ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვინმე...
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2010


......გაიქეცი!!! .....

              ......................

        ხმა მეძახის: გაიქეცი!
        რომ გავიქცე, სად გავიქცე?
        და მერე მარტოდმარტოს
        ვინ მიშველის რომ წავიქცე?
              ხმა კი მაინც გაიძახის:
              გაიქეცი! გაიქეცი!
              მე კი ისევ მეშინია,
              ვინ მიშველის- "წავიქეცი"....
        იმედები თუ დამემსხვრა,
        ოცნება ვერ ავიხდინე,
        ეს გაქცევა რას მიშველის,
        წუწუნი -"რა ჩავიდინე"....
                თუკი ერთხელ დამამარცხა,
                ცხოვრების ამ სირთულემ,
                თავს გაქცევით არ ვუშველი,
                გზას უფრო არ გავირთულებ.
        ხოდა ხმაო, დამიწყნარდი,
        ხო ხედავ რომ არ გიჯერებ,
        არსადაც არ გავიქცევი,
        გულში დარდს არ გავიჩერებ.
                ძველ გზებზე მაინც ვივლი,
                სულ ახალი იმედებით,
                გავიღიმებ და ახლის რწმენით
                თავიდან დავიბადები...
               
               
               
               
             



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს