ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2010


ღამე-თუთუნი

ქარმა სხეულში გაახვია ღამე-თუთუნი,
ქუჩაში ფოთლებს სუსხიანი სუნთქვით აჯამებს
აქ უძილობამ ჩაიმუხლა, ახლაც უთუოდ,
ჩემი სიფხიზლე შენი სიზმრის იქცა დარაჯად.

არ მახსოვს როდის დავუყარე ფიქრებს საკენკი,
თენებაც ისე ფეხაკრეფით წამომეპარა,
სანამდე ჩემო, ათას პირველ გრძნობად დაგწერდე,
არმინდა თუნდაც ერთი სუნთქვა გამოგვეპაროს...

როცა წუთები მონატრების ხარჯზე იზრდება
და უშენობა გარსად აკრავს სახლის დარაბებს,
ყველა სტრიქონი მეჩვენება ბევრად მიზერი,
გამოგონილი სიმშვიდით რაც ვწერე მანამდე.

ფიქრსაც სცოდნია მიჩვევა-თქო,
ვამბობ ჩურჩულით,
თანდათან მგონი მაგ სიზმრების გავხდი ფერმწერი,
ქარმა სხეულში გაახვია ღამე-თუთუნი
და მარტოობას რახანია ერთად ვეწევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები