| ავტორი: ილტოსპირელი* ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 იანვარი, 2010 |
ვაგრძელებ ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერების ნიმუშების პუბლიკაციას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობ ჩემს მიერ ჩაწერილ მითოლოგიური შინაარსი თქმულება-გადმოცემებს.
ვისაც არ მოსწონს. არ აინტერესებს და არ ესმის ხალხური პოეზია, ტყუილად ნუ შემოვა ამ ნაკრძალში და ნუ ეცდება მის დანაგვიანებას!
ხოლო ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ხალხური საუნჯე, უმორჩილესი თხოვნა მექნებოდა მათთან: გთხოვთ, ყურადღებით და სერიოზულად წაიკითხოთ ნაწერი, გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ შეძლებისდაგვარად ვრცლად და ობიექტურად. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას.
ილტოს ხეობის მითოლოგიური გადმოცემები (დევ-ეშმაკები, ალები)
ილტოს ხეობაში ჩაწერილი ხალხური ეპოსის, ზეპირსიტყვიერი პროზის ნიმუშებიდან საინტერესოა ის მითოლოგიური შინაარსის გადმოცემები, რომლებშიც მოთხრობილია დევ-ეშმაკებისა და ალების ამბები. ეს ამბები, ცხადია, დამოუკიდებელი მითოსური სიუჟეტები არ არის. ისინი უფრო მეტად ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში აქამდე უკვე კარგად ცნობილი და ფიქსირებული მითოსური სიუჟეტების ვარიანტებია. თუმცა საინტერესოა იმითი, რომ ამ გადმოცემების გეოგრაფია და პერსონაჟები ხშირად სრულიად განსხვავებულია. ასევე განსხვავებული და ორიგინალურია, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ სიუჟეტთა რიგი პასაჟებისა, პერსონაჟთა ქმედების მოტივაცია და სხვ. მე საგანგებოდ არ მომიხდენია ამ უნიკალური ჩანაწერების სტილიზება. ისინი სწორედ იმ სახითა და ფორმით მიეწოდება მკითხველს, როგორც მთხრობელები ყვებოდნენ. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები ასე უფრო საინტერესო უნდა იყოს არამხოლოდ ფილოლოგიური(მთის დიალექტთა სუნელი), არამედ ზოგადი კუთხითაც.
დევი ჯარჯიმბაჴე და კოპალა
ილტოზე დევებს უცხოვრიათ. ისინი ბნელ ხევებზე, გამოქვაბულებში მდგარან. ადგილია ემა ილტოს კუდებში, საჩქვეფებს ეძახიან. თურმე, იქ ჩამოდენილან საბანაოდ, დაგუბებული ჰქონდათ წყალი და იმაში იყრებოდენ, იჩქვიფებოდიანო. ერთ დევ რაიმა ყოფილა, ჯარჯიმბაჴესა ქვივნილან. ისა ყოფილა იმათი უფროსი. იმასა სჭერია ეს ხეობა. ეს ჩვენი ფშავლობა რო ჩამოსახლებულა აქა, თურმე ძალიანა მტრობდა ი ჯარჯიმბაჴე. ხალხს იტაცებდა. საქონელს აღარა ჰბადებდა, ჰკლავდა, ჰყრიდა სპილენძის დიდ საარაყე ქვაბში, ხარშავდა და მთელ-მთელებსა სჭამდა.ძაან დაშინებულა ხალხი, აყრასა ფიქრილან, უკან გაბრუნებას. თურმე სუ არაგვისკეღა იყურებოდენ შაშინებულები და ისე იწერდნენ პირჯვარს: გვიშველეთ, ჩვენო სალოცავებოო. მალი-მალა ხედავდიან თურმე: წითელი, ცეცხლიანი ბურჯღუმი გადმაეშვებოდა ემა ჩაბანოს მხრიდან და საფუტკრეში ჩაიკარგებოდაო. მართლაც, წასულან ციხეგორს, მისულან კოპალის ხევისბერთან და უამბიათ თავისი გასაჭირი. კოპალაში იმიტო წასულან რო უმეტესობა სუ უძილაურთელები, კოპალის ხატის ყმები ცხოვრებულან აქა. უთქვიათ ხევისბრებს: თუ გიშველით მარტო კოპალაო! იმ ღამეს იქ დამრჩალან და დილით რო გაუღვიძიათ, დაუნახიათ, როგორ გაფრენილა სამი ანთებული ბურთი ილტოსაკენ. მტრედი აფრენილა და ის გამასძღოლიათ. მოსულა კოპალა და მა საფუტკრეში დაბრძანებულა. მაშინ კი დაშინებულან დევები. ემა ზენ, ილტოზე ადგილია, სადეო ხევს ეტყვიან, იქ მამხდარა კოპალასა და დევებს შორის ბრძოლა, ცხრა მოძმე-მომჰხრე ჰყოლია ჯარჯიმბაჴესა და კოპალა მარტუაი ყოფილა. ჯერ თავად ი ჯარჯიმბაჴესთვის დაუკრია ლახტი და გაუგმირავის, მერე დანარჩენებიც დაუჰხოციან. დაუსვენებავ ხალხსა. დიდები, შავები, საზარლები, სახებალნჯგვლიანები ყოფილან ი დევები. დიდი ძალა ჰქონდათ, ისეთი დიდი, რო წიფლის ხეს ძირფესვიანადა სწვდიდენ და მხარზე გაიდებდენო, დახოცილ ირმებს მუთაქებივით ამაიჩრიდნენ იღლიებშიაო. საარაყე ქობის ხელა თავები ედვათო, საცრისხელა თვალებიო. კაკლის ქერქივით ტყავ-კანი ჰქონდათო. კამეჩივით ფეხებზე ოთხ-ოთხი თითი მბიათ. კარგახანა ყრილან ი ჩახოცილი დევები სადეო ხევში, სუ დაგუბებულა წყალი და ბოლოს ზედ გადმოუვლავ.
(მთქმ: ნინო ბადრიშვილი, დაბად. 1891 წ. ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1988 წ.)
ბარზიკათ ალი
ბარზიკაშვილს თიბის დროს უნახავს ალი, რომელიც მის წინ იდგა და ეპრანჭებოდა. დაიჭირა ალი და გაუკრა ფეხები. ფრჩხილები დაარაჭა და ხმლის ქარქაშში ჩაყარა. ალს ეშინია იარაღისა, ვერ ეკარება შიშით. წაიყვანა სახლში. ჩოხების ქსოვას ალი უკუღმა აწყებინებს. მეორე დღეს ეს ჩოხა მოქსოვილი დახვდება. მოსწყინდა ეს ალი, მისცა მისი ფრჩხილები. ალმა უთხრა: წავალ, ხმა არ გამცეთო. კაცს მერე გაახსენდა, რომ არ უკითხავს, როგრო გამოვიდეს პახმელიაზე. დაეწია გზაში და ჰკითხა: პახმელიაზე როგორ გამოვიდეო. ალს ხმა არ გაუცია. აუღია ორი ქვა და ერთმანეთზე დაურტყამს. მას მერე ალმა დასწყევლა: სამი შვილი გეყოლება და ერთი უდროოდ გამოგაკლდებაო. მას მერე აღარ არის ჩვენს გვარში ორ ვაჟზე მეტი ერთ ოჯახში.
(თსუფა, N27982, მთქმ: გიორგი ალბუთაშვილი, დაბ. 1918 წ., ს. შახვეტილა, ჩამწ: ბ. არაბული 1987 წ.)
დევებისა და კოპალას ბრძოლა ყორანთხევზე
ყორანთხევზე, ზემოთ კუდებში, დიდ-დიდი ლოდებია. ზოგიერთი ისეთი დიდი ზომისაა, რო ნახევარი ოთახის ადგილს მაინც დაიჭერს. მაგეებს წყალდიდობაც კი ვერაფერს აკლებს, ადგილიდან ვერა სძრავს. ეგეები დევების ნასროლიაო, იტყოდეს. ადრე, სანამ აქ ფშავლები ჩამოვიდოდნენ, ეს ილტოს ხეობაც და ყორანთხევიც სუ მა დევებსა სჭერიათ. ფშავლები რო ჩამოსულან, მაგათი წუხება დაუწყავ დევებს: სტაცებდეს ხან საქონს, ხან ადამიანებს. შაწუხებულა ხალხი და კოპალისთვი უთხოვავ დახმარება. ყორანჱხევი ქვემოდან შაჰყოლივ კოპალაი და დევებს რო დაუნახავთ, ეგ ლოდები დაუყრიათ, ჩავქოლავთო. კოპალა გაფრენილა და იმათ მაღლა, გორზე დაბრძანებულა და იქიდან დაასტევებივ ლახტით. თურმე რომელსაც დევს ლახტს მაარტყამდის, იქვე ანათოსებდის, სუ ამაუწყვეტიან. ერთ კოჭლ დევ რაიმ გამაჰქცევივ და ხევზე კლდიან გამაქვაბულში შამძვრალ, დამალულა. შამაუჭერიან კოპალას ი კლდისად ლახტი და სუ წივილ დაუწყავ კლდეს, დანაპრალებულ, იქაურობას ცეცხლი გასჩენივ და ი კოჭლაიც იქავ ჩამწვარა. ი კლდეზე იტყოდენ, კოპალაის ლახტნაკრავიაო.
(მთქმ: მარტია არაბული , 70 წლის ახმეტის რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ; მ. ღანისაშვილი , 1988 წ.)
დევ-ეშმაკები ყოვაის წყაროზე
ემა ყოვაის წყაროსთანა დევ-ეშმაკები ბუდობენო, იცოდენ, მოსადევრიან ადგილიაო. მართლაც ბნელი, მურყნიანი ადგილი იყო, ყველა ერიდებოდა მანდ გავლას, განსაკუთრებით მზებძანულში. აქაურს ვისამ ენახა, რო ი წყაროდან სამი წითელი გველი გამამძვრალიყო, ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, იყალყებოდნენ, ყელებით ეხვეოდნენ ერთმანეთსაო. ეტყობა დევების სულები თუ იყვნენ. ერთხელ ერთი თუში მწყემსი მიდენილა მთაში ილტოზე. დაღამებია. ცხენით მონავალა და მა ყოვაის წყაროს რო დასწორებია, ხმაურ გაუგავ - დგანდგარ-ღრიალი რაიმ გამოდიოდა წყაროს მხრდანაო. განათებული იყო იქაურობა, დიდი, უშველებელი კოცონი ენთოო. ხანჯალი გავაშიშვლე და ისე გავიარეო, ეუბნა ი მწყემსსა. ეტყობა, ქორწილი თუ ჰქონდათ. დიდრონი, ბანჯგვლიანი კაცები იყვნენო, კამეჩივით რქები და წითლად გამოვარვარებული თვალები ესხდათო. მეჩხერი წვერ-ულვაშით დაფარულ ლაშებს აღებდნენ, ღორის ეშვებივით სქელი ღოჯები უელავდათ ცეცხლის ალზეო. მოდი ჩვენთან, ძმობილოო, რამამ მიძახაო. რას მივიდოდი, შიშით ხმას ვეღარ ვიღებდი. ე ჩემ ცხენსაც სუ აცახცახებდა, დგებოდა, წინ ვეღარაით წამეყვანა, ფერდებში ფეხის შემოტყმითღა ვაჩქარებდიო. როგორღაც რო გავცდი იქაურობას, სანამ სოფელში არ სევედი და ძაღლები არ აყეფდენ, ჩემ გულ ვერ დამშვიდდაო. ცხენს რო მივხედე, სუ ოფლში იყო გახვითქული, არადა ნელ-ნელა, ძლივს ვავლევდი, არ მირბენინებაო. შაშინებული იმ ღამით რაღა გზას გავაგძელებდი, მა ზემო ჭართალაში დავრჩი ნაცნობთან. მაშინის მითხრა მასპინძელმა, ვისთანაც ვიყავ, რო ღამით მანდ რამ გამოგავლია, ეგ ხო დევ-ეშმაკების საბრუნიაო. აბა, მე საიდან უნდა მცოდნიყო, იმის მერე კი სუ ვერიდებოდი მანდაურობასაო...
(მთქმ: ნინო ბადრიშვილი, დაბად. 1891 წ. ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1988 წ.)
დევების გამტეხი წიწოლა
დევებიცა ყოფილან ამ ბუჴრევში. თურმე ხალხსა სჩვენებიან, ჲშინებავ კაც-დედაკაცი, დიდ-პატარაი. სოფლის თავში, ემა ბუჴრეულაის შაყოლებაზე, ჩეკურიშვილებმა რო იყიდეს, იმ სახლში ერთ კაცს, წიწოლას უცხოვრავ და ამბობდიან, რომ თურმე იმას გეეტეხნეს ი დალახტულები! ერთხელ თურმე ი წიწოლა მა ხევზე მოდენილა ცხენით სახლისაკე. ე ცხენ რადამ დამძიმდაო, ეთქვა. მეეხედა უკანა და რასა ხედავს - დედაკაცი ჰყავ ცხენის გავაზე შამამჯდარი! აი ტმებს ძირს მაათრევდა, იმხელა თმები ჰქონდაო. გადახე, შე წყეულოო შაუტია თურმე და ხელუკუღმა შამაჰკრა ხანჯარი. ის კიდენ თურმე არ გადადის, ერიჯება და ეხვეწება: წამიყვანე, შამინახე და შენი ვიქნებიო, თან ლამაზიც არი! თეთრ პირისახე, მძივებივით კბილები, ოქროს საყურ-ბეჭედი, ვერცხლის ზინზილეები, ყვითელი თმები, იცინის - გეგონება მზე ანატებსო! ისევ უკრავის წიწოლას ხანჯარი: დაბონდოვდიო, დაგლახტოს სამასსამოცდახუთმა წმინდა გიორგიმაო და როგორც იქნებოდა გადაუგდავ ცხენიდან. ვაიმე ცემნო ცხრანო ძმანოო უწივლავ თურმე ი ქალსა და მიჰფარებია თვალსა... თურმე დევების და ყოფილა და მოჩვენებითი სილამაზით შესაცდენად გამაუგზავნავისთ, მაგრამ წიწოლა არ შამცდარა, არ დანებებია, არ დაბნეულა... ცოტაც რო გამაუვლავ, თავად ი დევებიც გამოჩენილან: დიდები, უზარმაზრები, საშინლები, რქებითა და ღოჯებით. შამახვევიან წიწოლას. დავდეგ და ხანჯალ დავატრიალეო, ჯვარი ჰკიდებია გულზე, ის მაუხსნავის და ის მიმარჯვებავის იმ უწმინდურებისადა. მაშინ კი შაბრუნვილან ზურგით, ჯვარს ტვალს ვერ უსწორებდენო და ისრე ჩაუხოცავის ცხრანივე... დევ-კერპთ გამტეხიო, ეგრე იტყოდენ წიწოლაზე, მაგრამ ბოლოს კი მაინც უბედურად გადაიარა: ცოლი შამააკვდა იმიტო, რო აქ სადამ სახატო სამალავ-საგანძურ გეეხსნა, წმინდა ადგილს შახებიყო და სეერისხა დალოცვილს...
(მთქმ: თეკლე გიანაშვილი, ახმეტის რ-ნი ს. ბუხრევი, დაბ. 1920 წ. ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)
წიწოლა გაბიდაური - დევებთან მებრძოლი
ჯაბურის ზევით, ილტოს კუდებისკენ არის დიდი მამულები, კრინწათ ველებს ეძახიან. იქ ადრე უცხოვრია წიწოლა გაბიდაურს. ეს კაცი თიანეთის რაიონის სოფელ ყვარიდანა ყოფილა ჩამოსული. იქიდან, თავის დროზე, ხატის გატეხის გამო წამოსულა, ალბათ მოიკვეთეს. აქ ცოლად უძილაურების ქალი შეურთავს. თურმე კრინწათ ველებში დევებიცა მდგარან და ვერ იტანენ, რო ეს კაცი იქ არი, იქა ცხოვრობს, იმათ კარ-გარეშემოში. უხდებიან, აღონებენ. წიწოლა ღონიერი და გულადი ყოფილა, არ ეპუებოდა თურმე არც დევებს, ერთი მათგანი კიდეც მოუკლავს და ახლა ისა ჰგულავ რო სხვებიც დახოცოს. მაგრამ ღამ-ღამობით წუხება დაუწყავ: თურმე ი მოკლული დევის ცოლი მიადგება და არ ასვენებს: ქმარი რად მამიკალიო. ცხენივით ჩამოდებული ტუჩები ჰქონდაო, დიდი დედაკაცი იყო გძელი შავი თმებითაო. აი ყბებზე კაცივით წვერ გამასდიოდაო, ჰყვებოდა თურმე წიწოლა. ძალიან რო შაწუხებულა, ბუხრევში გადმოსახლებულა, მაგრამ აქაც არ უძლევია ი დევის ცოლს მოსვენება: ან შენ უნდა იყო ჩემი, ან მე უნდა გავხდე შენიო... ერთ ღამესაც ამ წიწოლას ცოლი უცემია და ილტოში გადაუგდია, დაუხრჩვია, რის გამოც ქალიანებმა შური იძიეს, თოფი დაჰკრეს და მოკლეს... დევებს კი თურმე ძალიან ებძოდა და ესე კი ცუდად გაათავა სიცოცხლე. დევების გამტეხია წიწოლაო, იტყოდნენ.
(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2004 წ.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. აუუუ მიყვარს ეგეთი ისტორიები...მეც ძაან ბევრი ვიცი... აუუუ მიყვარს ეგეთი ისტორიები...მეც ძაან ბევრი ვიცი...
18. მითი თუ რეალობაო გაუჩნდება ადამიანს კითხვა ამის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ რეალობასთანაც აქვს კავშირი, ისე მითოლოგია ასე მყარად ვერ გაიდგავდა ფესვებს....
მოკითხვები დიდი პატივისცემით ;;) ++ მითი თუ რეალობაო გაუჩნდება ადამიანს კითხვა ამის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ რეალობასთანაც აქვს კავშირი, ისე მითოლოგია ასე მყარად ვერ გაიდგავდა ფესვებს....
მოკითხვები დიდი პატივისცემით ;;) ++
17. მითოსს, ხალხურ გადმოცემებსა და რელიგიას შორის, რა თქმა უნდა, არის საერთო, თუმცა ეს ნაკლებად, ვფიქრობ, საერთოდ არ ეხება ახალ აღქმას...რატომღაც მეგონა, რომ ეს დაწერე კომენტარში და გამომრჩენია...
რაც ეხება ტერმინს "ქრისტიანული მითოსი", მე პირადად, ამნაირ ტერმინს არ ვიცნობ, "ქართული მითოსი" კი გამიგონია და აზრობრივად დიდი განსხვავება უნდა იყოს ამ ორ სახელწოდებაში... ზედაპირულადაც რომ ვთქვათ, საერთოდ დევი, ქართული წარმოშობის ზღაპრების გმირია და მისი ფენომენი ძირითადად, დიდ, ფიზიკურად ძლიერ, ტლანქ, ბოროტ და ბრიყვ არსებასთან ასოცირდება, რომელიც ყოველთვის მარცხდება, სიკეთესთან, სიყვარულთან და ამ ნიჭის მატარებელ (შესაბამისად, ჭკვიან) ფიზიკურად მცირე არსებებთან ბრძოლაში. ამ დარგის მიმდევარი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ დევი, სხვა ერების ხალხურ სიტყვიერებაში არ არსებობსო... თუ სწორად მახსოვს ეს კავკასიის ერებსაც ეხება. თუ მაინცდამაინც ქრისტიანობასთან გავავლებთ პარალელს, მაშინ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია უფრო მეტად წმინდა ადილებით არის დაფარული....და ადამიანს დაცულობის თვალსაზრისით არჩევანის უფლება აქვს...ბოროტს აქვს ძალა, მაგრამ კეთილს აქვს სულგრძელება...
მითოსს, ხალხურ გადმოცემებსა და რელიგიას შორის, რა თქმა უნდა, არის საერთო, თუმცა ეს ნაკლებად, ვფიქრობ, საერთოდ არ ეხება ახალ აღქმას...რატომღაც მეგონა, რომ ეს დაწერე კომენტარში და გამომრჩენია...
რაც ეხება ტერმინს "ქრისტიანული მითოსი", მე პირადად, ამნაირ ტერმინს არ ვიცნობ, "ქართული მითოსი" კი გამიგონია და აზრობრივად დიდი განსხვავება უნდა იყოს ამ ორ სახელწოდებაში... ზედაპირულადაც რომ ვთქვათ, საერთოდ დევი, ქართული წარმოშობის ზღაპრების გმირია და მისი ფენომენი ძირითადად, დიდ, ფიზიკურად ძლიერ, ტლანქ, ბოროტ და ბრიყვ არსებასთან ასოცირდება, რომელიც ყოველთვის მარცხდება, სიკეთესთან, სიყვარულთან და ამ ნიჭის მატარებელ (შესაბამისად, ჭკვიან) ფიზიკურად მცირე არსებებთან ბრძოლაში. ამ დარგის მიმდევარი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ დევი, სხვა ერების ხალხურ სიტყვიერებაში არ არსებობსო... თუ სწორად მახსოვს ეს კავკასიის ერებსაც ეხება. თუ მაინცდამაინც ქრისტიანობასთან გავავლებთ პარალელს, მაშინ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია უფრო მეტად წმინდა ადილებით არის დაფარული....და ადამიანს დაცულობის თვალსაზრისით არჩევანის უფლება აქვს...ბოროტს აქვს ძალა, მაგრამ კეთილს აქვს სულგრძელება...
16. დამბურძგლა...მჯერა მე ეგეთების... მეც მსმენია მსგავსი ამბები ჩემი დიდი პაპა-ბებიისგან...
დიდები, შავები, საზარლები, სახებალნჯგვლიანები ყოფილან ი დევები. დიდი ძალა ჰქონდათ, ისეთი დიდი, რო წიფლის ხეს ძირფესვიანადა სწვდიდენ და მხარზე გაიდებდენო, დახოცილ ირმებს მუთაქებივით ამაიჩრიდნენ იღლიებშიაო. საარაყე ქობის ხელა თავები ედვათო, საცრისხელა თვალებიო. კაკლის ქერქივით ტყავ-კანი ჰქონდათო. კამეჩივით ფეხებზე ოთხ-ოთხი თითი მბიათ. ისე ყვები, რომ თვალწინ დამიდგა სურათი...555555555 დამბურძგლა...მჯერა მე ეგეთების... მეც მსმენია მსგავსი ამბები ჩემი დიდი პაპა-ბებიისგან...
დიდები, შავები, საზარლები, სახებალნჯგვლიანები ყოფილან ი დევები. დიდი ძალა ჰქონდათ, ისეთი დიდი, რო წიფლის ხეს ძირფესვიანადა სწვდიდენ და მხარზე გაიდებდენო, დახოცილ ირმებს მუთაქებივით ამაიჩრიდნენ იღლიებშიაო. საარაყე ქობის ხელა თავები ედვათო, საცრისხელა თვალებიო. კაკლის ქერქივით ტყავ-კანი ჰქონდათო. კამეჩივით ფეხებზე ოთხ-ოთხი თითი მბიათ. ისე ყვები, რომ თვალწინ დამიდგა სურათი...555555555
15. ძალიან საინტერესოა... ძალიან საინტერესოა...
14. ძალიან საინტერესოა და დასაფასებელიც 5
დაისის კომენტარიც ძალიან მომეწონა და მეც გეტყვით ერთს.
სვანეთში ვინც ერთხელ მაინც ყოფილა განაგონი ექნება ამბები მითიურ ალზე რომელსაც ''დალ''-ს ეძახიან. მე თვითონ მინახავს ის ხალხი რომლებიც ამტკიცებენ რომ მასთან კონტაქტი ქონიათ. ამბობნ რომ დალი ბუნების ნადირის ქალღმერთია და იგი ძირითადად მონადირეებთან შედის კონტაქტში. თუ მას კაცი მოეწონა მასთან სექსუალურ კავშირსაც ამყარებს, მერე რაიმე ნივთს ჩუქნის და ის ნივთი კაცმა კარგად უნდა დამალოს. თუ ვინმემ სხვამაც ნახა იმ კაცს კარგი დღე არ დაადგება. ბევრის დაღუპვასაც დალს მიაწერენ. ყველა თითქმის ერთნაირად აღწერს მის გარეგნობას, თეთრებში ჩაცმული ლამაზი თეთრთმიანი ქალი. პაპაჩემმა მიამბო ერთხელ ასეთი რამ: პაპა კარგი მონადირე ყოფილა და ტყეებში მარტო დადიოდა უამრავი ნადირი მოუკლავს. ერტხელ თურმე მთაში, ტყეში ათევდა ღამეს, და ქალის კივილი გაიგონა. ქედზე გადადგა, ხევს იქეთ, მეორე მთაზე ორსული, სრულიად შისველი ქალი დაუნახავს რომელიც საშინელი ხმით კიოდა. იმის შემდეგ სულ ესიზმრებოდა როდის უნდა წასულიყო სანადიროდ. არავინ იცის სად მიდიოდა მაგრამ ცარიელი არასოდეს დაბრუნებულა. ასეთი ისტორიები უამრავია. მე სიმართლე ვთქვა არ მჯერა მაგრამ, მოდიდა ნუ დაიჯერებ. მაშინ ამდენი ხალხი გიჟად უნდა ჩათვალო. ძალიან საინტერესოა და დასაფასებელიც 5
დაისის კომენტარიც ძალიან მომეწონა და მეც გეტყვით ერთს.
სვანეთში ვინც ერთხელ მაინც ყოფილა განაგონი ექნება ამბები მითიურ ალზე რომელსაც ``დალ``-ს ეძახიან. მე თვითონ მინახავს ის ხალხი რომლებიც ამტკიცებენ რომ მასთან კონტაქტი ქონიათ. ამბობნ რომ დალი ბუნების ნადირის ქალღმერთია და იგი ძირითადად მონადირეებთან შედის კონტაქტში. თუ მას კაცი მოეწონა მასთან სექსუალურ კავშირსაც ამყარებს, მერე რაიმე ნივთს ჩუქნის და ის ნივთი კაცმა კარგად უნდა დამალოს. თუ ვინმემ სხვამაც ნახა იმ კაცს კარგი დღე არ დაადგება. ბევრის დაღუპვასაც დალს მიაწერენ. ყველა თითქმის ერთნაირად აღწერს მის გარეგნობას, თეთრებში ჩაცმული ლამაზი თეთრთმიანი ქალი. პაპაჩემმა მიამბო ერთხელ ასეთი რამ: პაპა კარგი მონადირე ყოფილა და ტყეებში მარტო დადიოდა უამრავი ნადირი მოუკლავს. ერტხელ თურმე მთაში, ტყეში ათევდა ღამეს, და ქალის კივილი გაიგონა. ქედზე გადადგა, ხევს იქეთ, მეორე მთაზე ორსული, სრულიად შისველი ქალი დაუნახავს რომელიც საშინელი ხმით კიოდა. იმის შემდეგ სულ ესიზმრებოდა როდის უნდა წასულიყო სანადიროდ. არავინ იცის სად მიდიოდა მაგრამ ცარიელი არასოდეს დაბრუნებულა. ასეთი ისტორიები უამრავია. მე სიმართლე ვთქვა არ მჯერა მაგრამ, მოდიდა ნუ დაიჯერებ. მაშინ ამდენი ხალხი გიჟად უნდა ჩათვალო.
13. ოფ! დაისის ისტორია მომეწონა ... საშიში , საინტერესო და ამავე დროს ნაღვლიანია... :) ოფ! დაისის ისტორია მომეწონა ... საშიში , საინტერესო და ამავე დროს ნაღვლიანია... :)
12. დაისს:
მადლობა წაკითხვისთვის და იმისთვისაც, რომ ასეთი საინტერესო და მშვენიერი გადმოცემა მოიყვანთ აქ.
წერთ: "წიწოლას ამბავში წერია "ჯვარს თვალს ვერ უსწორებდენო"...ასეა, მითოსის გარეშეც..."
საერთოდ, მითოსური და ქრისტიანული გადმოცემები ერთმანეთს არ უპირისპირდება. პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ. მეტიც: არსებობს ტერმინი "ქრისტიანული მითოსი", რაც, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ მეორე პირველს დაშენებია, ხოლო ზოგჯერ სულაც გადაუფარავს...
ეს ვრცელი თემაა, სამწუხაროდ, აქ და ახლა შეუძლებელია მასზე ამომწურავად საუბარი. დაისს:
მადლობა წაკითხვისთვის და იმისთვისაც, რომ ასეთი საინტერესო და მშვენიერი გადმოცემა მოიყვანთ აქ.
წერთ: "წიწოლას ამბავში წერია "ჯვარს თვალს ვერ უსწორებდენო"...ასეა, მითოსის გარეშეც..."
საერთოდ, მითოსური და ქრისტიანული გადმოცემები ერთმანეთს არ უპირისპირდება. პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ. მეტიც: არსებობს ტერმინი "ქრისტიანული მითოსი", რაც, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ მეორე პირველს დაშენებია, ხოლო ზოგჯერ სულაც გადაუფარავს...
ეს ვრცელი თემაა, სამწუხაროდ, აქ და ახლა შეუძლებელია მასზე ამომწურავად საუბარი.
11. მსგავს გადმოცემებზე დაყრდნობით მომაზდებული სამეცნიერო მოხსენებებიც მომისმენია სამსახურებრვი "იძულებით" და ბავშვობაშიც გამიგონია...ხან ბევრი მიცინია, ხან შემშინებია და ხანაც დავეჭვბულვარ...მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი გადმოცემები საქართველოს ბევრ კუთხეში, განსაკუთრებით მთის ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოსახლეობაში არსებობს...არ არის აუცილებელი, ბოროტს წვერებიანი და ბანჯღვლიანი დევის, ან ალ-ქაჯის გარეგნობა ქონდეს, უხილავადაც შეიძლება ადამიანი ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ მოექცეს, ან მას კეთილშობილების იარაღით შეებრძოლოს...წიწოლას ამბავში წერია "ჯვარს თვალს ვერ უსწორებდენო"...ასეა, მითოსის გარეშეც...უწმინდური ჯვრის წინაშე ყველანაირ ძალას კარგავს და ფრთხება (ქრება)... მე პირადად, ახლა გამახსენდა ამბავი, ჩემი წინაპრისგან გადმოცემით გამიგონია...ბოლშევიზმი ახალი დამკვიდრებული ყოფილა მაშინ და ვისაც ღმერთი წამდა, ისიც მლავდა...ამ პერიოდში ჩემი დიდი ბებია სახელად მარიამი ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით მიდიოდა თურმე და გზად ხევი ქონდა გასავლელი...შეღამებიაო გზაში და ამინდიც გაფუჭებულაო...იმ ხევის მიდამოებში გავლას უფრთხოდა ხალხი, მაგრამ სხვანაირად ვერ მიაღწევდა სოფლამდეო...(ძალიან ახალგაზრდა და ახლადგათხოვილი, ლამაზი ქალი ყოფილა)..გზაში არავინ შეხვედრია, არც უცნობი და არც ნაცნობი...სრული სიწყნარე იყო ირგვლივ და იმ ხევს რომ მიახლოებია, რაღაც ყრუ წივილ-კივილი და უსიამოვნო ყაყანის ხმა შემოსმია...გადაუხედავს და ამ ხევში დიდი კოცონი და მის გარშემო მოხტუნავე არაადამიანური გარეგნობის არსებების ჯოგი დაუნახავს...უცებ ერთს უკივლია, მარიამი თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთანო...ერთი კუდიანი და გრძელთმიანი ამომხტარა იმ ხევიდან და წინ დადგომია...ამ ქალს ენა ჩვარდნია შიშისგან და უცებ გახსენებია, უფროსებისგან გაგონილი რომ ქონდა, ავ სულს ჯვრის ცეცხლივით ეშინიაო...ჯვრის გადაწერა ვერ მოუხერხებია,მაგრამ ჯიბიდან ასანთი ამოუღია, გაუკრავს და ცეცხლის ანთებსითანავე ხევში კოცონიანად გამქრალან ის არსებები...რომელიც წინ ედგა, იმას ისტერიულად შეუკივლია, არ გეღირსოს შენ გახარებაო და გამქრალა...