,,შეფრენილო ფუტკარო,წადი,მავანს უთხარო..."
ნეტაი,ჰაითკენ მიფრინავ მაჭახელას ფუტკარო? ბაბაის თქმული თუ გახსოვს, გაღმელ ბერებს უთხარო: ზედვაკიდან* ვაკემდე*, ნისლი ღოღავს უჰალო*...
ნეტაი,კიდევ რამდენ ხანს, უნდა გუუძლოთ უფალო?
ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული.
ნეტაი,წრევლაი* წვიმებმა კერეკუჩხეს* რა უყო, ლაზარობა* იზამეს* თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი* ხიდიდან და დუუძახეს: მზეო,აგზენ გაგორდი!
ვაი,თუ ხერთვისს* ქილისეს* წვიმა გაცრა ყავარმა სურო კედლებს მეედვა, ეზო გაატალავრა, ხავსი ხატებს შეუჩნდა, გველი გაჩნდა ფუძეში მაშინ რაღას ვჯახირობთ დანა დევსოთ უბეში...
მაჭახელას ფუტკარო, ქომო-ქომო* იფრინე, მინდა ნახო სოფლებში რაფერ ეფათუნება* ჩემი გულის ჯიგარი და მომიყვე ესხრიკვის* ბედი თუ ეთბუნება.
მაჭედარი ხარივით გულო, ბევრის ტანია, რა ვქნა,ბედმა ბუხრიდან კდარი ამატანია* ისე ძალვან დამსხრიკა*, ისე დამახუხუნა*, რომ დამამხო ნაგრანი* თავზე,რაფერც ხუხულა.
ჰოდა,მიტომ ყველა დღე გაღმითებზე* ვლოცულობ, მინდა დამღრალ* უბეში გული ავუფართქალო, სანამ სული ქართული ჯერ არ დანაძირება. სანამ კარჩხლის წვეროიდან მზე იმედით მაჭიხებს*, მაჭახელას ხევისკენ აუყევი ფუტკარო! * * * მარა,ისვენ დაბრუნდი, ბაბას უთხარ:- ვუთხარო....
31.01.2010 წ.
(დაინტერესებული პირებისთვის)
ზედვაკე-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;
ვაკე-მაჭახელას სოფელი ჩვენს საზღვრებში;
უჰალო-უძლური(თურქ.);
კარჩხალი-მთა;
ნენულა-დედა;
ხებერი-ამბავი*(თურქ.);
გამოკამპული-დაგრეხილი(გადატ.მნიშვნელობით ნაწამები);
წრევლაი-წელს;
კერეკუჩხე- ეზო-კარი;
ლაზარობა-რიტუალური თამაში ამინდთან დაკავშრებით.დიდი გვალვების,ან ხანგრძლივი წვიმების დროს აწყობდნენ ლაზარობას.თავს მოიყრიდნენ სოფლის ბავშვები.ჯვრის მსგავსად შეკრავდნენ ჯოხებს.ზედ ჩამოაცმევდნენ ქალის ტანისამოსს.ბამბით გაუკეთებდნენ ტავს,პირისახეს..მოზრდილი ბავშვი ხელში დაიჭერდა ამ დედოფალას და წინ წარუძღვებოდა ლაზარობის მონაწილეებს.დანარჩენნი აიღებდნენ ჭურჭელს და დაიწყებდნენ კარდაკარ სიარულს.მიადგებოდნენ თუ არა ჭიშკარს,ერთი,ვისაც ლაზარია უჭირავს,დაიძახებდა: ,,-ლაზარიაი მუადგა კარსა, აღარღალებს თავსა... ეხვეწება ღმერთსა, -ღმერთო მოგვე წვიმა-წყალი, შიგვინახე ზე და თვარე“(თუ გვალვაა)... -ღმერთო,მოგვე ზე და თვარე, შიგვინახე წვიმა-წყალი“(თუ წვიმიანია). დანარჩენები დაიძახებენ:-ამინ! ასე გაიმეორებდნენ სამჯერ.ამასობაში გამოდიოდა სახლის პატრონი,ბავშვებს ჭურჭელში ჩაულაგებდა კარაქს,ყველს,კვერცხს,ფქვილს,ტკბილეულს და ა.შ.შემდეგ ბავშვებს მიასხამდა წყალს(თუ წვიმა სურდათ),ან მიაყრიდა ნაკვერცხლებს(თუ მზე სურდათ).ბავშვები იმ მოსახლეს,რომელიც სიძუნწეს გამოიცენდა და ცოტა პროდუქტს გაიმეტებდა,ჰპარავდნენ ცოცხს.ლაზარობის სემდეგ ამ ცოცხს ჩაჰკიდებდნენ მდინარეში და მანამდე არ ამოიღებდნენ,სანამ ამინდი არ შეიცვლება.შემდეგ კი ცოცხს ჩუმად მიუგდებდნენ პატრონს.(გურჯი ქართველის ნაამბობი.ამონარიდი შ.ფუტკარაძის ,,ჩვენებურებიდან“.);
იზამეს-ქნეს,გააკეთეს;
ქვების წყალში ჩაკიდვა-ეთნ.ქართველ მუჰაჯირებში გავრცელებული ადათი,რომელიც ასევე განკუთვნილია ამინდის სამართავად.პაპანაქება სიცხეში,ან კიდევ გადაუღებელი წვიმები დროს ჯამეში ილოცებდნენ მდინარიდან ამოკრეფილ კენჭებზე.კენჭებს ჩაყრიდნენ ქისაში და ცაჰკიდებდნენ მდინარეში.როცა ამინდი სურვილისამებრ შეიჩვლებოდა,ამ ქვებს მდინარიდან ამოიღებდნენ ისევ.შელოცვილი კენჭების მდინარეში ჩაკიდვის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ მამაკაცს,რომელსაც თავის სიცოცხლეში ინტიმური კავშირი არ ჰქონია არავისთან მეუღლის გარდა.
ხერთვისი-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;
ქილისე-ეკლესია(თურქ.);
ქომო-ქომო -დაბლა დაბლა;
ეფათუნება-ირჯება,მუშაკობს;
ესხრიკვის- ცუდად მისდევს;
ბუხრიდან კდარი ამატანია-ფიგ.გამ.მაიძულა,შემაწუხა,შეუძლებელი შემაძლებინა;
დამსხრიკა-დაკრუნჩხვა;
დამახუხუნა-ერთიანად დამაქცია;
ნაგრანი-გარჯით მონაპოვარი;
გაღმითები-ვინც გაღმა მხარეს ცხოვრობს;
დამღრალი-დასუსტებული,უძლური;
მაჭიხებს-მაცხუნებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. რა ძალიან მომეწონა,გაიხარეთ!აქვე გილოცავთ დაბადების დღეს,მრავალს დაგასწროთ უფალმა,ბედნიერად!:) რა ძალიან მომეწონა,გაიხარეთ!აქვე გილოცავთ დაბადების დღეს,მრავალს დაგასწროთ უფალმა,ბედნიერად!:)
40. ძალიან მაგარია მზია!
გენაცვალეეეე
5 ძალიან მაგარია მზია!
გენაცვალეეეე
5
39. უმაგრეეეეეეეეეეეეეეს ! გენაცვალე! 5! უმაგრეეეეეეეეეეეეეეს ! გენაცვალე! 5!
38. ჩემი საყვარელი აჭარის ეგზოტიკა და კოლორიტი არის მოტანილი ულამაზესად!!! ზურაბ გორგილაძის მსგავსი განწყობის ლექსების მხატვრული ღირებულების. ჩემი საყვარელი აჭარის ეგზოტიკა და კოლორიტი არის მოტანილი ულამაზესად!!! ზურაბ გორგილაძის მსგავსი განწყობის ლექსების მხატვრული ღირებულების.
37. ეს წუხელ წავიკითხე გარედან...
ძალიან კარგი ლექსია. ბევრი სიტყვის მნიშვნელობაც გავიგე.. მოგიკითხე მზია ... :-* ეს წუხელ წავიკითხე გარედან...
ძალიან კარგი ლექსია. ბევრი სიტყვის მნიშვნელობაც გავიგე.. მოგიკითხე მზია ... :-*
36. ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული.
ვაი,თუ ხერთვისს* ქილისეს* წვიმა გაცრა ყავარმა სურო კედლებს მეედვა, ეზო გაატალავრა, ხავსი ხატებს შეუჩნდა, გველი გაჩნდა ფუძეში მაშინ რაღას ვჯახირობთ დანა დევსოთ უბეში... რა ლამაზია...ულამაზესიიიიიიიიი....აჭარლებო უნიჭიერესებო რა ლამაზად გიყვართ!!!!! ზეპირად უნდა ვისწავლო...55555555555555555 რატომ არ მქონდა ეს წაკითხული, არ ვიცი.....წავიღე ჩემთან... ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული.
ვაი,თუ ხერთვისს* ქილისეს* წვიმა გაცრა ყავარმა სურო კედლებს მეედვა, ეზო გაატალავრა, ხავსი ხატებს შეუჩნდა, გველი გაჩნდა ფუძეში მაშინ რაღას ვჯახირობთ დანა დევსოთ უბეში... რა ლამაზია...ულამაზესიიიიიიიიი....აჭარლებო უნიჭიერესებო რა ლამაზად გიყვართ!!!!! ზეპირად უნდა ვისწავლო...55555555555555555 რატომ არ მქონდა ეს წაკითხული, არ ვიცი.....წავიღე ჩემთან...
35. ეს წუხელ წავიკითხე და ხმა ვერ ამოვიღე! აკი გითხარი,გელოდება ურაკი მეთქი! ბრავო! ეს წუხელ წავიკითხე და ხმა ვერ ამოვიღე! აკი გითხარი,გელოდება ურაკი მეთქი! ბრავო!
34. შენ გაიხარე პატარა ქართველო გოგო შენ გაიხარე პატარა ქართველო გოგო
33. კაია მზია:)
5 კაია მზია:)
5
32. ეს რა ლამაზად დაგიწერია, მზია! გაიხარე და გაიხარე. ეს რა ლამაზად დაგიწერია, მზია! გაიხარე და გაიხარე.
31. რა საყვარელი ხარ მზიკო :-* ხო და ამას რომ როის ან ლაშა-გიორგის ხმით წაკითხული აუდიო ვერსიაც დაუდო ძალიან გამიხარდებოდა :)
რა ლამაზი რიტუალური თამაშობა გქოინიათ :) :-* რა საყვარელი ხარ მზიკო :-* ხო და ამას რომ როის ან ლაშა-გიორგის ხმით წაკითხული აუდიო ვერსიაც დაუდო ძალიან გამიხარდებოდა :)
რა ლამაზი რიტუალური თამაშობა გქოინიათ :) :-*
30. ლექსი კარგი. მზიას მოკითხვა:) ხიდიდან და დუუძახეს<<<>>>აქ ზედმეტი მარცვალია მგონი ლექსი კარგი. მზიას მოკითხვა:) ხიდიდან და დუუძახეს<<<>>>აქ ზედმეტი მარცვალია მგონი
29. ძალიან მომეწონა.. 5! ძალიან მომეწონა.. 5!
28. მოკითხვა მეგობარს, ჩვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული! +2!!! მოკითხვა მეგობარს, ჩვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული! +2!!!
27. მაჭახელას ფუტკარო, ქომო-ქომო* იფრინე, მინდა ნახო სოფლებში რაფერ ეფათუნება* ჩემი გულის ჯიგარი და მომიყვე ესხრიკვის* ბედი თუ ეთბუნება.
მაჭახელას ფუტკარო, ქომო-ქომო* იფრინე, მინდა ნახო სოფლებში რაფერ ეფათუნება* ჩემი გულის ჯიგარი და მომიყვე ესხრიკვის* ბედი თუ ეთბუნება.
25. უუფ, შენ გაიხარე, მზია! ძალიან დიდი ხანია, ასე არ მისიამოვნია ლექსის კითხვით! ხმამაღლა ვუკითხავდი ჩემს ნიკას... ]გაიხარე! დიიიდი 5 შენ! უუფ, შენ გაიხარე, მზია! ძალიან დიდი ხანია, ასე არ მისიამოვნია ლექსის კითხვით! ხმამაღლა ვუკითხავდი ჩემს ნიკას... ]გაიხარე! დიიიდი 5 შენ!
24. ლექსი მომეწონა! ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული. ლექსი მომეწონა! ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული.
23. იქნებ რომელიმე ჩემი თანაქალაქელის ლექსში აგერიათ... ეს ლექსი ახალშობილია მეგობარო. გმადლობ ყურადღებისთვის! იქნებ რომელიმე ჩემი თანაქალაქელის ლექსში აგერიათ... ეს ლექსი ახალშობილია მეგობარო. გმადლობ ყურადღებისთვის!
