ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წიფელი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2010


*****

აწვიმდა შიშველ ბაღებში მოლბერტს,
და თეთრ გვირილებს შენთვის აწვიმდა,
მოდილიანი ხატავდა პორტრეტს
და გაფითრებულ თითებს გაწვდიდა.
გაწვიმდა ლურჯად, თეთრად გაწვიმდა
წუხელის იშვი ხეებთან არყის
ჩემს შემოდგომას ფერი გაცვივდა
საოცარია ფოთლებს რომ არ ყრის.
მერე გაცივდა, სივრცე გაცივდა,
ჩემი და შენი გაჰქრნენ რტოები,
ბაგეზე წვიმის წვეტი გაცივდა
ერთურთს უმზერდნენ განმარტოებით.
შენთან ვიყავი,ძლიერ ტიროდი,
ქუჩებში წვიმის ისმის არია...
შიშველ ქუჩებზე შორს დადიოდი
და მერე ღამე ცამ გადარია.
შენთან ვიყავი. გმოსავდნენ სხვები,
და ღამე-მთვარე ენთო კვარივით,
ლურჯი კელია სდუმდა და სხვენი
შეშლის გელოდა სანუკვარივით.
მიჰქონდა სული ამ ცისფერ სვეტებს
შორ მეგობართან ჩუმი ხმაურით,
შენი თითები გმობდნენ სონეტებს
ალბატროსების წყევლა-ტრაურით.
აწვიმდა შიშველ ბაღებში მოლბერტს
და თეთრ გვირილებს შენთვის აწვიმდა,
მოდილიანი ხატავდა პორტრეტს
და გაფითრებულ თითებს გაწვდიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები