,,ადამიანი-ეს მთელი სამყაროა, რომელიც უმთავრესია ყველა დანარჩენზე, ხოლო ბინძურია ამბიციები, რომლებიც ანონიმურად რჩებიან.”- ამბობდა მოდილიანი.

ამედეო მოდილიანი დაიბადა 1884 წლის 12 ივლისს, ლივორნოში, წვრილ ბურჟუაზიულ ოჯახში. მოდილიანის გვარი რომის სამხრეთით მდებარე ამავე სახელწოდების სოფლიდან წარმოდგება. ამედეოს მამა-ფლამინიო მოდილიანი პატარა სამაკლერო კანტორის მფლობელი იყო .1849 წელს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა:იგი ამარაგებდა რომის ერთ-ერთ კარდინალს სპილენძით, რომელიც ესაჭიროებოდა ვატიკანს მონეტების გამოსაშვებად. მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად წასვლია. ამედეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად.
ევგენია გარსენისთვის ეს თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო. თანახმად იტალიის კანონებისა მელოგინეს ქონება ხელშეუხებელი იყო. ყველაფერი თუ კი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა.
მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი იყო,ზოგჯერ მტრულადაც კი იყო მისდამი განწყობილი,დედა კი გატაცებით უყვარდა და დედასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე.
თავის დღიურში ორი წლის დედოს დედა ასე ახასიათებს: ,,ცოტა განებივრებულია, ცოტა ჭირვეული, მაგრამ მშვენიერია, როგორც ანგელოსი”. მე ვიტყოდი, მერეც ასეთივე ლამაზი იყო, თვითონ დარწმუნდით :

1895 წელს მოდილიანმა სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დაკავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა:”დედოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერაც ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებუილი, რათა შემეძლოს მასზე გარკვეუკლი აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისგან, იქნებ მხატვარი?
1898 წელს მოდილიანი იწყებს მეცადინეობას ფერწერაში გულიელმო მიქელისთან, მისსავე დაარსებულ ფერწერის სკოლაში, ლივორნოში.
ამედეოსთან ერთად მიქელისთან სწავლობდნენ: ოსკარ გილია, ჯინო რომიტი, ბენვენუტო ბენვენუტი, რენატო ნატალი, არისტიდე სომატი, ლანდო ბარტოლი, ვინციო და კიდე კიდევ რამდენიმე დამწყები მხატვარი. ერთ მშვენიერ დღეს ამედეომ გამოუცხადა დედას, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და ამიერიდან მთლიანად მიეცეს მხატვრობას.
მოგვიანებით იგი ჩავიდა პარიზში, რადგან სურდა შეესწავლა ქანდაკება. მისი ქანდაკებები ნაკლებდ ცნობილია, თუმცა იგივე სტილშია, როგორიცაა მისი ნახატები.
მოდილიანის შემოქმედებაში რამდენიმე "პერიოდს" გამოყოფენ, მათ შორის- ცისფერ პერიოდს, ზანგურ პერიოდს, იტალიურ პერიოდს და ბოლოს უკვე პორტრეტებს. ცხადია, ეს კლასიფიკაციები პირობითია, მაგრამ მაინც საინტერესო.
ყველასათვის ცნობილია მისი და ჟანა ებიუტერნის სიყვარულის ისტორია, რომელიც მათი საერთო სამარით დასრულდა. ჟანა ებიუტერნის სილამაზეზე თვითონ შეგიძლიათ იმსჯელოთ, მე კი ძალიან მაინტერესებს ჟანა, როგორც მხატვარი და მისი ნამუშევრები თუ ვინმეს გექნებათ მაჩვენეთ :)

მათი საფლავის დაფაზე შემდეგი წარწერებია :
ამადეო მოდილიანი მხატვარი დაიბადა ლივორნოში 12 ივლისს, 1884 წელს, გარდაიცვალა პარიზში 24 იანვარს, 1920 წელს.
დიდების კართან წამოეწია სიკვდილი
ჟანა ებიუტერნი დაიბადა პარიზში 6 აპრილს, 1898 წელს. გარდაიცვალა პარიზში 25 იანვარს, 1920 წელს. ამადეო მოდილიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას.
რაც შეეხება მოდის ნახატებს, ავარჩიე ათი ნახატი, რომლებიც ჩემი აზრით ისეთი ცნობილი არაა, როგორც სხვები. ჩემი საყვარელი ნახატიც კი არ შევიტანე, რომელიც ავატარად მიყენია ამ ნიკზე. ამ ათი სურათის ნახვის შემდეგ თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მოდილიანის ნახატების გამდიდრებაში - დაამატეთ ის სურათები, რომლებიც თქვენ გიყვართ და აქ არ იქნება.

როგორც გითხარით, მოდილიანის თავდაპირველად ქანდაკების შესწავლა სურდა.

ანა ახმატოვას სურათი. მოდილიანის და ანა ახმატოვას მცირე ხნით რომანიც ჰქონდათ. კომენტარებში დავდებ ანა ახმატოვას ლექსს მოდილიანისადმი.

ზანგური პერიოდის სურათი.

ყვითელი ბუდა, თითქოს "არამოდილიანური" ფერია, მაგრამ ფორმებში ჩანს მხატვარი.

ცისფერი პერიოდის ნახატი.

იტალიური პერიოდი.

ესეც ძალიან განსხვავებული მოდილიანია ჩემი აზრით :)

ნატურა ცისფერ ფერებში.

ერთ-ერთი ჟანას პორტრეტებიდან.

ვინ თქვა მოდილიანი თვალებს არ ხატავდაო? ხატავდა და მერე რა თვალებს!
ჩემი ათეული დასრულდა, ველი თქვენს შეფასებებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |

13. არა ის ებრაელი იყო წარმოშობით არავითარი პატარ ბურჭუაზიული ოჯახი ...
არა ის ებრაელი იყო წარმოშობით არავითარი პატარ ბურჭუაზიული ოჯახი ...
12. თანანას ლექსი მოდილიანზე, მე ძალიან მომეწონა და წამოვიღე ებლიტფოდან ;)
მოდილიან!
პარიზის ქუჩები შენსავით ურჩები ჯერ ქუდს არ გიხდიან, შენც ფეხზე გკიდია და ბედს ეურჩები, ბონჟურ, მოდილიან! თოვს სევდა დილიდან... იღბალი გახსენებს, რომ უნდა გახელდე! შენ სისხლში ახველებ ფერების სისრულეს, შენ სხვა გზა ისურვე... ბრავო, მოდილიან! უკვე ქედს გიხრიან შეშლილნი მონმარტრის. სავსე ხარ ცით სულაც და ყველა იმ სურათს, რომელსაც დახატავ მტვერს დრო არ მოაყრის. ბედ-იღბლის დილიჟანსს გზადაგზა ეწევი და თვალში ბეწვივით გიზის ხელმოცარვა. ფუნჯი შენს ცოლს ქარგავს და ჟანა ტილოზე წუხს უბედობაზე, შენზე, უტრილოზე... ბონჯურ, მოდილიან! ღამეა დილიდან და ნუ გაიკვირვებ დაიჭერ წამს როცა. სურს რომ დაგიმსგავსოს, შენი შურს პიკასოს. მას შენი სახელი სიკვდილთან წამოსცდა... შენ სხვა ბედს ელტვოდი და სანამ ეტყოდი პარიზის ხალხმრავალ კაფეს და დარბაზებს, სულ ბოლო ნაფაზმა გიცვალა ანფასი... და მხოლოდ მას შემდეგ ათასგზის დაფასდა გრძელი კისრები და თვალები უძირო. განცდებით უძღები რა ტკივილს უძლებდი მერეც და მანამდეც, იცოდა, იცოდა, იცოდა ჟანამ ეს... ჟამიდან ჟამამდე გაღებულ ფანჯარას დღესაც კი არ სჯერა დაღი მონპარნასის, სიმწრის ტუჩნაჭდევი ვიწრო ქვაფენილზე - ძირს დანარცხებული ოცნება ჟანასი... პ.ს. მონპარნას ცამეტით დასრულდა ფრაგმენტი. შენი ტილოები დღეს ფასს ვერ ითვლიან. დრო ხურავს ჟალუზებს, ჟამი წუხს ჟანაზე. შენ დღესაც ფლანგავ მზეს, ბრავო, მოდილიან!... თანანას ლექსი მოდილიანზე, მე ძალიან მომეწონა და წამოვიღე ებლიტფოდან ;)
მოდილიან!
პარიზის ქუჩები შენსავით ურჩები ჯერ ქუდს არ გიხდიან, შენც ფეხზე გკიდია და ბედს ეურჩები, ბონჟურ, მოდილიან! თოვს სევდა დილიდან... იღბალი გახსენებს, რომ უნდა გახელდე! შენ სისხლში ახველებ ფერების სისრულეს, შენ სხვა გზა ისურვე... ბრავო, მოდილიან! უკვე ქედს გიხრიან შეშლილნი მონმარტრის. სავსე ხარ ცით სულაც და ყველა იმ სურათს, რომელსაც დახატავ მტვერს დრო არ მოაყრის. ბედ-იღბლის დილიჟანსს გზადაგზა ეწევი და თვალში ბეწვივით გიზის ხელმოცარვა. ფუნჯი შენს ცოლს ქარგავს და ჟანა ტილოზე წუხს უბედობაზე, შენზე, უტრილოზე... ბონჯურ, მოდილიან! ღამეა დილიდან და ნუ გაიკვირვებ დაიჭერ წამს როცა. სურს რომ დაგიმსგავსოს, შენი შურს პიკასოს. მას შენი სახელი სიკვდილთან წამოსცდა... შენ სხვა ბედს ელტვოდი და სანამ ეტყოდი პარიზის ხალხმრავალ კაფეს და დარბაზებს, სულ ბოლო ნაფაზმა გიცვალა ანფასი... და მხოლოდ მას შემდეგ ათასგზის დაფასდა გრძელი კისრები და თვალები უძირო. განცდებით უძღები რა ტკივილს უძლებდი მერეც და მანამდეც, იცოდა, იცოდა, იცოდა ჟანამ ეს... ჟამიდან ჟამამდე გაღებულ ფანჯარას დღესაც კი არ სჯერა დაღი მონპარნასის, სიმწრის ტუჩნაჭდევი ვიწრო ქვაფენილზე - ძირს დანარცხებული ოცნება ჟანასი... პ.ს. მონპარნას ცამეტით დასრულდა ფრაგმენტი. შენი ტილოები დღეს ფასს ვერ ითვლიან. დრო ხურავს ჟალუზებს, ჟამი წუხს ჟანაზე. შენ დღესაც ფლანგავ მზეს, ბრავო, მოდილიან!...
10. დიდი მადლობა ნინო, ისე გამილამაზე დილა... ახლა მოდიზე უნდა ვიფიქრო... დიდი მადლობა ნინო, ისე გამილამაზე დილა... ახლა მოდიზე უნდა ვიფიქრო...
9. ჟანა ებიუტერნი ერთ სურათში მე ძალიან მგავს დავიყენებ ავატარზე ეხლა :) ოღონდ რაღა თქმა უნდა მე უფრო ლამაზი ვარ:)) შენც ხომ ასე ფიქრობ?:)) ვხუმრობ ნინიკო მაგრამ სურათს მაინც დავიყენებ
ჟანა ებიუტერნი ერთ სურათში მე ძალიან მგავს დავიყენებ ავატარზე ეხლა :) ოღონდ რაღა თქმა უნდა მე უფრო ლამაზი ვარ:)) შენც ხომ ასე ფიქრობ?:)) ვხუმრობ ნინიკო მაგრამ სურათს მაინც დავიყენებ
8. ჩვენი ნეკერა :) გენაცვალე შენ :) რამდენი რამე გავიგე მოდილიანზე :) ჩვენი ნეკერა :) გენაცვალე შენ :) რამდენი რამე გავიგე მოდილიანზე :)
7. ბოლო სურათით განსაკუთრებით მოვიხიბლე!
კარგ საქმეს აკეთებ, მეგობარო!:) ბოლო სურათით განსაკუთრებით მოვიხიბლე!
კარგ საქმეს აკეთებ, მეგობარო!:)
6. სალვადორსაც დავდებ მერე ლევინ :) მეც მომწონს, თან მაგრად! სალვადორსაც დავდებ მერე ლევინ :) მეც მომწონს, თან მაგრად!
5. შემეშალა სალვადორი მომწონს ანუ : ) ჩვენი დალი შემეშალა სალვადორი მომწონს ანუ : ) ჩვენი დალი
4. და მე რომ სალვადროი მომწონს ? : ) და მე რომ სალვადროი მომწონს ? : )
3. მაგარია.. ლექსი კი ყველაზე მეტად მომეწონა :) მაგარია.. ლექსი კი ყველაზე მეტად მომეწონა :)
2. ნი კარგი საქმე დაგიწყია...
ძალიან საინტერესო იყო...ძალიან... ნი კარგი საქმე დაგიწყია...
ძალიან საინტერესო იყო...ძალიან...
1. ეს ლექსი ანა ახმატოვამ თავის მოდის უძღვნა. Вечером Звенела музыка в саду Таким невыразимым горем. Свежо и остро пахли морем На блюде устрицы во льду.
Он мне сказал: "Я верный друг!" И моего коснулся платья. Так не похожи на объятья Прикосновенья этих рук.
Так гладят кошек или птиц, Так на наездниц смотрят стройных... Лишь смех в глазах его спокойных Под легким золотом ресниц.
А скорбных скрипок голоса Поют за стелющимся дымом: "Благослови же небеса - Ты в первый раз одна с любимым".
Анна Ахматова 1913 ეს ლექსი ანა ახმატოვამ თავის მოდის უძღვნა. Вечером Звенела музыка в саду Таким невыразимым горем. Свежо и остро пахли морем На блюде устрицы во льду.
Он мне сказал: "Я верный друг!" И моего коснулся платья. Так не похожи на объятья Прикосновенья этих рук.
Так гладят кошек или птиц, Так на наездниц смотрят стройных... Лишь смех в глазах его спокойных Под легким золотом ресниц.
А скорбных скрипок голоса Поют за стелющимся дымом: "Благослови же небеса - Ты в первый раз одна с любимым".
Анна Ахматова 1913

| მონაცემები არ არის |