22. ეს ადრეც წამიკითხავს და ძალიან მომეწონა :) 55555 ეს ადრეც წამიკითხავს და ძალიან მომეწონა :) 55555
21. გაიხარეთ ბატონო იმო! ძალიან მიყვარხართ! გაიხარეთ ბატონო იმო! ძალიან მიყვარხართ!
20. ძალიან კარკი ხარ, მზია! ყოჩაღ და მადლობა შენ ყველაფრისათვის. რაც ამ ულამაზესმა და უსევდიანესმა ლექსმა ტკივილი და სიხარული განმაცდევინა!
ძალიან კარკი ხარ, მზია! ყოჩაღ და მადლობა შენ ყველაფრისათვის. რაც ამ ულამაზესმა და უსევდიანესმა ლექსმა ტკივილი და სიხარული განმაცდევინა!
19. 18. ორი წლის წინ ანსამბლ მაჭახელას ვუსმენდი ცოცხლად ფესტივალ ჩვენებურებზე!!! მაგარი იყო!!! ოთარ რურუა. 2010-02-01 00:41:1
მე ხაჭაპური ვჭამე ორი კვირის წინ მაჭახელაში. მაგარი იყო! 18. ორი წლის წინ ანსამბლ მაჭახელას ვუსმენდი ცოცხლად ფესტივალ ჩვენებურებზე!!! მაგარი იყო!!! ოთარ რურუა. 2010-02-01 00:41:1
მე ხაჭაპური ვჭამე ორი კვირის წინ მაჭახელაში. მაგარი იყო!
18. ორი წლის წინ ანსამბლ მაჭახელას ვუსმენდი ცოცხლად ფესტივალ ჩვენებურებზე!!! მაგარი იყო!!! ორი წლის წინ ანსამბლ მაჭახელას ვუსმენდი ცოცხლად ფესტივალ ჩვენებურებზე!!! მაგარი იყო!!!
17. გაიხარე მაიკო! გაიხარე მაიკო!
15. უმშვენირესია..ძალიან მუსიკალურია.... ფუტკარივით ზუზუნებდა თითქოს..... საოცარი სახეებია..გული მატკინა და ამიცრემლა.... ძალიან საინტერესო იყო თან დართული განმარტებანიც..... დიდი მადლობა, ჩემო კარგო.... რა კარგია, რომ არ კარგავთ ამ მშვენიერ კილოს....და პოეზიაში ამღერებთ..... :) უმშვენირესია..ძალიან მუსიკალურია.... ფუტკარივით ზუზუნებდა თითქოს..... საოცარი სახეებია..გული მატკინა და ამიცრემლა.... ძალიან საინტერესო იყო თან დართული განმარტებანიც..... დიდი მადლობა, ჩემო კარგო.... რა კარგია, რომ არ კარგავთ ამ მშვენიერ კილოს....და პოეზიაში ამღერებთ..... :)
13. საინტერესოა... მოვლენების განვითარება მომეწონა..
5 საინტერესოა... მოვლენების განვითარება მომეწონა..
5
12. მეც მიყვარს აჭარული დიალექტი და ლექსის კითხვისასაც მაგას ვფიქრობდი, საიამოვნებით მოვუსმენდი-მეთქი წაკითხულს, მითუმეტეს ჰენრისას:)
გაიხარე, მზია, მომწონს! მეც მიყვარს აჭარული დიალექტი და ლექსის კითხვისასაც მაგას ვფიქრობდი, საიამოვნებით მოვუსმენდი-მეთქი წაკითხულს, მითუმეტეს ჰენრისას:)
გაიხარე, მზია, მომწონს!
11. მართლა მშვენიერი იდეაა... მოუხდება მართლა მშვენიერი იდეაა... მოუხდება
10. ჰენრი, ამის თხოვნას პირადში ვაპირებდი ახლა შენთვის იქნებ დამეხმარო და შენებურად წაიკითხო. ჰენრი, ამის თხოვნას პირადში ვაპირებდი ახლა შენთვის იქნებ დამეხმარო და შენებურად წაიკითხო.
9. მოგესალმებით ყველას და ძალიან,ძალიან მიყვარხართ! მოგესალმებით ყველას და ძალიან,ძალიან მიყვარხართ!
8. "ჰოდა,მიტომ ყველა დღე გაღმითებზე* ვლოცულობ, მინდა დამღრალ* უბეში გული ავუფართქალო, სანამ სული ქართული ჯერაც დანაძირება. სანამ კარჩხლის წვერიდან მზე იმედით მაჭიხებს*, მაჭახელას ხევისკენ აუყევი ფუტკარო!" უსერიოზულესი ნაშრომია! დიდი სიამოვნებით ჩავწერდი ამის აუდიოს! ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოო! 5 ;) "ჰოდა,მიტომ ყველა დღე გაღმითებზე* ვლოცულობ, მინდა დამღრალ* უბეში გული ავუფართქალო, სანამ სული ქართული ჯერაც დანაძირება. სანამ კარჩხლის წვერიდან მზე იმედით მაჭიხებს*, მაჭახელას ხევისკენ აუყევი ფუტკარო!" უსერიოზულესი ნაშრომია! დიდი სიამოვნებით ჩავწერდი ამის აუდიოს! ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოო! 5 ;)
7. ეს წამია პირადი გვერდი შევათვალიერე ამ ავტორის... ჩვეულებრივი წევრი ყოფილა თურმე... და ძალიან "მრავალმნიშვნელოვნად" გამეღიმა... მაგარი უცნაურია ხანდახან ჩვენი საიტი, რაღაცნაირად არა ადექვატური ზოგჯერ :) ეს წამია პირადი გვერდი შევათვალიერე ამ ავტორის... ჩვეულებრივი წევრი ყოფილა თურმე... და ძალიან "მრავალმნიშვნელოვნად" გამეღიმა... მაგარი უცნაურია ხანდახან ჩვენი საიტი, რაღაცნაირად არა ადექვატური ზოგჯერ :)
6. ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული. ხედავ,კარჩხლის* წვერიდან რაფერ დგება მზებერი, ალბთ,ჩემმა ნენულამ* შემეითვალა ხებერი*, ჰოდა,გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპულნი* და მევსმინოთ იქიდან შემოთლილი ქართული.
5. ძალიან, ძალიანო, რომ იტყვიან, ისეთი ქართულია ეს ლექსი... და ძალიან ქართველია მზიაც :) ძალიან, ძალიანო, რომ იტყვიან, ისეთი ქართულია ეს ლექსი... და ძალიან ქართველია მზიაც :)
4. გადასარევი ლექსია და მე პირადად ძალიან მომეწონა
მაგრამ ამდენი საიტყავ ყველამ მართლა არ იცის და რთულია თან ლექსი წაიკითხო და თან განმარტებები ეძებო, თუმცა შენს ლექსს ისეთი რიტმი აქვს და რაღაც მუხტი რომ ულექსიკონოდაც გასაგებია და სასიამოვნო.
გადასარევი ლექსია და მე პირადად ძალიან მომეწონა
მაგრამ ამდენი საიტყავ ყველამ მართლა არ იცის და რთულია თან ლექსი წაიკითხო და თან განმარტებები ეძებო, თუმცა შენს ლექსს ისეთი რიტმი აქვს და რაღაც მუხტი რომ ულექსიკონოდაც გასაგებია და სასიამოვნო.
3. კარგი ნაწერია .
ზედვაკელს გაუხარდება მინაწერი :)
კარგი ნაწერია .
ზედვაკელს გაუხარდება მინაწერი :)
2. მიყვარდა ეს დიალექტი და თქვენ სულ შემაყვარეთ კიდევ ბათუმელმა პოეტებმა ;) 5 მიყვარდა ეს დიალექტი და თქვენ სულ შემაყვარეთ კიდევ ბათუმელმა პოეტებმა ;) 5
1. ნეტაი,წრევლაი* წვიმებმა კერეკუჩხეს* რა უყო, ლაზარობა* იზამეს* თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი* ხიდიდან და დუუძახეს: მზეო,აგზენ გაგორდი!
ლამაზად ჩავიკითხე და მოგვენატრეო მზია :-* ნეტაი,წრევლაი* წვიმებმა კერეკუჩხეს* რა უყო, ლაზარობა* იზამეს* თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი* ხიდიდან და დუუძახეს: მზეო,აგზენ გაგორდი!
ლამაზად ჩავიკითხე და მოგვენატრეო მზია :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|