ამ ქალმა მართლა უმძიმესი ცხოვრებით იცხოვრა, საკუთარი ხელით დაკრძალა ორი შვილი, ყველა ძალიან ახალგარდა და მოულოდენლი სიკვდილით, ერთი, უფროსი ვაჟი ომში წასული დაიკარგა, ისე რომ მისი არც დაღუპვის ცნობა მიუღია და არც ცოცხალი გამოჩენილა, მშობლები ახლაგზრდა გარდაეცვალა და არც ახლო ნათესავებში მიუღწევია ვინმეს სიბერემდე, ქმარიც ახალგაზრდა გარდაიცვლა...თვითონ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. ზუსტად სამი დღე იავადმყოფა და მიიცვლა...მომაკვდავს უმცროსი შვილისთვის ბოლო სიტყვად უთქვამს ჩემი არჩილი (ომში დაკარგული) ცოცხალია, ბედნიერი კაცია, ევროპაში(ქალაქი დაუსახელბია) ცხოვრობს, 5 შვილი ყავს და ნურავინ ნუ მოძებნითო... თავადაც 5 შვილი გააჩინა მსგავს გადმოცემებზე დაყრდნობით მომაზდებული სამეცნიერო მოხსენებებიც მომისმენია სამსახურებრვი "იძულებით" და ბავშვობაშიც გამიგონია...ხან ბევრი მიცინია, ხან შემშინებია და ხანაც დავეჭვბულვარ...მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი გადმოცემები საქართველოს ბევრ კუთხეში, განსაკუთრებით მთის ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოსახლეობაში არსებობს...არ არის აუცილებელი, ბოროტს წვერებიანი და ბანჯღვლიანი დევის, ან ალ-ქაჯის გარეგნობა ქონდეს, უხილავადაც შეიძლება ადამიანი ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ მოექცეს, ან მას კეთილშობილების იარაღით შეებრძოლოს...წიწოლას ამბავში წერია "ჯვარს თვალს ვერ უსწორებდენო"...ასეა, მითოსის გარეშეც...უწმინდური ჯვრის წინაშე ყველანაირ ძალას კარგავს და ფრთხება (ქრება)... მე პირადად, ახლა გამახსენდა ამბავი, ჩემი წინაპრისგან გადმოცემით გამიგონია...ბოლშევიზმი ახალი დამკვიდრებული ყოფილა მაშინ და ვისაც ღმერთი წამდა, ისიც მლავდა...ამ პერიოდში ჩემი დიდი ბებია სახელად მარიამი ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით მიდიოდა თურმე და გზად ხევი ქონდა გასავლელი...შეღამებიაო გზაში და ამინდიც გაფუჭებულაო...იმ ხევის მიდამოებში გავლას უფრთხოდა ხალხი, მაგრამ სხვანაირად ვერ მიაღწევდა სოფლამდეო...(ძალიან ახალგაზრდა და ახლადგათხოვილი, ლამაზი ქალი ყოფილა)..გზაში არავინ შეხვედრია, არც უცნობი და არც ნაცნობი...სრული სიწყნარე იყო ირგვლივ და იმ ხევს რომ მიახლოებია, რაღაც ყრუ წივილ-კივილი და უსიამოვნო ყაყანის ხმა შემოსმია...გადაუხედავს და ამ ხევში დიდი კოცონი და მის გარშემო მოხტუნავე არაადამიანური გარეგნობის არსებების ჯოგი დაუნახავს...უცებ ერთს უკივლია, მარიამი თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთანო...ერთი კუდიანი და გრძელთმიანი ამომხტარა იმ ხევიდან და წინ დადგომია...ამ ქალს ენა ჩვარდნია შიშისგან და უცებ გახსენებია, უფროსებისგან გაგონილი რომ ქონდა, ავ სულს ჯვრის ცეცხლივით ეშინიაო...ჯვრის გადაწერა ვერ მოუხერხებია,მაგრამ ჯიბიდან ასანთი ამოუღია, გაუკრავს და ცეცხლის ანთებსითანავე ხევში კოცონიანად გამქრალან ის არსებები...რომელიც წინ ედგა, იმას ისტერიულად შეუკივლია, არ გეღირსოს შენ გახარებაო და გამქრალა...ამ ქალმა მართლა უმძიმესი ცხოვრებით იცხოვრა, საკუთარი ხელით დაკრძალა ორი შვილი, ყველა ძალიან ახალგარდა და მოულოდენლი სიკვდილით, ერთი, უფროსი ვაჟი ომში წასული დაიკარგა, ისე რომ მისი არც დაღუპვის ცნობა მიუღია და არც ცოცხალი გამოჩენილა, მშობლები ახლაგზრდა გარდაეცვალა და არც ახლო ნათესავებში მიუღწევია ვინმეს სიბერემდე, ქმარიც ახალგაზრდა გარდაიცვლა...თვითონ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. ზუსტად სამი დღე იავადმყოფა და მიიცვლა...მომაკვდავს უმცროსი შვილისთვის ბოლო სიტყვად უთქვამს ჩემი არჩილი (ომში დაკარგული) ცოცხალია, ბედნიერი კაცია, ევროპაში(ქალაქი დაუსახელბია) ცხოვრობს, 5 შვილი ყავს და ნურავინ ნუ მოძებნითო... თავადაც 5 შვილი გააჩინა
9. მოვალ და წავიკითხავ... მოვალ და წავიკითხავ...
8. მაპატიეთ,ხარხარის სმაილი არ მინდოდა მაპატიეთ,ხარხარის სმაილი არ მინდოდა
7. საინტერესოა:) მოგიკითხეთ :)) საინტერესოა:) მოგიკითხეთ :))
6. დიდებული მასალა ეთნოლოგებისათვის და ყველა მათთვის ვისაც საქართველოს ერთი პატარა ლამაზი კუთხის სულიერ ენერგიას უნდა ჩაწვდეს, და რადგან წვეთ თაფში იგრძნობა მთელი კასრი თაფლის გემო ამიტომ საქართველოს ნებისმიერი კუთხის ახალი და ახალი ფოლკლორული სიმდიდრეების წარმოჩენა ერის მითოსური თუ ქრისტიანული მხატვრულ-ესტეთიკური სამყაროს ხილვაა მომავალი თაობებისადმი. დიდებული მასალა ეთნოლოგებისათვის და ყველა მათთვის ვისაც საქართველოს ერთი პატარა ლამაზი კუთხის სულიერ ენერგიას უნდა ჩაწვდეს, და რადგან წვეთ თაფში იგრძნობა მთელი კასრი თაფლის გემო ამიტომ საქართველოს ნებისმიერი კუთხის ახალი და ახალი ფოლკლორული სიმდიდრეების წარმოჩენა ერის მითოსური თუ ქრისტიანული მხატვრულ-ესტეთიკური სამყაროს ხილვაა მომავალი თაობებისადმი.
5. კი, კოსტა, ასეთ მაბებს ცეხლთანაც ყვებიან და სუფრებთანაც, ბევრგან და მთელს საქართველოში, ოღონდ ჩაწერა, დაფიქსირება უნდა, რომ მხოლოდ მომყოლისა და მომსმენისთვის არ არსებობდეს მსგავსი საუნჯე და საზოგადო საკუთრებად იქცეს, სამეცნიერო ბრუნვაში შევიდეს.
გაიხარე, რომ გაბედე და წაიკითხე! კი, კოსტა, ასეთ მაბებს ცეხლთანაც ყვებიან და სუფრებთანაც, ბევრგან და მთელს საქართველოში, ოღონდ ჩაწერა, დაფიქსირება უნდა, რომ მხოლოდ მომყოლისა და მომსმენისთვის არ არსებობდეს მსგავსი საუნჯე და საზოგადო საკუთრებად იქცეს, სამეცნიერო ბრუნვაში შევიდეს.
გაიხარე, რომ გაბედე და წაიკითხე!
4. ეხლა ნასვამი ვარ ამას ვერ წავიკითხავ მაგრამ მოვბრუნდები აუცილებლად ეხლა ნასვამი ვარ ამას ვერ წავიკითხავ მაგრამ მოვბრუნდები აუცილებლად
3. გაიხარეთ მიშა ბატონო, საინტერესო იყო :)
ზაფხულში, სოფელში, ცეცხლთან ვყვებოდით ხოლმე ესეთ ამბებს და ეგ გამახსენდა. :) გაიხარეთ მიშა ბატონო, საინტერესო იყო :)
ზაფხულში, სოფელში, ცეცხლთან ვყვებოდით ხოლმე ესეთ ამბებს და ეგ გამახსენდა. :)
2. უიმეე რა ვქნაა? ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირს რისაც მეშინია ის მიზიდავს... ვოტ ტაკ! ია-ია. 2010
ამ კოემტნმარს შემოვყევი ,ია,მეც მასე მჭირს და რა მიშველის ჰა :)) ?
ავტორთან ბოდიში, მოგვინებით წავიკითხავ :) უიმეე რა ვქნაა? ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირს რისაც მეშინია ის მიზიდავს... ვოტ ტაკ! ია-ია. 2010
ამ კოემტნმარს შემოვყევი ,ია,მეც მასე მჭირს და რა მიშველის ჰა :)) ?
ავტორთან ბოდიში, მოგვინებით წავიკითხავ :)
1. ისე ყვები... რაღაც ჯადოსნური სამყარო მგონია ექეთ... თან მაინტერესებს, დათვალიერება მინდა და თან რაღაც მეშინია ... :( ხო და რაჭაშიც არის ეგეთი ადგილები, "ნაძრახს" ეძახიან, მოსაღამოვებულზე ყველა ერიდება იქ გავლას...
უიმეე :)) რა ვქნაა? ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირს :-P რისაც მეშინია ის მიზიდავს... ;) ვოტ ტაკ! :) ისე ყვები... რაღაც ჯადოსნური სამყარო მგონია ექეთ... თან მაინტერესებს, დათვალიერება მინდა და თან რაღაც მეშინია ... :( ხო და რაჭაშიც არის ეგეთი ადგილები, "ნაძრახს" ეძახიან, მოსაღამოვებულზე ყველა ერიდება იქ გავლას...
უიმეე :)) რა ვქნაა? ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირს :-P რისაც მეშინია ის მიზიდავს... ;) ვოტ ტაკ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|