ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი_ანტიმე, აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: _ ვაიმე! საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი სხვისია, გულმა მწარედ რეჩხი მიყო ქარს მიჰყვება ნისია წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი, სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. გზა დამზრალი დაზაფრული, ზამთარიც მიილია, აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. ჩააათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება. გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით, და თავს ირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით. სისხლს გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები, ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები.ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა, მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა. მოდაშია ეკლეკტრიტმი ნერვს ზედ დაჯახებული _ გალაკტიონგეთიაშვილსაჯაიასებური. რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი. ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა, ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა. ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. ნელა_ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. _ ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები... _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მომცონს ძალიან5555 ფორმა შEცვალეთ მომცონს ძალიან5555 ფორმა შEცვალეთ
29. . მოდაშია ეკლეკტრიტმი ნერვს ზედ დაჯახებული _ გალაკტიონგეთიაშვილსაჯაიასებური. რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი
მაგარიააა!! ბატონო დავით თითქოს ჩემს გულში იჯექით.... ყველას სათქმელია აქ კარგად და გემრიელად ნათქვამი ! :) . მოდაშია ეკლეკტრიტმი ნერვს ზედ დაჯახებული _ გალაკტიონგეთიაშვილსაჯაიასებური. რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი
მაგარიააა!! ბატონო დავით თითქოს ჩემს გულში იჯექით.... ყველას სათქმელია აქ კარგად და გემრიელად ნათქვამი ! :)
28. არ დაპატარავდეს, რა ეს ლექსი, გთხოვთ. არ ვიცი აქ რა უნდა ამოიღოთ. და სათაურიც ,ძალიან ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცით. მაგრამ მაინც ვბედავ დიდი მოკრძალებით. და ეს მოძალადე ქალის მსგავსი მუზა, არ მოგშორებოდე არასდროს:))) არ დაპატარავდეს, რა ეს ლექსი, გთხოვთ. არ ვიცი აქ რა უნდა ამოიღოთ. და სათაურიც ,ძალიან ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცით. მაგრამ მაინც ვბედავ დიდი მოკრძალებით. და ეს მოძალადე ქალის მსგავსი მუზა, არ მოგშორებოდე არასდროს:)))
27. მიყვარს ეს პოეტი.....55555 მიყვარს ეს პოეტი.....55555
26. 5! წარმატებები! 5! წარმატებები!
25. გმადლობთ, ლია. ნამდვილი ლიტერატურული მანიფესტი ოთხმოცი წლის შემდეგაც შეიძლება დაწეროს ადამიანმა, აქ ასაკი არაფერ შუაშია. მართალი ხარ, ამ ლექსს მანიფესტი ეს სათაური ნაკლებად უხდება. საიტური ვარიანტია. ეს ლექსი ალბათ მოხვდება ჩემს მომავალ წიგნში. ტექსტი შემცირდება, ცოტაოდენ დამუშავდება და სათაურიც შეიცვლება. გმადლობთ, ლია. ნამდვილი ლიტერატურული მანიფესტი ოთხმოცი წლის შემდეგაც შეიძლება დაწეროს ადამიანმა, აქ ასაკი არაფერ შუაშია. მართალი ხარ, ამ ლექსს მანიფესტი ეს სათაური ნაკლებად უხდება. საიტური ვარიანტია. ეს ლექსი ალბათ მოხვდება ჩემს მომავალ წიგნში. ტექსტი შემცირდება, ცოტაოდენ დამუშავდება და სათაურიც შეიცვლება.
24. ოჰ გადასულა ესც მანიფესტებზე: ეტყობა 50 წლის შემდეგ აპირებს ბატონი დავიტი საყმაწვილო სენის მოხდას :)) ოჰ გადასულა ესც მანიფესტებზე: ეტყობა 50 წლის შემდეგ აპირებს ბატონი დავიტი საყმაწვილო სენის მოხდას :))
23. სერიოზული, ჩასაფიქრბელი, აზრიანი პოეზია! 55555 სერიოზული, ჩასაფიქრბელი, აზრიანი პოეზია! 55555
22. ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს.
