ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2010


ლ ტ ო ლ ვ ი ლ ი



შენი ხეც მოჭრესო,
დობილის ხმა
მოესმა სილურჯიდან
და ჰაერის
ტალღიდან ტალღაზე
ნისლის ფოთოლივით დაეცა
გულშეღონებული ბეღურა
და ბოლოს გონს მოსული
გაფრინდა ძალიან
მაღლა და შორს…


***
ოქრო და ქვიშა მარადისობის
/ვერ გამოლიეს სითბო ბინდებმა/.
ვინც გენატრება,განა ის მოდის,
ვისაც არ ელი,ის მოფრინდება.

ნაყანევი და ნაპირმზითალი,
დავიწყებული გზა და ცელები.
წაქცეულ ვაზთან ლანდი წმინდანის,
ჭაღარა ხავსი საწნახელების.

დამსკდარ კედელზე მწვანე რტოები,
სხვა წყაროები და სხვა წრეები.
ლოცვა-ვედრება სამრეკლოების,
სევდა ჩამქრალი სამარეების.

მწვერვალთა მიღმა ცისკრის გალობა,
ჰორიზონტებთან ცის მოდიდება…
მხსნელი ვინცაა,ის კი არ მოვა,
ვინც შეგიწირავს,ის მოფრინდება.



ფ ე ხ ბ უ რ თ ი
---------------------

ტრიბუნიდან უმზერდა მინდორს
და ხასხასა სიმწვანით ხარობდა
და ეცოდებოდა
ათასობით ადამიანი,
რომლებიც უხილავი და უზარმაზარი
ქოლგის ქვეშ ბობოქრობდნენ
და ქოლგას ერქვა
“მეტოქის დამარცხების სურვილი.”
ეცოდებოდა და სტკიოდა
ათასობით ადამიანი,
რომლებსაც არაფერს ეუბნება
თეთრ ჩარჩოში მოქცეული
ხასხასა სიმწვანე-
ყველაზე დიდი საოცრება სტადიონების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს