ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: poeziaMISJILI
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2010


საუბარი წვიმასთან.

წვიმა პირდება გუბეს გაჩენას,
წვიმა გააჩენს ცისარტყელასაც,
წვიმა მპირდება მეც დასველებას,
წვიმა აღვიძებს მიძინებულ ცას.

წვიმა სახლდება ქუჩის ხვრელებში,
წვიმა სახლდება ჩემს დამწვარ თმაში,
წვიმა სახლდება სხეულიზე,კანზე,
წვიმამ არ იცის გადგომა განზე.


    წვიმა არასდროს არ არის ჩუმი.მას დასველება უყვარს ფოთლების.მან შეარჩია სათანადო მეგობარი ჭექა-ქუხილის სახით და ისინი ხშირად ხმაურობენ ხოლმე ერთად.მე ვესაუბრე მას და მითხრა,რომ ცის ემოციაა.
      ცის ცრემლი ყოფილა ,წვიმა.
      თვითონაც არ ახსოვს რამდენი ხანია რაც ცაში ცხოვრობს
წვიმა: -რაც თავი მახსოვს.(იღიმის)
      ასაკი არ აქვს,არც სახე.ამბობს ასე უფრო მარტივიაო.არ დავუჯერო?უნდა დავუჯერო!საუბრისას ქოლგას მთავაზობს,არ დასველდეო.ნამუსი მჩქმეტს ფეხზე და მეც უარს ვეუბნები.ბოდიშს მიხდის,რომ ცივია.
წვიმა:-მზე უსაქმურობს და აბა,სხვა რა გამათბობდა.(ისევ ღიმილი)
    მომინდა გავხუმრებოდი.
მე:-გინდა ჩაგყლაპო?
    პასუხი არ დავაცალე.პირი გავაღე და მართლაც ჩავყლაპე.სულ სიცილ-კისკისით ჩაირბინა ხორხი.
    გამიმხილა,რომ წვიმის დროს ცაში კონცერტიაო,
წვიმა:-ადამიანებმა არ იცით ეგ ამბავი.
    ეგ როგორ-მეთქი..დამპირდა,დაგპატიჟებო.პირობა შეასრულა,წვიმამ.


    ახლა წვიმს და მე უკვე ვიცი როგორია კონცერტი ,ცაში:
ელვა ფერადი ნათურების იმიტაციაა პერიოდულად რომ ინთებიან და ქრებიან.ქუხილი შიგა და შიგ დარტყმული დრამია,წვიმა მელოდიური გაფორმება.ცა ატარებს უფასო კონცერტს. ავიდეთ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს