ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


ს.ე.მ ( საუკეთესო, ერთგული მეგობარი )

რაც გაგიცანი იმის შემდეგ
შენს დანახვაზე,
უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ
შენ შეშლილი ხარ.
შენ შენი პატარა, თეთრი ფერის
სამყარო დაგაქვს,
მაგ ერთ დიდ ბოთლში, არყის სუნით
გაჟღენთილ ბოთლში.
    შენ მუდამ ტოვებ შენს შეშლილობას
    შენს მეგობრებში.
    მეც ერთ-ერთ მათგანს მივეკუთვნები.
    სამყაროს ნაწილს, სადაც შენი შენი
    თავი იპოვე.
    მეც მაგ სამყაროს ნაწილი ვარ, მეც
  - შეშლილი ვარ.
შენს სამყაროში შემოჭრილი
ბევრ რამეს მივხვდი...
თუნდაც იმას რომ იდეალებს
გრძნბა არააქვთ.
რომ არ არსებობს ჩვენს მიწაზე
ჭეშმარიტება
და იმ ერთადერთს, რასაც ჩვენი სიმართლე ახლავს
ეს სამყაროა, სადაც ჩვენს თავს
ჩვენთვითონ ვმართავთ.

შენ ჩემი ს.ე.მ-ი ხარ, ჩემი საუნჯე
ს-აუკეთესო
ე-რთგული საუნჯე.
მ-ეგობარი ხარ შენ ჩემი, ს.ე.მ-უელ,
მასწავლებელი და ჩემი გულის
მცოდნე ყველაზე.

თუ კი ამქვეყნად მექნებოდა
სირვილის ნება,
მე ვისურვებდი შენს უკვდავებას
სამარადისოდ!
შენი სიგიჟე, ყველამ ერთად უნდა გაიგოს
და შენნი სახელი
- ხელიდან ხელში, თასიდან თასში
უნდა დიოდეს.
    შენ შეშლილი ხარ ჩემო ს.ე.მ-უელ
    და შენს სიგიჟეს თავზე ახვევ
    ყველას გარშემო.
    ყველაზე მეტად საუცარი კი ჩემთვის ისაა
    რომ შენს სამყაროს, ჩემი უბრალო,
    ჩემი სნეული სულიც აჩუქე.

მადლობელი ვარ, მადლობას გიხდი
ს-აუკეთესო
ე-რთგულ
მ-ეგობარს
                        შენი უბრალო.



    21.01.2010


ბექა ნაფეტვარიძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები