ნიშნების სამყაროში ვიმყოფები, და ვარსკვლავებს, რომელნიც არ ჩანან, ამ ნიშნებს შორის ვხატავ, და გამოდის ერთი დიდი სინათლე ღამის ცაზე, დღისით კი შავი ფერით ივსება ყველაფერი ის, რაზეც პასუხი არავინ იცის, და ზღვარი ამ არცოდნისა არის კვადრატი,- ოთხი თანასწორი სტიქიით გამართული მოჩანს შენობა ყოფიერებისა და არარისა, ანუ მათი არცოდნისა, ანუ სარჩული ათასფერად აჭრელებული ცხოვრებისა, ანუ შავისა რომლის საზღვარი არის კვადრატი, და თეთრისა, რომელსაც სწორედ ამ რაოდენობისა და ფორმის მქონე სიშავის ატანა ძალუძს, და ვარსკვლავებისა რომლებიც თეთრად ანათებენ ღამის ცაზე, და სიბნელისა ამ ვარსკვლავებს შორის, რომელიც შორეულ ვარსკვლავთა ჯერ არ მოსული სინათლის სხივებით საზრდოობს
და ყოველივე ამის წინ დგას ობივატელი, და კითხულობს - თუ რას ნიშნავს სუბლიმაცია? და დაგცინის როცა ცდილობ აუხსნა, და ზურგს გაქცევს როცა დახატულ ვარსკვლავს უჩვენებ, რადგან იმ ვარსკვლავებისაც არ სჯერა, რომლებიც ახლა კიაფობენ ცის კაბადონზე
და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა, მაგრამ სიშავეს აქვს თავისი საზღვარი, და ეს საზღვარი არის .
ლექსი გიჟპოეტა მალევიჩისა, რომელსაც ფუნჯი გაუტყდა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ნორმალურია++ ნორმალურია++
15. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
14. საინტერესოა თავისებურად და კარგი.... საერთოდ ასეთი ლექსები არ მომწონს მაგრამ, ეს მომეწონა... :) საინტერესოა თავისებურად და კარგი.... საერთოდ ასეთი ლექსები არ მომწონს მაგრამ, ეს მომეწონა... :)
13. და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა, მაგრამ სიშავეს აქვს თავისი საზღვარი, და ეს საზღვარი არის . ასეა.....55555 და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა, მაგრამ სიშავეს აქვს თავისი საზღვარი, და ეს საზღვარი არის . ასეა.....55555
12. და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა, მაგრამ სიშავეს აქვს თავისი საზღვარი, და ეს საზღვარი არის .
და ეს საზღვარი არის .
ხანდახან რა შორსაა ეგ საზღვარი... და სუბლიმაციას ხანდახან მართლაც ითხოვს სული... კარგი იყო! 555 და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა, მაგრამ სიშავეს აქვს თავისი საზღვარი, და ეს საზღვარი არის .
და ეს საზღვარი არის .
ხანდახან რა შორსაა ეგ საზღვარი... და სუბლიმაციას ხანდახან მართლაც ითხოვს სული... კარგი იყო! 555
11. რა უცნაურია ლექსს დადებითი კომენტარები აქვს და რეიტინგი 5.
საინტერესოა!
+2 ქულა ჩემგან! რა უცნაურია ლექსს დადებითი კომენტარები აქვს და რეიტინგი 5.
საინტერესოა!
+2 ქულა ჩემგან!
10. და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა,
რა სიმართლეა! და სიშავე იზრდება, და თეთრი სულ ცოტაა,
რა სიმართლეა!
9. არის რაგაც ინტრიგა, რაც იდუმალს და შესაბამისად საინტერესოს ხდის. არის რაგაც ინტრიგა, რაც იდუმალს და შესაბამისად საინტერესოს ხდის.
8. თავისებური და საინტერესო... 5 თავისებური და საინტერესო... 5
7. ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ფორუმზე ერთი გვერდი გაგვეხსნა სადაც ყველაზე რეიტინგული ლექსების ანალიზს გავაკეთებდით მსურველები. :) მეთანხმებით??
ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ფორუმზე ერთი გვერდი გაგვეხსნა სადაც ყველაზე რეიტინგული ლექსების ანალიზს გავაკეთებდით მსურველები. :) მეთანხმებით??
6. ძალიან საინტერესოა :) ++ ძალიან საინტერესოა :) ++
5. მაგარია, მომეწონა. მაგარია, მომეწონა.
4. :) სერიოზული ნაშრომია :) სერიოზული ნაშრომია
3. გეთანხმები :) ან მაგრად უნდა გაგიტყდეს ან არანაკლებ მაგრად გაგისწორდეს... ტორემ ისე "წერას" უნდა ყავდე ატანილი რომ წერო : გეთანხმები :) ან მაგრად უნდა გაგიტყდეს ან არანაკლებ მაგრად გაგისწორდეს... ტორემ ისე "წერას" უნდა ყავდე ატანილი რომ წერო :
2. ვინც სერიოზული რამის გატეხვის გარეშე სწერს, იმის ნაწერს რა ვუთხარი :)) ვინც სერიოზული რამის გატეხვის გარეშე სწერს, იმის ნაწერს რა ვუთხარი :))
1. მალევიჩს ეტყობა სხვა რამეც გაუტყდა, უფრო სერიოზული... თორემ მის ნახატებს ფუნჯი სულაც არაფერში სჭირდებოდა... :) მალევიჩს ეტყობა სხვა რამეც გაუტყდა, უფრო სერიოზული... თორემ მის ნახატებს ფუნჯი სულაც არაფერში სჭირდებოდა... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|