გეთანხმებით ბატონო დავით. მოგიკითხეთ პატივისცემით და მოგვიანებით გილოცავთ ნათლისღებას. ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს.
გეთანხმებით ბატონო დავით. მოგიკითხეთ პატივისცემით და მოგვიანებით გილოცავთ ნათლისღებას.
21. არა, აჩი ლექსი პროზად სულ სხვაა. ეს ჩვეულებრივი კონვენციური ლექსია რიტმითა და რითმით. ოღონდ პროზის ფორმით ჩაწერილი. ლექსს პროზად კი გააჩნია ლირიკული ლექსის შემდეგი ნიშნები: მცირე ზომა, სტროფების მსგავს მცირე აბზაცებად დაყოფა, ამაღლებული, ექსპრესიული სტილი, მკაფიოდ გამოხატული სუბიექტური განცდა, უსიუჟეტო კომპოზიცია. სამაგიეროდ არ გააჩნია მეტრი, რიტმი და რითმა. ამდენად განსხვავდება ვერლიბრისა და რიტმული პროზისგან. ტერმინი ლექსი პროზად შემოიტანა შარლ ბოდლერმა. არა, აჩი ლექსი პროზად სულ სხვაა. ეს ჩვეულებრივი კონვენციური ლექსია რიტმითა და რითმით. ოღონდ პროზის ფორმით ჩაწერილი. ლექსს პროზად კი გააჩნია ლირიკული ლექსის შემდეგი ნიშნები: მცირე ზომა, სტროფების მსგავს მცირე აბზაცებად დაყოფა, ამაღლებული, ექსპრესიული სტილი, მკაფიოდ გამოხატული სუბიექტური განცდა, უსიუჟეტო კომპოზიცია. სამაგიეროდ არ გააჩნია მეტრი, რიტმი და რითმა. ამდენად განსხვავდება ვერლიბრისა და რიტმული პროზისგან. ტერმინი ლექსი პროზად შემოიტანა შარლ ბოდლერმა.
20. აუუუუ...
გაიხარე...
სეიდიშვილი გამახსენდა... იმედია იცი...
ლექსი პროზად... მგონი ასე ქვია ამ ჟანრს...
ფრიად მომეწონა...
ეგ ლექსი კი არა პოემაა...
გაიხარეთ ბატონო დავით...
5 აუუუუ...
გაიხარე...
სეიდიშვილი გამახსენდა... იმედია იცი...
ლექსი პროზად... მგონი ასე ქვია ამ ჟანრს...
ფრიად მომეწონა...
ეგ ლექსი კი არა პოემაა...
გაიხარეთ ბატონო დავით...
5
19. მშვენიერია...ჩემი აღფრთოვანება ავტორს...55555555
თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო... მშვენიერია...ჩემი აღფრთოვანება ავტორს...55555555
თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო...
18. ...
5
გილოცავთ ნათლიღებას ბატონო დავით!
...
5
გილოცავთ ნათლიღებას ბატონო დავით!
17. იაიასი არ იყოს მეც მეუცნაურა მარა თან მომეწონა :) იაიასი არ იყოს მეც მეუცნაურა მარა თან მომეწონა :)
16. მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით!!! =D> ბრავოოო!!!
მომეწონა :) მაგრამ თქვენთვის მეუცნაურა ლექსის ფორმა :) მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით!!! =D> ბრავოოო!!!
მომეწონა :) მაგრამ თქვენთვის მეუცნაურა ლექსის ფორმა :)
15. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი
14. ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. ნელა_ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. _ ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები... _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო...
აიი ეს ძაალიან მართალია და ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა თქვენ ! ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. ნელა_ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. _ ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები... _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო...
აიი ეს ძაალიან მართალია და ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა თქვენ !
13. ანემონეს და დაისს.
სურვილი გამიჩნდა მომავალში,თუ დაიწერება, ამგვარ 15 მარცვლოვან ლექსებს რომელთაც თუნდაც სუსტი სიუჟეტური ხაზი ექნებათ გარკვეული ფორმისეული სიახლისთვის მინიატურული ნოველის ფორმა მივცე. ვნახოთ როგორ მიიღებს მკითხველი. ანემონეს და დაისს.
სურვილი გამიჩნდა მომავალში,თუ დაიწერება, ამგვარ 15 მარცვლოვან ლექსებს რომელთაც თუნდაც სუსტი სიუჟეტური ხაზი ექნებათ გარკვეული ფორმისეული სიახლისთვის მინიატურული ნოველის ფორმა მივცე. ვნახოთ როგორ მიიღებს მკითხველი.
12. დახვეწილი და საინტერესო, როგორც ყოველთვის, გამორჩეული, მაგრამ ასეთი ფორმით რატომ?
მრავალ ნათლისღებას...ღმერთს ებარებოდეთ :) დახვეწილი და საინტერესო, როგორც ყოველთვის, გამორჩეული, მაგრამ ასეთი ფორმით რატომ?
მრავალ ნათლისღებას...ღმერთს ებარებოდეთ :)
11. ბრავო, ბატონო დავით. მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. დიდი პატივისცემით:) ბრავო, ბატონო დავით. მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. დიდი პატივისცემით:)
10. რატომ ამ ფორმით ,ბატონო დავით? იმდენად ლექსია(შეფასებაში ველურს ვეთანხმები) სადღაც გული დამწყდა ასე რომ "შემოსეთ";;)
ნათლისღებას გილოცავთ:) რატომ ამ ფორმით ,ბატონო დავით? იმდენად ლექსია(შეფასებაში ველურს ვეთანხმები) სადღაც გული დამწყდა ასე რომ "შემოსეთ";;)
ნათლისღებას გილოცავთ:)
9. საინტერესოა და ძალიან კარგად შესრულებული :)
საინტერესოა და ძალიან კარგად შესრულებული :)
8. შესანიშნავია! გილოცავ ნათლიაღებას! შესანიშნავია! გილოცავ ნათლიაღებას!
7. გულიან-გონიანადაა ნათქვამი ყველაფერი ყველაფერზე! მრავალ ნათლისღებას, ძმაო და მეგობარო!
გულიან-გონიანადაა ნათქვამი ყველაფერი ყველაფერზე! მრავალ ნათლისღებას, ძმაო და მეგობარო!
6. დავით მოკითხვა და გილოცავ ნათლისღებას :) ნაღდია ყველაფრით, ძალიან მომეწონა.!!! :) დავით მოკითხვა და გილოცავ ნათლისღებას :) ნაღდია ყველაფრით, ძალიან მომეწონა.!!! :)
5. დავით ბატონო უძლიერესი ლექსია და იშვიათი, მოგიკითხეთ და გილოცავთ ნათლისღებას, მართლა შესანიშნავი ლექსია, რითმა, მელოდია, აზრი - ოსტატის ხელი ატყვია ყველაფერს!
5! დავით ბატონო უძლიერესი ლექსია და იშვიათი, მოგიკითხეთ და გილოცავთ ნათლისღებას, მართლა შესანიშნავი ლექსია, რითმა, მელოდია, აზრი - ოსტატის ხელი ატყვია ყველაფერს!
5!
4. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. :)
მოგიკითხეთ,ბატონო დავით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. :)
მოგიკითხეთ,ბატონო დავით.
3. ბატონო დავით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. 2 ბატონო დავით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. 2
2. გილოცავთ ნათლისღებას და პირველ თოვლს თბილისში.ა რასწორად რომ არ იქნას გაგებული ჩემი ლექსი, განვმარტავ: _იგულლისხმება სოციაური და პოლიტიკური ეიჯიზმი და რა ლიტერატურულ . მომხრე ვარ კოჭლი რითმების ზომიერად გამოყენების და არა უთავბოლოდ. მოხსენიებული ორივე პოეტის დიდი ნიჭის მიმართ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას. გილოცავთ ნათლისღებას და პირველ თოვლს თბილისში.ა რასწორად რომ არ იქნას გაგებული ჩემი ლექსი, განვმარტავ: _იგულლისხმება სოციაური და პოლიტიკური ეიჯიზმი და რა ლიტერატურულ . მომხრე ვარ კოჭლი რითმების ზომიერად გამოყენების და არა უთავბოლოდ. მოხსენიებული ორივე პოეტის დიდი ნიჭის მიმართ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას.
1. უმაგრესი ლექსია! 5555555555555555555 უმაგრესი ლექსია! 5555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|