ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2010


ქართული ანბანი

გამოჩნდა ოცდარვა მზეჭაბუკი
და ხუთი ანგელოზი
და უდაბნო ამწვანდა,აყვავდა.

***
და ღმერთს ისე ასტკივდა ფატმანი,
რომ წუთით დაავიწყდა ნესტანი,
თინათინიც-მამის ტახტიანად.

***
ზედმეტი სიტყვა-
როგორც ხელზე მეექვსე თითი,
თანაც სხვა ფერისა...

***
ერთმანეთს ატკბობენ ბაგეები-
თითქოს ღმერთისგან გამოწვდილი
ყურძნის მარცვალს ინაწილებენ.

***
ყველა რომ მიწას მიაჩერდეს,
ცა ჩამოიქცევა...


***
შვილი მწვერვალებთან მიგიყვანს,
შვილიშვილი-ვარსკვლავებამდე.

***
როგორ ნათდება ცის სიღრმეები,
როდესაც ვარსკვლავებს გადაუვლის
ჩრდილი სიყვარულის ფრთებისა.

უსიტყვო ფიცი
------------------
ერთმანეთს ჩაწნული ღიმილა თითები,
ხელები თაიგულად შეკონილი
და გულთან მიტანილი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები