ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წიფელი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2010


******

მზესთან თამაშში თითებს გადაღლი,
ულაყს ქარების მტვრევით მიუშვებ,
თეთრი ფაშატი ლაგამს გადაღრღნის
და სფინქსის თვალწინ ურცხვად იმრუშებს.
წელს ამოზიდავ ტალღის სინაზით,
მაღალი მკერდით ვნებას იოკებ...
ნაქარალ ულაყს ხედნი სილაზე
და მყუდროებას ააწიოკებ.
მერე ჭენებით დაიღალები-
სხეულს ტალღების კვნესით ირწყულებ,
ჩემი ნაკოცნი შავი ხალები
გრძელი დალალით ჩამოიწურე.
სუფთა თვალებით სხეულს იწონებ
თმაჩამოშლილი ტალღებს ელევი,
წელგამართული თვალს გამისწორებ
და ტანის რხევით მზეს შეერევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები