 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 18 იანვარი, 2010 |
დრო დამცინის, ქრონიკული დეჟა-ვუა, ძველი ფირი სანამ უნდა უჩვენონ... ემოცია - ბალიშის ქვეშ პიჟამოა, სიზმარს უკეთ რომ ნახულობს უჩემოდ... ყველაფერი უკვე ნათქვამ-ნაფიქრია, მე კი ვბჭობ და გაიცინებს ის, ზევით!.. ამ იმედმაც თავი უშნოდ გამიქნია, ნდობის რადგან აღარ შერჩა მიზერი... გამოუშვეს წლებმა სიმწრის ოფლიც, ორთქლიც, დრო ჩემს სათქმელს მოსაცდელში ელოდა. -თუ ღმერთი გწამს, ცხოვრებაში ჩემიც მყოფნის, წარბშეკრული ნუ მიყურებ ზემოდან!.. წრიდან გასვლა არცთუ ისე ადვილია წრეზე წრიალს მიჩვეული კაცისთვის. ვიმიზეზებ, რომ დღეს ცუდი ამინდია და სინანულს საძილეში ვაცილებ... დრო კი ისევ მოსაცდელში დაბოლთაობს, იქნებ, ის ვთქვა, რასაც ჩემგან ელოდა. ვიცი, მოვალ შენთან მდაბლად დახრილ თავით, შენც სხვა თვალით გადმომხედე ზემოდან... 18.01.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვიცი ,მოვალ შენთან მდაბლად დახრილ თავით, შენც სხვა თვალით გადმომხედავ ზემოდან.... რა კარგიაა:) ვიცი ,მოვალ შენთან მდაბლად დახრილ თავით, შენც სხვა თვალით გადმომხედავ ზემოდან.... რა კარგიაა:)
14. წრიდან გასვლა არცთუ ისე ადვილია წრეზე წრიალს მიჩვეული კაცისთვის. ვიმიზეზებ, რომ დღეს ცუდი ამინდია და სინანულს საძილეში ვაცილებ.
მოგიკითხე წრიდან გასვლა არცთუ ისე ადვილია წრეზე წრიალს მიჩვეული კაცისთვის. ვიმიზეზებ, რომ დღეს ცუდი ამინდია და სინანულს საძილეში ვაცილებ.
მოგიკითხე
13. -თუ ღმერთი გწამს, ცხოვრებაში ჩემიც მყოფნის, წარბშეკრული ნუ მიყურებ ზემოდან!..
რა ხშირად მინდა ხოლმე ასეთი რამის თქმა... გილოცავთ ნათლისღებას მოგვიანებით... -თუ ღმერთი გწამს, ცხოვრებაში ჩემიც მყოფნის, წარბშეკრული ნუ მიყურებ ზემოდან!..
რა ხშირად მინდა ხოლმე ასეთი რამის თქმა... გილოცავთ ნათლისღებას მოგვიანებით...
12. უცნაური (ან იქნებ, კანონზომიერიც) რაღაც მემართება... შობა-აღდგომის წინა დღეებში ღმერთი თვითონ მათქმევინებს ხოლმე იმას, რაც ვერც ერთი აღსარების დროს ვერ ვთქვი. იქნებ, ამიტომაც ჰქვია პოეზიას ღმერთების ენა... უცნაური (ან იქნებ, კანონზომიერიც) რაღაც მემართება... შობა-აღდგომის წინა დღეებში ღმერთი თვითონ მათქმევინებს ხოლმე იმას, რაც ვერც ერთი აღსარების დროს ვერ ვთქვი. იქნებ, ამიტომაც ჰქვია პოეზიას ღმერთების ენა...
11. ნათლისღებას გილოცავთ ჩემო ურაკელებო! ნათლისღებას გილოცავთ ჩემო ურაკელებო!
10. თინანა კარგია!
მრავალ ნათლისღებას! თინანა კარგია!
მრავალ ნათლისღებას!
9. მადლობას გიხდით ყველას გამოხმაურებისათვის. "პიჟამოს" რაც შეეხება, ის ფრანგული სიტყვაა, მაგრამ ქართულ სალიტერატურო ენაში უკვე კარგა ხნის დამკვიდრებული, რადგან არა ერთი კლასიკოსის ნაწარმოებში შემხვედრია სწორედ ამ ფორმით. ფრანგულად და რუსულად ასე ჟღერს - პიჟამა, ქართულად კი - პიჟამო. ისე არც "დეჟა-ვიუ" გახლავთ ქართული, მაგრამ, რატომღაც მისი ხმარება კითხვებს არ ბადებს... მადლობას გიხდით ყველას გამოხმაურებისათვის. "პიჟამოს" რაც შეეხება, ის ფრანგული სიტყვაა, მაგრამ ქართულ სალიტერატურო ენაში უკვე კარგა ხნის დამკვიდრებული, რადგან არა ერთი კლასიკოსის ნაწარმოებში შემხვედრია სწორედ ამ ფორმით. ფრანგულად და რუსულად ასე ჟღერს - პიჟამა, ქართულად კი - პიჟამო. ისე არც "დეჟა-ვიუ" გახლავთ ქართული, მაგრამ, რატომღაც მისი ხმარება კითხვებს არ ბადებს...
8. კარგი ლექსია...5 კარგი ლექსია...5
7. ქართულში დამკვიდრებული სიტყვაა, ოღონდ "პიჟამა", თუ არ ვცდები.
ლექსი - კარგად მოტანილი სათქმელით და ემოციით.
დრო კი ისევ მოსაცდელში დაბოლთაობს...
ქართულში დამკვიდრებული სიტყვაა, ოღონდ "პიჟამა", თუ არ ვცდები.
ლექსი - კარგად მოტანილი სათქმელით და ემოციით.
დრო კი ისევ მოსაცდელში დაბოლთაობს...
6. ემოცია - ბალიშის ქვეშ პიჟამოა, სიზმარს უკეთ რომ ნახულობს უჩემოდ...
ძალიან კარგია, მაგრამ რა მაინტერესებს იცით, პიჟამო ქართUლი სიტყვაა?
5 ემოცია - ბალიშის ქვეშ პიჟამოა, სიზმარს უკეთ რომ ნახულობს უჩემოდ...
ძალიან კარგია, მაგრამ რა მაინტერესებს იცით, პიჟამო ქართUლი სიტყვაა?
5
5. ვიცი, მოვალ შენთან მდაბლად დახრილ თავით, შენც სხვა თვალით გადმომხედე ზემოდან...
ვიცი, მოვალ შენთან მდაბლად დახრილ თავით, შენც სხვა თვალით გადმომხედე ზემოდან...
4. კარგი ლექსია ძალიან :) 5! კარგი ლექსია ძალიან :) 5!
3. ემოცია - ბალიშის ქვეშ პიჟამოა, სიზმარს უკეთ რომ ნახულობს უჩემოდ... ეს მომეწონა :D მაგარი ლექსია.... 2+ ემოცია - ბალიშის ქვეშ პიჟამოა, სიზმარს უკეთ რომ ნახულობს უჩემოდ... ეს მომეწონა :D მაგარი ლექსია.... 2+
2. ლექსი ძალიან მომეწონა :)
და მიხარია ეს თემა წინ რომ მოდის... მერამდენე ნაწერია უკვე ამ თემით.. :) ლექსი ძალიან მომეწონა :)
და მიხარია ეს თემა წინ რომ მოდის... მერამდენე ნაწერია უკვე ამ თემით.. :)
1. წრიდან გასვლა არცთუ ისე ადვილია წრეზე წრიალს მიჩვეული კაცისთვის. ვიმიზეზებ, რომ დღეს ცუდი ამინდია და სინანულს საძილეში ვაცილებ...
კარგად წერ, მიყვარს აქ...:) წრიდან გასვლა არცთუ ისე ადვილია წრეზე წრიალს მიჩვეული კაცისთვის. ვიმიზეზებ, რომ დღეს ცუდი ამინდია და სინანულს საძილეში ვაცილებ...
კარგად წერ, მიყვარს აქ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|