შვედი ფერმერი თავს იტყუებს წინ, ოღონდ ბუხრის, მზე არ უნახავს, კი იქნება წელი გასული, ცოლი ძროხებში ლამაზია, ყველაზე თანაც, სადღაც თავლაში მეზობელთან, ერთობა ჰანა, ქალიშვილია ჰანა მისი, ან ფიქრობს ასე, თივაზე მეტად არ იცნობენ, გოგოს მშობლები, ყველის ნაჭერი მიიტყუა თაგვმა თავისთან, ხის ძირში, იქვე, ბაღის ბოლოს, მოთოვა თოვლი.
გერმანიაში ბავარიის ფერდობებს აწვიმს, ლუდის ქვაბები, ქერა ქალებს, უნდებათ უფრო, ჰანს მაიერი, ახალგაზრდა, ქუჩაში დადის, მიუნჰენისთვის მარტოობა, არ არის უცხო, აქ სადღაც ბარში, ფიურერის, ტრიალებს სული, მასაც მოსწყინდა ბოლოს ალბათ, მგონია ასე, ან რა უნდოდა, არ დასცალდა თორემ ნამდვილად, სადმე თბილ ადგილს მონახავდა, თოვლიან მთაზე.
პარიზის ქუჩებს, საფრანგეთის დაჰყვება სუნი, ალბათ გოგენიც ინატრებდა, აქ, ახლოს სიკვდილს, ფრანგი ქალები, გამხმარები შემოდგომაზე, მხოლოდ ათ ევროდ მოგყიდიან, უმანკო ღიმილს, ჟანგიანია ეიფელი, რა მოსწონთ ნეტავ? ჯანდაბა, ხელში მაჩეჩებენ, არ მინდა ლუვრი, ეშმაკზე კოჭლი ქალაქია, ამბობდა მანე, მანე ამბობდა, ვიცი სძულდა ტულუზ-ლოტრეკი.
არ ვიცი ბოლოს, როდის ნახა ყინვამ მადრიდი, ან უნამუნოს რატომ სძულდა, ენა ბასკების, თუ საავედრა ღმერთს ავედრებს, ალჟირს დაკარგულს, რატომ ტირიან ეს უჯიშო მონეგასკები? ხარები ხალხს და, კიდევ ბევრ სხვას, ეძებენ ქშენით, ქშენა უშველით, როცა ირგვლივ გაზაფხულია? სიყვარულია უფრო მეტი, ვიდრე მადრიდი, - სხვები ამბობენ, ის კი თავად, სიყვარულია.
ლონდონის თვალი, უფრო მრგვალი, ვიდრე გლობუსი, სადაც შექსპირიც აშიშვლებდა, გაცვეთილ გრძნობებს, აქ სადედოფლო ქვეყანაში, დაბერდა ტემზა, გოგონები კი ჰემპტონ პარკზე, იხდიან გეტრებს, ჭორფლიან ლოყას, შოტლანდიელს, ეძახის ყველა, თმას არ ივარცხნის არც წითური, ირლანდიელი, ხელის კანკალით ალისტერი, მისულა ბენთან, მასაც დასცინა, არ დაინდო, მებრძოლი ღმერთთან.
ეს ექსპრესია, სტოკჰოლმიდან - ბრატისლავამდე, დარჩენა არ ღირს, მირჩევნია სახლში მე მაინც.
კიდე მინდოდა რაღაცეების თქმა, მაგრამ ვიგრძენი რომ უკვე რამოდენიმე წუთია თვალი გამიშტერდა და ვფიქრობდი სადღაც ... სჯობს და-ვ-დუ-მდე და ვუყურო თოვ-ა-ს :)
მეც მომწონს, აქ ამის დასაწერად შემოვედი ახლა :)
კიდე მინდოდა რაღაცეების თქმა, მაგრამ ვიგრძენი რომ უკვე რამოდენიმე წუთია თვალი გამიშტერდა და ვფიქრობდი სადღაც ... სჯობს და-ვ-დუ-მდე და ვუყურო თოვ-ა-ს :)