ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟანა ებიუტერნი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ივნისი, 2008

ფრიდა კალო- მეამბოხე მხატვარი ქალი

სამი მხატვარი მიყვარს განსაკუთრებით - ფიროსმანი, მოდილიანი და ფრიდა კალო.
ფიროსმანი - ქართველებმა მეტ-ნაკლებად იციან, თან დიდი ტექსტი მაქვს ასაკრეფი და ცოტა ვიზარმაცე.
მოდილიანის ბიოგრაფია მოსაძებნი მაქვს...
ფრიდა კი, ჩემი მეამბოხე ფრიდა, პირველ რიგში უნდა გაგაცნოთ.

ესაა ფრიდა და მისი ქმარი, დიეგო რივეირა 1932 წელს. დიეგო რივეირაც მხატვარი იყო, ცნობისთვის.

საიდან გავიგე ამ უცნაური ქალი-მხატვარის შესახებ? პირველად ფილმი ვნახე "ფრიდა" და ამ ფილმის ფერადოვნებამ გამაოცა. მერე იქ გამოყენებული ნახატების ორიგინალურმა ხელწერამ და თავის კულტურასთან ფესვებით ჩახლართულმა კავშირმა... ჰო, ფესვები დაიმახსოვრეთ, ეს ფრიდას ჩემი უსაყვარლესი ნახატია. მოკლედ, დავინტერესდი, ვეძებე, ვეძებე და გარკვეული კოლექციაც შევაგროვე ფრიდას ნახატებისა.

მისი ბიოგრაფია ქართულ ენაზე შეგიძლიათ ამ მისამართზე წაიკითხოთ :
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D

მე კი ჩემს კოლექციას გიჩვენებთ.

ჰო, სუსტი ნერვების პატრონებს არ ვურჩევ :) და თუ მაინც, გირჩევთ ჯერ ბიოგრაფია წაიკითხოთ და მერე ნახოთ სურათები, რომ მიხვდეთ, რატომაა ასეთი მძაფრი ემოციები.

ამ სურათს ქვია "დედამიწის ხილი" და მე პირადად ყველაზე ნაკლებად მომწონს ფრიდას ნახატებიდან.

სურათი სახელად "თმა". თვითონ განსაჯეთ :)

მეუღლის, დიეგო რივეირას პორტრეტი. რამდენადაც მე ვიცი, ფრიდას და დიეგოს საოცარი სიყვარული ჰქონდათ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, დიეგო ბოჰემურმა ცხოვრებამ ჩაითრია და ღალატების სერია გახშირდა. მოგვიანებით ფრიდამაც არაფერი დაიკლო, მსუბუქად რომ ვთქვათ :) მაგრამ მანამდე ძალიან საინტერესოდ გადმოსცა თავისი სიყვარული ნახატზე "დიეგო ჩემს ფიქრებში"

"დიეგო ჩემს ფიქრებში"

ფრიდამაც არაფერი დაიკლო-მეთქი და, აი, მისი ერთ-ერთი ცნობილი საყვარლის, ტროცკის პორტრეტი. ტროცკი მექსიკაში იმალებოდა ერთი პერიოდი თურმე. საინტერესო დეტალია ფრიდას პალიტრა - გულის ფორმის. ჩემი აზრით ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მართლა უყვარდა ეს კაცი.

ჩემი უსაყვარლესი სურათი - "ფესვები". ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ამაზე კარგად ადამიანის ფესვებთან კავშირი არავის დაუხატავს.

ესეც მისი ბუნებასთნ დამოკიდებულება...

როსიტა მორილიოს პორტრეტი. საოცარი ფერებია.

რამდენიმე ავტოპორტრეტი.

"რა მომცა წყალმა" ეს სურათი დახატულია ამერიკაში მოგზაურობისას და ფრიდას მთელი ცხოვრებაა ფრაგმენტებად ასახული.

"მე და ჩემი ძიძა"

ეს სურათი ძალიან მომწონს, სამწუხაროდ მისი სათაური არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

ახლა დავიწყე "ჰიჩკოკობები" :)

სურათი სახელად "იმედის ხე"

ამ სურათს რატომღაც "ჰენრი ფორდი" ქვია და რატომ, არ ვიცი :)

გაორებული ადამიანის სახე - "ორი ფრიდა"

არც ამ სურათის სახელი ვიცი.

ამით დამთავრდა ჩემი კოლექცია. ახლა დავის ჯერია - მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რატომ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები