 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2010 |
III ნაწილი
მარტო ერთი თავი
მოსე ----- ეს არაა უბრალოდ სახელი, იცი? მოსე ----- ეს არაა უბრალოდ რაღაცის შველა.... მოსე ----- ეს უბრალოდ არაა, რომ უკვე მზადა ხარ...
უბრალოდ?.... და რისთვის ხარ უკვე მზად? თუ ხვდები მაინც?..... ..........უბრალოდ თავდახსნა....უბრალოდ გამოსვლა, ვიცი..... და ასე უბრალოდ..... ზღვის ფსკერზე გაივლი.... მოსე კვერთხს დაიქნევს და...... ..........და თავისუფლება ..... კი, ის ჩვენ ნამდვილად მოგვივლის..... მოგვივლის..... მოგვივლენს..... მოგვმადლებს.... გვაჩუქებს..... ვინ ის?..... ............ის... მოსე.... ხომ არაა უბრალოდ სახელი.........
გმირები....თავისუფლების ეშაფოტი მოუხმობს გმირებს....... ჰეი, მანდ მომავალში, თქვენ, ბევრნი ცხოვრობთ?....
,,....გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელი მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არ მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს, ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ.......’’ .................( ნ. ბარათაშვილის პირადი წერილიდან გრ. ორბელიანისადმი. 1843წ. 21 აგვისტო. თბილისი.)
............................................................................... ,,.....იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი. უსაზრვრო ზღვადა სდგას იმათ გულში, წითლად სისხლისფრად უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა.....’’ ...................(ვაჟა-ფშაველა, მოთხრობიდან ,,მათანი მაღალნი’’ 1895 წელი, ჩარგალი.)
..................................................................................... ,,......ხოლო ნეტარი მამაი გრიგოლ თვისით აგარაკით მარტოი შთამოვიდოდა ხანძთას....... მაშინ საწყალობელმან მან კაცმან იხილა სასწაული დიდი წმინდასა მას ზედა ზეგარდმო, რამეთუ სუეტი ნათლისაი ფრიად ბრწყინვალე, ცად აღწევნული, ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თვალთ-შეუდგამი გარემო მისსა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაი გამოჩნდის ჟამსა წვიმისასა.......’’ ..............(გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან’’, X საუკუნე, ხანძთა.)
....................................................................................... ,,......არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე....’’ ...................(გ. ტაბიძე, ლექსიდან ,,ლურჯა ცხენები’’, 1915 წელი. თბილისი.)
აღარც ვარდისფერი ბურთულები და აღარც მოსეს უცნაური ჩვენება........ ყოველივე განქარდა, ,,ვითა სიზმარი ღამისა’’........... .... თეთრ ფურცელს დიდიხანს დასცქეროდა.... კალმის წვერს დაყრდნობილი და.....იმედოვნებდა.....
......ცნობიერება კაცთა ყოფიერებაზე შორს იჭვრიტება.... გულისხმა დაეძებს და გიბიძგებს....წადიო....მაგრამ საზღვარი სიკვდილისა ადევს ჩვენს ყოფას..... ხოლო ამ საზღვარზე, როგორც ჰორიზონტზე მზე, ანათებს უფალი....... და რაც უფრო მიიწევ, მით უფრო შორიაო, თითქოს ... რადგან, ყველას როდი აძლევს უფალი, იმის ნებას, რომ ფეხდაუსველებლად გადაიარონ ვნებათა ზღვანი, ისე ვით მოსემ და რჩეულთა..... ......ფეხდაუსველებლად..... რჩეულთა ხვედრია და ტვირთიც...... რადგან თუ ვერა.....უდაბნოში დარჩები სიზმრივ....... ........ და ............. და მიცურავს ჭაბუკი.... მიილტვის ჭაბუკი.... მიიბრძვის ჭაბუკი... ჩვენი სული.... მიილტვის რომ გადაცუროს..... რომ გააღწიოს....იქ, შენაპირთან..... ჰორიზონტის საზღვართა მიღმა...... ....თავისუფლება კი..... .......,, და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ....’’
....,,აი ია....აი თითი....აი მუხა..... .....სა-ქარ-თვე-ლო..... დეეე...,,საქართველო’’ წავიკითხე, დეეეე...
2010 წელი. 19 იანვარი. ნათლისღებას.
ბოლოსიტყვა
თავისუფლება ,,...და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ...’’
თავისუფლებაზე იმდენს წერენ და საუბრობენ....რომ.... არა! სულაც არ ვაპირებ რაიმე ტრაქტატის შეთხზვას თავისუფლებაზე...არა!
უბარალოდ.... როცა თავისუფლებაზე საუბრობენ, მორჩილება ავიწყდებათ..... და მოელვარე ზღაპრულ ფასკუნჯს დასდევენ ცაში..... ის, თავისუფლება კი, აქვეა..... ჩვენს გულებში.... .... შეიძლება შეუხედავია, როგორც ნაცრისფერი პაწია ბეღურა..... ...და უძალო..... მაგრამ სინამდვილეში მას სიყვარულის ისეთი ძალა აქვს, რომ უმკაცრეს ზამთარშიც კი არ მიგატოვებს........ თუ შეიყვარე...თუ......... ............და შემოუშვი გულში უფალი .......
საზღვრისა დამსაზღვრელი თავად თავისუფლებისა და.....
....იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი მეფე, მაგრამ არ კი იცოდა, რომ კეთილი იყო..... ერთხელ ბრძენი ეწვია . მეფე კეთილად გაუმასპინძლდა და რომ ემშვიდობებოდა , ჰკითხა: ......მაინც რატომ მეწვიე, რომ არც არაფერი მომიწონე და არც არაფერი დამიწუნეო?.... ბრძენმა მიუგო: ..... ბევრი ისეთი მსმენოდა, მეფეო, შენს შესახებ, რომ არ მჯეროდა, და ამიტომ გეწვიეო. ..... მერე რა გაიგე, მართალი ყოფილა თუ ტყუილიო? ..... სჯობს არ იცოდე, მეფეო, რადგან თავისუფლებას დაკარგავო.....
ბლოკნოტის ბოლო გვედზე დიდი, ვარდისფერი ბურთულა ჩახატა და იქვე გაკრული ხელით მიაწერა: ......უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
2010 წელი. 20 იანვარი (დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. რა კარგი ჰქენი მათევ , რომ გააგრძელე,,, რა კარგი ჰქენი მათევ , რომ გააგრძელე,,,
16. თქვენ პირველი პროზაიკოსი ხართ ,ამ საიტზე,ვინც მომეწონეთ... და ალბათ "ჩემი საყვარელი ნაწარმოები 2009"-ში პირველი თქვენ უნდა დაგასახელონ... :) თქვენ პირველი პროზაიკოსი ხართ ,ამ საიტზე,ვინც მომეწონეთ... და ალბათ "ჩემი საყვარელი ნაწარმოები 2009"-ში პირველი თქვენ უნდა დაგასახელონ... :)
15. მრავალ ნათლისღებას...... უმშვენიერესი განწყობაა...უფაქიზესი განცდაა...უმაღლესი პოეზიაა.... გულმა ნათელ-იღო ამ მშვენიერ ფანტელთა ქროლვით.... გაიხარეთ.....
ეს შენი ფსკერგულიანი სიტყვები ჩემთან დამხვდა კომენტარებში... სად კრეფ ამდენ სიკეთესა და სითბოს?... გიბრუნებ გაასმაგებულად... 5555555 მრავალ ნათლისღებას...... უმშვენიერესი განწყობაა...უფაქიზესი განცდაა...უმაღლესი პოეზიაა.... გულმა ნათელ-იღო ამ მშვენიერ ფანტელთა ქროლვით.... გაიხარეთ.....
ეს შენი ფსკერგულიანი სიტყვები ჩემთან დამხვდა კომენტარებში... სად კრეფ ამდენ სიკეთესა და სითბოს?... გიბრუნებ გაასმაგებულად... 5555555
14. :)))))) შემეშალა და დღიურის ნაცვლად აქ დავდე... დღიურიც ნახე! :-* :)))))) შემეშალა და დღიურის ნაცვლად აქ დავდე... დღიურიც ნახე! :-*
13. [url=http://www.radikal.ru][img]http://s11.radikal.ru/i183/1001/ae/58a468badbfa.jpg[/img][/url] [url=http://www.radikal.ru][img]http://s11.radikal.ru/i183/1001/ae/58a468badbfa.jpg[/img][/url]
12. ბრძენმა მიუგო: ..... ბევრი ისეთი მსმენოდა, მეფეო, შენს შესახებ, რომ არ მჯეროდა, და ამიტომ გეწვიეო. ..... მერე რა გაიგე, მართალი ყოფილა თუ ტყუილიო? ..... სჯობს არ იცოდე, მეფეო, რადგან თავისუფლებას დაკარგავო.....
მაიკოოოო! ძალიან მიყვარხარ! ყველაფერს ერთად გილოცავ, ჩემო კარგო! ბრძენმა მიუგო: ..... ბევრი ისეთი მსმენოდა, მეფეო, შენს შესახებ, რომ არ მჯეროდა, და ამიტომ გეწვიეო. ..... მერე რა გაიგე, მართალი ყოფილა თუ ტყუილიო? ..... სჯობს არ იცოდე, მეფეო, რადგან თავისუფლებას დაკარგავო.....
მაიკოოოო! ძალიან მიყვარხარ! ყველაფერს ერთად გილოცავ, ჩემო კარგო!
11. მოგიკითხეთ მთელი სითბოთი ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო:-* მოგიკითხეთ მთელი სითბოთი ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო:-*
9. ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ....
ცნობიერება კაცთა ყოფიერებაზე შორს იჭვრიტება....
თავისუფლება კი, აქვეა..... ჩვენს გულებში....
ძალიან მომეწონა :) ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ....
ცნობიერება კაცთა ყოფიერებაზე შორს იჭვრიტება....
თავისუფლება კი, აქვეა..... ჩვენს გულებში....
ძალიან მომეწონა :)
8. მოვიტოვე ამ დროისთVის ... განგებ....მთლიანად შემოვედი,სიმშვიდე უნდა წავიღო აქედან და...დავიძინებ მოკითXვა სიყვარულით მაის:-* მოვიტოვე ამ დროისთVის ... განგებ....მთლიანად შემოვედი,სიმშვიდე უნდა წავიღო აქედან და...დავიძინებ მოკითXვა სიყვარულით მაის:-*
7. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ესაა ჩემი კომენტარი:) !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ესაა ჩემი კომენტარი:)
6. მათე მომნატრებიაო...თავისი ლამაზ-ლამაზი ფრაზებითო...თავისუფლებითო...უფლის სიყვარულითო...5555555
,,.....იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი. უსაზრვრო ზღვადა სდგას იმათ გულში, წითლად სისხლისფრად უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა.....’’ ...................(ვაჟა-ფშაველა, მოთხრობიდან ,,მათანი მაღალნი’’ 1895 წელი, ჩარგალი.) ამას როცა ვკითხულობ...ვტირი ყოველთვის... მათე მომნატრებიაო...თავისი ლამაზ-ლამაზი ფრაზებითო...თავისუფლებითო...უფლის სიყვარულითო...5555555
,,.....იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი. უსაზრვრო ზღვადა სდგას იმათ გულში, წითლად სისხლისფრად უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა.....’’ ...................(ვაჟა-ფშაველა, მოთხრობიდან ,,მათანი მაღალნი’’ 1895 წელი, ჩარგალი.) ამას როცა ვკითხულობ...ვტირი ყოველთვის...
5. ......უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
მაი. :) 2 ......უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
მაი. :) 2
4. შეიყვარე...თუ......... ............და შემოუშვი გულში უფალი .......
:-* შეიყვარე...თუ......... ............და შემოუშვი გულში უფალი .......
:-*
3. რა თვალსა და ხელს შუა დამთავრდა. 555 მაი. :) რა თვალსა და ხელს შუა დამთავრდა. 555 მაი. :)
2. როცა თავისუფლებაზე საუბრობენ, მორჩილება ავიწყდებათ..... და მოელვარე ზღაპრულ ფასკუნჯს დასდევენ ცაში..... ის, თავისუფლება კი, აქვეა..... ჩვენს გულებში....
უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
გაიხარე. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლეროს :)
როცა თავისუფლებაზე საუბრობენ, მორჩილება ავიწყდებათ..... და მოელვარე ზღაპრულ ფასკუნჯს დასდევენ ცაში..... ის, თავისუფლება კი, აქვეა..... ჩვენს გულებში....
უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
გაიხარე. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლეროს :)
1. ......უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
აი,რა გვჭირდება.... კარგო მათე-მაი! ......უფალზე ფიქრი --- თავის უფლებაზე ფიქრია..... ამიტომაც ჭეშმარიტება გამათავისუფლებს მე.
აი,რა გვჭირდება.... კარგო მათე-მაი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|