საოცარი ვინმეა ლობიო- პატარა, ტანფოთოლა ცათამბჯენი, რომელსაც ერთადერთი საყრდენი გააჩნია- სარი თხილისა, დიეტას შეჩვეულ გოგოსავით მსუბუქი და გაჩხიკინებული.
ყოველ წელიწადს, ყოველ სართულზე ლობიო ყვავილებს გამოისხამს, მერე კი მათ ნაცვლად, როგორც მწვანე ბებუთებს, იკიდებს პარკებს, რომლებშიც ზოგჯერ თეთრი, ზოგჯერ ჭორფლიანი, ზოგჯერ კი თაფლისფერი მძივებივით უწყვია მარცვლები…
ლობიოს დარდი სად გაგონილაო? თქვენ მისი დარდი უნდა ნახოთ, როდესაც შემოდგომა დადგება. ჯერ გაკრეფენ, ეს კიდევ არაფერი- სიამოვნებს კიდევაც, რომ მისი ნაყოფი ახარებს ადამიანს. გაკრეფის მერე იწყება მისი ტანჯვა: საყრდენთან ერთად დედამიწას მოსწყვეტენ უხეშად და სარს თხილისას, უფრო მსუბუქს და გაჩხიკინებულს, მისი ტანიდან- სპირალივით დახვეული ყვითელი ქარქაშიდან დონ კიხოტის დაშნასავით გამოაძრობენ და იქვე მიაგდებენ ან ღობეზე მიაყუდებენ. თვითონ კი, სივრცეს მოშორებულს,ჩაფუშულს, ცათამბჯენს თავმომწონეს, თაგვების თავშესაფარ ქოხმახად ქცეულს, თავის ნაფუძართან დატოვებენ და,კარგად რომ გახმება, ცეცხლს წაუკიდებენ…
ეჰ,ლობიო,ლობიო, სართან ერთად მაინც დაეწვი, სირცხვილი შენს პატრონს,გომბიოს. ლობიო მისთვის მხოლოდ ლობიოა, სულ მიწას ებრძვის და სულ მისი უმადურია, სულ ამას გაიძახის, ამ ქვეყანას მეხი და ბომბიო!
ცეცხლში დამთავრდება მისი სატანჯველი, მაგრამ დამთავრდება? ვინ იცის! მისგანაც ხომ დარჩება კვამლი, ცისკენ მიმავალი…
მართლაც,საოცარი ვინმეა ლობიო, პატარა,ტანფოთოლა ცათამბჯენი, ლამაზი და სევდიანი ფიქრების მომგვრელი, სიმინდების მეზობლად აღმართული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მართლაც,საოცარი ვინმეა ლობიო, პატარა,ტანფოთოლა ცათამბჯენი, ლამაზი და სევდიანი ფიქრების მომგვრელი, სიმინდების მეზობლად აღმართული.
ანუ, აქედან გამომდინარე, ლობიო მოფერებითაც შეიძლება დაუძახო კააცს ხოო? ;;)
ვაახ კაცოო, რა განსხვავებული ხარ ამ ლექსშიი?...:-? მართლაც,საოცარი ვინმეა ლობიო, პატარა,ტანფოთოლა ცათამბჯენი, ლამაზი და სევდიანი ფიქრების მომგვრელი, სიმინდების მეზობლად აღმართული.
ანუ, აქედან გამომდინარე, ლობიო მოფერებითაც შეიძლება დაუძახო კააცს ხოო? ;;)
ვაახ კაცოო, რა განსხვავებული ხარ ამ ლექსშიი?...:-?
15. გენაცვალეთ!!!!
5 გენაცვალეთ!!!!
5
14. ვინა ყოფილხარ.... შენ...... რომ ლობიოს დარდებიც კი აგიტვირთავს და......... ცად აფრენილა დამწვრისა კვამლი, ლობიოს ნაღვლისა....... ეჰ, ანთა, ანთა...... ეს რა სადარდელი გამიჩინე......;) ვინა ყოფილხარ.... შენ...... რომ ლობიოს დარდებიც კი აგიტვირთავს და......... ცად აფრენილა დამწვრისა კვამლი, ლობიოს ნაღვლისა....... ეჰ, ანთა, ანთა...... ეს რა სადარდელი გამიჩინე......;)
13. უცხო და მშვენიერია! უცხო და მშვენიერია!
12. ცეცხლში დამთავრდება მისი სატანჯველი, მაგრამ დამთავრდება? ვინ იცის! მისგანაც ხომ დარჩება კვამლი, ცისკენ მიმავალი…
კონტრასტული ფერების საოცარი ნახატი ;;) ცეცხლში დამთავრდება მისი სატანჯველი, მაგრამ დამთავრდება? ვინ იცის! მისგანაც ხომ დარჩება კვამლი, ცისკენ მიმავალი…
კონტრასტული ფერების საოცარი ნახატი ;;)
11. საოცარია...საოცარი...555555555555555555
ტანფოთოლა ცათამბჯენი, რომელსაც ერთადერთი საყრდენი გააჩნია- სარი თხილისა, დიეტას შეჩვეულ გოგოსავით მსუბუქი და გაჩხიკინებული. საოცარია...საოცარი...555555555555555555
ტანფოთოლა ცათამბჯენი, რომელსაც ერთადერთი საყრდენი გააჩნია- სარი თხილისა, დიეტას შეჩვეულ გოგოსავით მსუბუქი და გაჩხიკინებული.
10. უცნაურად საინტერესოდ გეხერხებათ წერა... უცნაურად საინტერესოდ გეხერხებათ წერა...
9. როგორც მწვანე ბებუთებს, იკიდებს პარკებს, რომლებშიც ზოგჯერ თეთრი, ზოგჯერ ჭორფლიანი, ზოგჯერ კი თაფლისფერი მძივებივით უწყვია მარცვლები…
რა საინტერესო და ლამაზი ვინმე ყოფილა ლობიო,სხვა თვალით შევხედე :) როგორც მწვანე ბებუთებს, იკიდებს პარკებს, რომლებშიც ზოგჯერ თეთრი, ზოგჯერ ჭორფლიანი, ზოგჯერ კი თაფლისფერი მძივებივით უწყვია მარცვლები…
რა საინტერესო და ლამაზი ვინმე ყოფილა ლობიო,სხვა თვალით შევხედე :)
8. კარგი მთხრობელი ხართ ბატონო ვაჟა. მიყვარს ასეთი პოეზია :) კარგი მთხრობელი ხართ ბატონო ვაჟა. მიყვარს ასეთი პოეზია :)
7. მომწონს აზრი :)
თვითონ კი, სივრცეს მოშორებულს,ჩაფუშულს, ცათამბჯენს თავმომწონეს, თაგვების თავშესაფარ ქოხმახად ქცეულს, თავის ნაფუძართან დატოვებენ და,კარგად რომ გახმება, ცეცხლს წაუკიდებენ…
***********
ისე კარგია ახალი ლობიო ნიგოზით შეკმაზული, ღომთან.. ოღონდ ამოლესილი არააააა :D მომწონს აზრი :)
თვითონ კი, სივრცეს მოშორებულს,ჩაფუშულს, ცათამბჯენს თავმომწონეს, თაგვების თავშესაფარ ქოხმახად ქცეულს, თავის ნაფუძართან დატოვებენ და,კარგად რომ გახმება, ცეცხლს წაუკიდებენ…
***********
ისე კარგია ახალი ლობიო ნიგოზით შეკმაზული, ღომთან.. ოღონდ ამოლესილი არააააა :D
6. მაგრამ დამთავრდება? ვინ იცის! მისგანაც ხომ დარჩება კვამლი, ცისკენ მიმავალი…
თქვენი ლექსებიც ფიქრიან-ცისკენ მავალია :) მაგრამ დამთავრდება? ვინ იცის! მისგანაც ხომ დარჩება კვამლი, ცისკენ მიმავალი…
თქვენი ლექსებიც ფიქრიან-ცისკენ მავალია :)
5. მოგიკითხეთ დიდი სითბოთი მოგიკითხეთ დიდი სითბოთი
4. ნამდვილად კარგია...
მომეწონა იქ სადაც ლობიოზე ვინმე გიწერია... კარგია... ვაჟას სუნიც მეცა...
აი ამოთხრას რაც შეეხება, როცა ხმება უნდა ამოთხარო... თუ ჩამოვხმი და დავლპი მირჩევნია მოვკვდე... ეგრეა ჩვენი ლობიოც...
ისე კი მომინდა ახლა ლობიო! :)
5 ნამდვილად კარგია...
მომეწონა იქ სადაც ლობიოზე ვინმე გიწერია... კარგია... ვაჟას სუნიც მეცა...
აი ამოთხრას რაც შეეხება, როცა ხმება უნდა ამოთხარო... თუ ჩამოვხმი და დავლპი მირჩევნია მოვკვდე... ეგრეა ჩვენი ლობიოც...
ისე კი მომინდა ახლა ლობიო! :)
5
3. მე მომეწონა,პატივისცემით... მე მომეწონა,პატივისცემით...
2. ეს ვეგეტარიანელობამ დაგაწერინა, ანთა? :))))))))))))
ეს ვეგეტარიანელობამ დაგაწერინა, ანთა? :))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|