ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წიფელი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2010


******

თოვს, გაზაფხული ივიწყებს ვივალდს,
კვლავ მეფერება სველი კონსტანცა,
წვიმით დალალებს ულბობდა გრიგალს
და ზღვას მუსიკა მთვარემ მოსტაცა.
მზემ ჰორიზონტსაც ხელი დარია,
ეხლა ვიხსენებ ბეზილს, დორიანს,
მე შეგისრულებ ღვთიურ არიას
და გავუყვები ქუჩით ბორიალს.
შორეულია მისტიკა ფერთა
ეს სახეები როგორც ოცნება,
გამოგელვება ოქროს ნამქერთა
და საუკუნო გამოცოცხლება.
ტალღების ცეკვა ისე წყნარია ,
ვით ჰარმონია, ყრუ ბეთჰოვენი,
ლურჯი მიმოზა საოცარია
მონანიებულ სულს ვეთხოვები.
ფუნჯით მხატვარი, როგორც ნიკალა...
ხატავდი ვერსალს, ფოთლების პარიზს,
თუკი ღრუბელმა გადაიყარა
თმაში ჩაგიწნავ უთეთრეს ნარგიზს.
თოვს, გაზაფხული ივიწყებს ვივალდს,
კვლავ მეფერება სველი კონსტანცა,
წვიმით დალალებს მილბობდი გრიგალს
და ზღვას მუსიკა მთვარემ მოსტაცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები