ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჩიბა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2010


* * *

სიტყვას გაერია ირონია,
კენტად ჩარჩენილი იმედების,
შენი ცრემლი ჩემთვის მირონია,
მხოლოდ ცრემლებისთვის გიმეტებდი.

ეს დღეც შეფერილი გაზაფხულით,
ქარაფს შემტვრეული ნისლები და
ქარი შენ თმათ ფერით დაზაფრული,
ყოფა მიზნებამდე,მიზნებიდან.

ზეცა ირმის ნაფრენს გაკიდული,
ღამე სანთელივით დავიღვენთე,
ლექსი მოგიძღვენი ღარიბული,
მერე უშენობაც დავიბედე.

თოვლში ამოხეთქეს ენძელებმა,
ნახე?!მოვიდაო გაზაფხული...
თუმცა განშორება მეძნელება,
დადგეს,  დასაწყისი დასასრულის.

                                                  10/01/10

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები