ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირაჟი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


....მირაჟი....

ატმის ფოთლების აფეთქება
არის დრო ვიყო გვირილა,
მზეს მივყვე ჩუმი დინებით
და ვთქვა ოცნების ზმანება
ცაში აყრილი ყვითელი ფოთოლი
არის დრო ვიყო ნიავი,
ხეს გამოვტაცო დუმილით
ცაში ვატარო ფრიალით.
ცივი საფარი,თეთრი ჩვენება
არის დრო ვიყო თვით უკვდავება
სულში ჩამწვდომი და ამაღლება
მაღალ მთებს მივცე მე ნეტარება...
ქვიშის სურნელი,ზღვის მღელვარება
არის დრო ვიყო მე ცისარტყელა
ცას მოვეჭიდო და მხოლოდ ერთხელ
მივწვდე მე მირაჟს, იდუმალებას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები