ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


თეთრ კედლებში

შემომხედე,
ნუ მარიდებ წყლიან თვალებს...
ჰო,
სრულებით ვაკონტროლებ ჩემ საქციელს!
წამიყვანე,
გთხოვ აქედან,
გადამმალე...
მოვალე ხარ,
ასეთად ხომ შენ მაქციე!


შემომხედე,
დააკვირდი ამ ჭრილობებს,
(წუთიერი აფეთქების ნაფეხურებს)
ცრემლებს ნუღარ,
ცრემლებს ნუღარ დამიტოვებ,
იმედების მოტკბო საბნად დამეხურე...



წამიყვანე,
ამ თეთრ კედლებს გამარიდე,
შენ ხომ იცი, რომ მჭირდები ძველებურად?!
ბედისწერა უნდობლობის ლაგამს მკიდებს
მე არ ვყვირი!
გეჩვენება!
კარგი...
ჩუმად...


ნუღარ ტირი,
დაგიჯერე და ვჩურჩულებ,
ნუ დამტოვებ თეთრ კედლებში მიუსაფარს!
ეს წამლები და ეს ხალხი დამასრულებს!
წამიყვანე,
შენ ხომ გჯერა, გიჟი არ ვარ!!!

გიჟი არ ვარ...

დამიჯერე,


გ  ი  ჟ  ი    ა  რ    ვ  ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა რ  !!!!!!!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები