ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუაჩიძე :)
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


წერილი ხიჩიბას ;)

სტუმრად მოვდივარ ხიჩიბავ,
შენ იცი, როგორც დამხვდები -
ხატში ნადუღი ლუდით და
მთას მაკლულ ჯიხვის მწვადებით!
ძმურად ჩავუსხდეთ მე ა შენ,
ყანწები ყანწებს ვაჯახოთ,
ბალალაიკაც დავუკრათ
და ხევსურულად დავძახოთ.
მერე არაგვზეც ჩავიდეთ -
წყალში ანკესებ ჩავყაროთ,
წითელკოპლება კალმახი
ცეცხლზე შამფურით დავყაროთ.
შენ ლურჯა ბედაურები
ლიქოკის ჭალას მაჰყარო,
მოვასხდეთ, ისე გავქუსლოთ
მიღმახევს გადაგვატარონ.
ორ-სამ დღეს ასე ვიქმოდეთ,
სტუმარ-მასპინძლის სადაროდ,
მემრ იქავ ქალაქს წამოვალ,
საქმეები მაქვს საჩქარო!...

:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები