 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2008 |
თითქოს ამ ქალაქში დავიბადე, აქვე მოვიშუშე იარები, აქ მზე განახლების სულით მანთებს, წვიმა ნათლობის და ზიარების.
აქ კაცს გული უცემს უღალატო, აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი, და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო, ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი.
და თუ მართლა იცნო გულმა გული და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა, ტალღად მოგაწყდება გარითმული, წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა,
ზღვასთან წუთიერი გარინდებით, თითქოს შთაგონებას ეწყურები, მინდვრებს შესევია ყვავილები, ხეებს მოჟღურტულე ბეღურები.
ო, რა ქართულია შენი მიწა', ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი, გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ო, რა ქართულია შენი მიწა', ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი, გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით...
მომწონს! 5 ო, რა ქართულია შენი მიწა`, ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი, გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით...
მომწონს! 5
14. კარგი ბიჭი ხარ შენ კარგი ბიჭი ხარ შენ
13. ლამაზი ლექსი,მგძნობიარე...:) მე ყოველთვის ველი თქვენ ლექსებს...:) ლამაზი ლექსი,მგძნობიარე...:) მე ყოველთვის ველი თქვენ ლექსებს...:)
12. ჰავაია : ) ისე მანდ ჩასვლას მირჩევნია თბილისის ზღვაზე (არ მანდ ვყოფილვარ 5-6 წელი) დავისვენო გიტლერთან ერთად : ) ჰავაია : ) ისე მანდ ჩასვლას მირჩევნია თბილისის ზღვაზე (არ მანდ ვყოფილვარ 5-6 წელი) დავისვენო გიტლერთან ერთად : )
11. არასდროს ვყოფილვარ ბათუმში : ) რა გაგრია ვარ არა ? : ) ბლინ... არასდროს ვყოფილვარ ბათუმში : ) რა გაგრია ვარ არა ? : ) ბლინ...
10. გავიგე ბათუმს მოდიხარ, მე ბათუმელი ვარ და სადაც შენ უნდა ჩამოხვიდე იქ ახლოს ვცხოვრობ, იქნებ შევხვდეთ კიდეც, აჩის მეგობარი ვარ მე ;) გავიგე ბათუმს მოდიხარ, მე ბათუმელი ვარ და სადაც შენ უნდა ჩამოხვიდე იქ ახლოს ვცხოვრობ, იქნებ შევხვდეთ კიდეც, აჩის მეგობარი ვარ მე ;)
9. კარგია... :) 5 კარგია... :) 5
8. ჰოო... ნადირ-შაჰ, ლექსი კარგია, მაგრამ... მაგრამ ის მუხტი არ აქვს, რაც ხელმეორედ წაგაკითხებს :( ამიტომ 6 მხოლოდ. ჰოო... ნადირ-შაჰ, ლექსი კარგია, მაგრამ... მაგრამ ის მუხტი არ აქვს, რაც ხელმეორედ წაგაკითხებს :( ამიტომ 6 მხოლოდ.
7. მშვენიერი, დაწყობილი ლექსია. 5 მშვენიერი, დაწყობილი ლექსია. 5
6. კარგი ბათუმია. ო. ჭილაძის ბათუმი მიყვარდა ძალიან_ბობოქარი და მებრძოლი. შენი კი ზღვისპირა სამოთხეს გავს"მინდვრებს შესევია ყვავილები, ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი და ა. შ. 5 კარგი ბათუმია. ო. ჭილაძის ბათუმი მიყვარდა ძალიან_ბობოქარი და მებრძოლი. შენი კი ზღვისპირა სამოთხეს გავს"მინდვრებს შესევია ყვავილები, ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი და ა. შ. 5
5. მიხარის აქ მოსვლა,კარგი გემრიელი ლექსები მხვდება:)
5 მიხარის აქ მოსვლა,კარგი გემრიელი ლექსები მხვდება:)
5
3. "ზღვასთან წუთიერი გარინდებით,"
რა კარგია..მომენატრა ზღვა :( "ზღვასთან წუთიერი გარინდებით,"
რა კარგია..მომენატრა ზღვა :(
2. გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით ნადარო კარგი ხარ! გული შენს ნაწილად გადაიქცა და მკერდს ეხეთქება ტალღასავით ნადარო კარგი ხარ!
1. და თუ მართლა იცნო გულმა გული და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა, ტალღად მოგაწყდება გარითმული, წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა,
ლამაზია!:) და თუ მართლა იცნო გულმა გული და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა, ტალღად მოგაწყდება გარითმული, წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა,
ლამაზია!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|