებენ.
სარკე ვარ რომელშიც ყოველდღე იყურები და შვებას გრძნობ...
გამარჯობა მე სათამაშო ვარ და მიცნობდე შენ ადამიანი ხარ და გიცნობ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან... :( ძალიან... :(
20. მე-სათამაშო მე-სათამაშო
18. ემმა უმაგრესია :) მართლაააააა ემმა უმაგრესია :) მართლაააააა
17. გამარჯობა მე სათამაშო ვარ და მიცნობდე შენ ადამიანი ხარ და გიცნობ... გამარჯობა მე სათამაშო ვარ და მიცნობდე შენ ადამიანი ხარ და გიცნობ...
15. კარგი ემმა...5 კარგი ემმა...5
14. kargi micnobde.....
an ranairad :) kargi micnobde.....
an ranairad :)
13. აჩი ახურებ ახლა :) აჩი ახურებ ახლა :)
12. ჩემს თოჯინა ეხუჭებოდა თვალები. კაროლინა ერქვა და მტვრიან თაროზე არ ვაცხოვრებდი. მაგრამ შენი ეს მომეწონა. ჩემს თოჯინა ეხუჭებოდა თვალები. კაროლინა ერქვა და მტვრიან თაროზე არ ვაცხოვრებდი. მაგრამ შენი ეს მომეწონა.
11. გაიხარე...
5 გაიხარე...
5
10. I'm Sam. ravici tbili naceria . mkitxveli yavs. prosta me ver vamugameb. da es albat avtormac icis. mokitxva da dagvianebuli 2 molocva. I`m Sam. ravici tbili naceria . mkitxveli yavs. prosta me ver vamugameb. da es albat avtormac icis. mokitxva da dagvianebuli 2 molocva.
9. :) წარმატებები! :) წარმატებები!
8. ამაზე ბევრად კარგები მახსოვს ამ ავტორის.
ამიტომაც, მომიტევეთ, მაგრამ მე არ მომეწონა..
"სარკეს" რაც შეეხება.. ხო, ამაზე დავდუმდები :)
წარმატებები ავტორს და ძველებსაც გადავხედავ აქვე, რადგან ამ გოგოს წერის სტილი მომწონს :) ამაზე ბევრად კარგები მახსოვს ამ ავტორის.
ამიტომაც, მომიტევეთ, მაგრამ მე არ მომეწონა..
"სარკეს" რაც შეეხება.. ხო, ამაზე დავდუმდები :)
წარმატებები ავტორს და ძველებსაც გადავხედავ აქვე, რადგან ამ გოგოს წერის სტილი მომწონს :)
7. მომეწონა ძალიან :) 5! მომეწონა ძალიან :) 5!
6. ვააააა ყოჩაღ ემმააააააა გამახარე ძალიან ვააააა ყოჩაღ ემმააააააა გამახარე ძალიან
5. ყველა თავისებურად აღიქვამს, გადაიკითხეთ "ფაიფურის თოჯინა" ადრეა დაწერილია. იმის შებრუნებული ვარიანტი უფროა ეს. ყველა თავისებურად აღიქვამს, გადაიკითხეთ "ფაიფურის თოჯინა" ადრეა დაწერილია. იმის შებრუნებული ვარიანტი უფროა ეს.
4. ჩემი სიზმარი - ღამე, რადგან მიხატულ თვალებს ვერასდროს ვხუჭავ და სიზმრებსაც ოცნებაში ვაგებ. ჩემი ღმერთი – უღმერთო ადამიანი, მე - ერთი ჩვეულებრივი სათამაშო, რომელსაც უხილავი ძაფების ნაცვლად სხვისი თითები ათამაშებენ.
სარკე ვარ რომელშიც ყოველდღე იყურები და შვებას გრძნობ...
გამარჯობა მე სათამაშო ვარ და მიცნობდე შენ ადამიანი ხარ და გიცნობ...
ეს კარგი იყო დასაწყისი საერთოდ არ მომეწონა:) ჩემი სიზმარი - ღამე, რადგან მიხატულ თვალებს ვერასდროს ვხუჭავ და სიზმრებსაც ოცნებაში ვაგებ. ჩემი ღმერთი – უღმერთო ადამიანი, მე - ერთი ჩვეულებრივი სათამაშო, რომელსაც უხილავი ძაფების ნაცვლად სხვისი თითები ათამაშებენ.
სარკე ვარ რომელშიც ყოველდღე იყურები და შვებას გრძნობ...
გამარჯობა მე სათამაშო ვარ და მიცნობდე შენ ადამიანი ხარ და გიცნობ...
ეს კარგი იყო დასაწყისი საერთოდ არ მომეწონა:)
3. მომწონხართ ძალიან, მაგრამ ეს ლექსი სხვებზე ნაკლებად მომეწონა.
5 მაინც, საერთო ფონზე კარგი ლექსია. მომწონხართ ძალიან, მაგრამ ეს ლექსი სხვებზე ნაკლებად მომეწონა.
5 მაინც, საერთო ფონზე კარგი ლექსია.
2. გამარჯობა.. შენ ნიჭიერი სათამაშო ხარ... გამარჯობა.. შენ ნიჭიერი სათამაშო ხარ...
1. მე პიერი ვარ და მომწონს. მე პიერი ვარ და მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|