ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2008


მესხეთ-ჯავახეთი

განდეგილები დგანან ოდები
და დანგრეული მტრისგან ტაძრები,
თვალავსებულნი ცრემლის ლოდებით,
მწუხარენი და ცამდე მართლები.

ჩვენ ვიხსენებდით წარსულს წამებულს,
როგორ წაგვართვეს, როგორ დაჩაგრეს
და შორი ლოცვა წმინდა მამების,
გვიმსუბუქებდა, თითქოს განაჩენს.

დღემდის მოღწეულს ტანჯვით,წვალებით,
სიტყვა არ უთქვამს მესხეთ-ჯავახეთს,
მზემ შემოგვხედა მწყემსის თვალებით
და გადაევლო ნაცნობ სანახებს.


            წრიოხის ციხე

მთიდან გასცქერის დილას ცისმარეს,
გული კვლავ ერჩის ორბისფრთებიანს,
შორს კი აწყურუ, როგორც სიზმარი
წარსულის ლოდებს ჩასჭიდებია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები