ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: იუმორისტული
14 იანვარი, 2010


ან-ა თითი, ბან-ა თითი...

  არათითს -არა- ვასწავლე,
  თავის შეშვერა ქარშია,
  ცერმა შესძახა "საღოლო"!
  ქმარ რო გავაგდე კარშია.
  ნეკმა თქვა: - მაინც ვიპარავ,
  შიმშილი დამდევს კვალშია.
  საჩვენებელმა მაჩვენა
  რომელ ერთს ვენდო "სამშია"...
  შუა თითმა თქვა - დამეცეს,
  ვინც ვერ ეტევა კანშია!..

    ჩამოი? - როის მიხვალ?

წვიმამ წაიღო ტვინი,
მოწყენილი ვარ სულაც.
აქა-იქ თივის ზვინი,
ქალები თავწაკრულა.
პალატში კრუხი მორჭმით
აზის საკუთარ კვერცხებს.
ასე მოწყენა რომ მჭირს,
ვერც ყავა მშველის, ვერც რძე.
გედევანასთან მამა
თავს პოლიტიკით ირთობს.
-ისე, რაფრა ხარ, ძამა?
- გონდურასს ვჩივი ერთობ...
მერე იწყება ნარდი
ქვის მოპარვაზე დავა.
- ხელი წამართვა ნაღდი,
ამ უდღეურმა რავა!.
ვნატრობ თბილისურ ჭორებს,
ვეწევი გურულ თუთუნს,
ფუნა, სკინტი და სკორე,
უკვე მოგწყინდა? - ნუთუ...
ენით ზურგსაც კი ვიფხან,
არ მაქვს შეგრძნება დროის.
ახლა დამისვით კითხვა-
" ჩამოი? მიხვალ როის?"




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები