| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 27 იანვარი, 2010 |
არის ისეთი მომენტები ზოგჯერ, როდესაც ადამიანი შეიძლება არ იყოს სიცოცხლეში ისე დაფასებული, როგორც საჭიროა და სიკვდილის მერე მოხდეს იმის შეფასება და გაანალიზება რომ ის კარგი პიროვნება და ადამიანი იყო ქვეყნისათვის და ასე შემდეგ, რაღათქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი ნამდვილად ეკუთვნის ეს პატივისცემა მას და არა ნერონისეულ-ადრიანესეული თვითგაღმერთება პიროვნების მიერ საკუთარი თავისა. გალაკტიონს ხომ სიცოცხლეშივე უბოძეს დაფნის გვირგვინი, ასეთ დაფასებას ვგულისხმობ. ამაზე ვფიქრობდი, ამ საკითხზე და ეს ლექსი დავწერე.
ავტორი
კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა და სიყვარული უცილობელი, რასაც ის ასე, რასაც ის ასე, რასაც ის ასე, ის ასე ელის.
კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა თორემ მის მერე იქ რას გაიგებს, თუ ამ სოფლიდან პატივისცემას და დაფასებას ის არ წაიღებს.
კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა თუ მოიპოვებს რაღათქმა უნდა, თუ მოიპოვებს ის ასე ნანატრს, კუთვნილს ჭეშმარიტს, რაც ასე სურდა.
ვით გალაკტიონს სიცოცხლეშივე უძღვნეს ტიტული პოეტთა მეფის, სიცოცხლეშივე, სანამდე სისხლი, სისხლი ძარღვებში მიმოდის ჩქეფით.
კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გეთანხმები :) გეთანხმები :)
10. :) კაცს სიცოცხლეშივე სჭირდება ადამიანების თვალები, რომლებიც დაინახავენ მას. :) კაცს სიცოცხლეშივე სჭირდება ადამიანების თვალები, რომლებიც დაინახავენ მას.
9. სიცოცხლეშივე დაფასებაზე არაჩვეულებრივად წერს შექსპირი "აურზაური არაფრის გამო"-ში, გამახსენა ახლა შენმა ლექსმა :) სიცოცხლეშივე დაფასებაზე არაჩვეულებრივად წერს შექსპირი "აურზაური არაფრის გამო"-ში, გამახსენა ახლა შენმა ლექსმა :)
8. დაფასება ნამდვილად სჭირდება!
დაფასება ნამდვილად სჭირდება!
7. მიუტანეთ ახალაიას ბევრი დაფნა. სუპში გამოიყენებს. ბექა ოთანაძე. 2010-01-27 21:03:34
ზედმეტი არ მოუვიდეს, თორემ დაფნა დაფნად გაფუჭდება და სუპი სუპად...
მიუტანეთ ახალაიას ბევრი დაფნა. სუპში გამოიყენებს. ბექა ოთანაძე. 2010-01-27 21:03:34
ზედმეტი არ მოუვიდეს, თორემ დაფნა დაფნად გაფუჭდება და სუპი სუპად...
6. ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი ლამაზი, შუქთა მარადი ნთებით, მე დაფნის მსუბუქ ფოთლებით სავსე, მყინვარს უმძიმეს იაგუნდებით.
გალაკტიონი ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი ლამაზი, შუქთა მარადი ნთებით, მე დაფნის მსუბუქ ფოთლებით სავსე, მყინვარს უმძიმეს იაგუნდებით.
გალაკტიონი
4. ოთანაძე-მწარე !! :D ისე გეთანხმები მე შენ ჩემო ბექა(სონ) :D ოთანაძე-მწარე !! :D ისე გეთანხმები მე შენ ჩემო ბექა(სონ) :D
3. ლექსი ცოტა მოიკოჭლებს ჩემი აზრით.
მიუტანეთ ახალაიას ბევრი დაფნა. სუპში გამოიყენებს. ლექსი ცოტა მოიკოჭლებს ჩემი აზრით.
მიუტანეთ ახალაიას ბევრი დაფნა. სუპში გამოიყენებს.
1. 5 :) დაფნის რა მოგახსენო, მაგრამ დაფასება კი, ალბათ, ნამდვილად სჭირდება მას, ვინც ამას დაიმსახურებს! 5 :) დაფნის რა მოგახსენო, მაგრამ დაფასება კი, ალბათ, ნამდვილად სჭირდება მას, ვინც ამას დაიმსახურებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|