 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2010 |
მე – რეციპიენტი, შენ კი დონორი. განცდების გადასხმით მაცოცხლებ თავიდან. ბგერებს გავურიე სულ ცოტა მინორი, სისხლში კი ოცნება ბოლომდე გამიქრა.
შეუთავსებლობა რეზუს ფაქტორშია. (მოდი, დავაბრალებ ყველაფერს ამას). ვნებით გაჟღენთილი ბევრი ატომია, რომელთაც აღარ აქვთ საბრძოლო ძალა.
რეგრესი პიკზეა, სიმპტომთა კომპლექსი იზრდება და ეძებს ლეტალურ ფინალს. შეცნობა აღარ აქვს დაბინდულ გონებას, ტვინისკენ მომავალ სურვილებს თიშავს.
ანამნეზს მიკრიბავს ზეცაში უფალი, ვიცი, რომ გადაჭრის სიცოცხლის ძაფსაც. გულსაც ძველებურად აღარ აქვს უნარი ფეთქვის და ატიპურ სიყვარულს ართავს.
ჰემოქრომატოზი, კუშინგის სინდრომი, იქნებ ადისონი ან სულაც კიბო? ისევ გარეულა ბგერებში მინორი, თვალებში გამქრალა შენფერი სითბო.
ფაქტი კი ერთია, სისხლშია ტოქსინი! და გულის რიტმსაც ის არღვევს მხოლოდ. უფალსაც მოსწყინდა ამდენი ლოდინი, ანამნეზს ვერდიქტად დაუსვა ბოლო.
მე – რეციპიენტი, შენ კი დონორი, და ამ გრძნობებმა მოწამლეს სისხლი. პიკზეა სხეულში სიკვდილის ჰორმონი, ჩემი დიაგნოზი? – სურვილთა შიდსი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ვაუუ..ძაალიან მაგარიაა! 555 ვაუუ..ძაალიან მაგარიაა! 555
27. ნეტა იცოდე მე როგორ მიყვარს ანატომია :)
ერთი ექიმი ანატომიის ქალღმერთსაც კი მეძახდა :))
ნეტა იცოდე მე როგორ მიყვარს ანატომია :)
ერთი ექიმი ანატომიის ქალღმერთსაც კი მეძახდა :))
26. ვაიH, ქეთ, ე.ი. რამდენიმეჯერ წავიკითხე, რომ ბიოლოგიურ-მედიცინურ-ლიტერატურულ-პოეტური აღქმები ბოლომდე მიმეყვენა :D ხან მხოლოდ ბიოლოგიაში ვიყავი, ხან მხოლოდ, მედიცინაში, ხან იქეთ და ხან აქეთ :)) მიყვარს ადამიანის ანატომია, ისე :D საინტერესო აზრები მებადება ხოლმე მასთან დაკავშირებით :)) ვაიH, ქეთ, ე.ი. რამდენიმეჯერ წავიკითხე, რომ ბიოლოგიურ-მედიცინურ-ლიტერატურულ-პოეტური აღქმები ბოლომდე მიმეყვენა :D ხან მხოლოდ ბიოლოგიაში ვიყავი, ხან მხოლოდ, მედიცინაში, ხან იქეთ და ხან აქეთ :)) მიყვარს ადამიანის ანატომია, ისე :D საინტერესო აზრები მებადება ხოლმე მასთან დაკავშირებით :))
25. მე – რეციპიენტი, შენ კი დონორი. განცდების გადასხმით მაცოცხლებ თავიდან
პიკზეა სხეულში სიკვდილის ჰორმონი, ჩემი დიაგნოზი? – სურვილთა შიდსი.
საოცარი ხარ!!! :-* 555 მე – რეციპიენტი, შენ კი დონორი. განცდების გადასხმით მაცოცხლებ თავიდან
პიკზეა სხეულში სიკვდილის ჰორმონი, ჩემი დიაგნოზი? – სურვილთა შიდსი.
საოცარი ხარ!!! :-* 555
24. შეუთავსებლობა რეზუს ფაქტორშია. (მოდი, დავაბრალებ ყველაფერს ამას). ვნებით გაჟღენთილი ბევრი ატომია, რომელთაც აღარ აქვთ საბრძოლო ძალა. შეუთავსებლობა რეზუს ფაქტორშია. (მოდი, დავაბრალებ ყველაფერს ამას). ვნებით გაჟღენთილი ბევრი ატომია, რომელთაც აღარ აქვთ საბრძოლო ძალა.
22. :)))))))))))))))) :))))))))))))))))
21. პროზა უკეთესი გექნება დარწმუნებული ვარ :) 5 პროზა უკეთესი გექნება დარწმუნებული ვარ :) 5
20. karia :) (albat samedicinoze swavlob, imdeni termini gaqvs gamoyenebuli rom... :) ) karia :) (albat samedicinoze swavlob, imdeni termini gaqvs gamoyenebuli rom... :) )
19. მით უფრო კარაგი და ორიგინალური ;) 555555 მით უფრო კარაგი და ორიგინალური ;) 555555
18. ძალიან დამღალა ლექსმა ქეთი ძალიან დამღალა ლექსმა ქეთი
17. აუ რა მაგარია:) ძალიან ორიგინალურიც:) ექიმი-პოეტი,როგორ ასწორეებს;) წარმომიდგენია დაავადებებს როგორ პოეტურად უყურებ და რითმავ...:) სამედიცინოზე ლექტორი რომ ვიყო,შენი ლექსებით ვამეცადინებდი ბავშვებს:) მოკლედ777ქულა;) აუ რა მაგარია:) ძალიან ორიგინალურიც:) ექიმი-პოეტი,როგორ ასწორეებს;) წარმომიდგენია დაავადებებს როგორ პოეტურად უყურებ და რითმავ...:) სამედიცინოზე ლექტორი რომ ვიყო,შენი ლექსებით ვამეცადინებდი ბავშვებს:) მოკლედ777ქულა;)
16. კარგი ვინმე ხარ შენ, კიდევ უნდა აღვნიშნო ეს :) კარგი ვინმე ხარ შენ, კიდევ უნდა აღვნიშნო ეს :)
15. მოკლედ რა არისო აქ გაუგებარი.... ხდებაო აგნოსტიციზმი რაფინირებულ ასპექტში (ნ.დუმბაძე-მე ვხედავ მზეს) გავიღიმებ აბა მესამედ, შენსავით ერთმნიშვნელოვნად ... :) მოკლედ რა არისო აქ გაუგებარი.... ხდებაო აგნოსტიციზმი რაფინირებულ ასპექტში (ნ.დუმბაძე-მე ვხედავ მზეს) გავიღიმებ აბა მესამედ, შენსავით ერთმნიშვნელოვნად ... :)
14. შ-ეძენილი ი-მუნო დ-ეფიციტური ს-ინდრომი
:) სურვილთა შიდსი კი მათი ქრობა, დეფიციტური მდგომარეობაა, როდესაც გარე, ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორიც კი იწვევს სურვილების დაზიანებას და მათ კვდომას.
სურვილებს უვარდება იმუნიტეტი და მათი რეზისტენტულობა ეცემა.
გაგიღიმე ერთმნიშვნელოვნად :) შ-ეძენილი ი-მუნო დ-ეფიციტური ს-ინდრომი
:) სურვილთა შიდსი კი მათი ქრობა, დეფიციტური მდგომარეობაა, როდესაც გარე, ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორიც კი იწვევს სურვილების დაზიანებას და მათ კვდომას.
სურვილებს უვარდება იმუნიტეტი და მათი რეზისტენტულობა ეცემა.
გაგიღიმე ერთმნიშვნელოვნად :)
13. ადმირალი ნელსონი ადმირალი ნელსონი
12. ლირიკოსები იყვნენ ფიზიკოსები მარა არაფერი მაგათ არ გამოეპარებოდათ :) ... ექიმი კიდევ ისე ახლოსაა იმასთან რასაც ადამიანის სული შეფარებია, რა დაემალება? :) ორჯერ ხომ გავიღიმე უკვე... მეორედ, მრავალმნიშვნელოვნად სხვათაშორის და ახლა მთავარი რაც მინდა ვკითხო ავტორს, შიდსი იმუნოდეფიციტია, რამდენადაც ვიცი და "სურვილთა შიდსი" ძალიან ტევადი რამ უნდა იყოს ალბათ თუ მე მეჩვენება? ქვეცნობიერის დონეზე კი ვხვდები რაღაცას, მაგრამ ლოგიკურში ვერ მოვაქციე მაინც... ამიტომ მესამედ გაღიმებისგან თავს შევიკავებ ... ლირიკოსები იყვნენ ფიზიკოსები მარა არაფერი მაგათ არ გამოეპარებოდათ :) ... ექიმი კიდევ ისე ახლოსაა იმასთან რასაც ადამიანის სული შეფარებია, რა დაემალება? :) ორჯერ ხომ გავიღიმე უკვე... მეორედ, მრავალმნიშვნელოვნად სხვათაშორის და ახლა მთავარი რაც მინდა ვკითხო ავტორს, შიდსი იმუნოდეფიციტია, რამდენადაც ვიცი და "სურვილთა შიდსი" ძალიან ტევადი რამ უნდა იყოს ალბათ თუ მე მეჩვენება? ქვეცნობიერის დონეზე კი ვხვდები რაღაცას, მაგრამ ლოგიკურში ვერ მოვაქციე მაინც... ამიტომ მესამედ გაღიმებისგან თავს შევიკავებ ...
11. პოეტის რა გითხრა და ექიმობაზე კი მაქვს დიდი პრეტენზია :)
მადლობა მშვენიერ ჟადენს :-*
___
წეღან დამავიწყდა ამეღნიშნა, მშვენიერი მიგნება გაუკეთებია ლელას :) შენი ეგ ლექსი, სამწუხაროდ არ წამიკითხავს.
პოეტის რა გითხრა და ექიმობაზე კი მაქვს დიდი პრეტენზია :)
მადლობა მშვენიერ ჟადენს :-*
___
წეღან დამავიწყდა ამეღნიშნა, მშვენიერი მიგნება გაუკეთებია ლელას :) შენი ეგ ლექსი, სამწუხაროდ არ წამიკითხავს.
10. მე – რეციპიენტი, შენ კი დონორი, და ამ გრძნობებმა მოწამლეს სისხლი.
რა საინტერესოა პოეტი ექიმი :) მოგკითხე ქეთ. მე – რეციპიენტი, შენ კი დონორი, და ამ გრძნობებმა მოწამლეს სისხლი.
რა საინტერესოა პოეტი ექიმი :) მოგკითხე ქეთ.
9. სუნთქვა პულსაცია გულის ტონები გუგის რეაქცია რქოვანას რეფლექსი პაციენტი მოკვდა ...................................მაპროვოცირებელი ფაქტორი ლოკალიზებულია......5! სუნთქვა პულსაცია გულის ტონები გუგის რეაქცია რქოვანას რეფლექსი პაციენტი მოკვდა ...................................მაპროვოცირებელი ფაქტორი ლოკალიზებულია......5!
8. საინტერესო, შინაარსობრივად, ემოციით და რიტმიკითაც...
ჰო, მართლა, ქეთ, ჩემს ლექსზე - "დუღილი გულის" შენი აზრი განსაკუთრებულად მაინტერესებს. მიხვდები, რატომაც:) საინტერესო, შინაარსობრივად, ემოციით და რიტმიკითაც...
ჰო, მართლა, ქეთ, ჩემს ლექსზე - "დუღილი გულის" შენი აზრი განსაკუთრებულად მაინტერესებს. მიხვდები, რატომაც:)
7. მედიცინის ენა ნაკლებად მესმის მარა :D ორიგინალური კია :) მედიცინის ენა ნაკლებად მესმის მარა :D ორიგინალური კია :)
6. ადისონის სინდრომი
არის ასეთი დაავადება, მარი :)
ავხსნი თუ გინდა მის ეტიოლოგიას :D
____
ხო, დაკარგულო, ასე გამოდის :) ადისონის სინდრომი
არის ასეთი დაავადება, მარი :)
ავხსნი თუ გინდა მის ეტიოლოგიას :D
____
ხო, დაკარგულო, ასე გამოდის :)
5. რაღაცეები კი ვერ გავიგე:D ადისონი რა არის?:D
ჩემი დიაგნოზი? – სურვილთა შიდსი. -ეს გამყვება:) ++ რაღაცეები კი ვერ გავიგე:D ადისონი რა არის?:D
ჩემი დიაგნოზი? – სურვილთა შიდსი. -ეს გამყვება:) ++
4. კანცეროფობი ვარ, კიბოს ხსენებაზე ცდად ვხდები :) ექიმის თვალით დანახული გრძნობა? :) კანცეროფობი ვარ, კიბოს ხსენებაზე ცდად ვხდები :) ექიმის თვალით დანახული გრძნობა? :)
3. წინსვლა ავტორო!!!
მე პლიუსს ვწერ! წინსვლა ავტორო!!!
მე პლიუსს ვწერ!
2. ჭეშმარიტი, მედიკის დაწერილი ლექსია....:) მოდი ამის საპასუხოდ ჩემი ლექსიდან ამ ფრაზებს დაგიტოვებ....
და მონატრება დიაგნოზით გრაფიკით წყვეტილ... ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი. ჭეშმარიტი, მედიკის დაწერილი ლექსია....:) მოდი ამის საპასუხოდ ჩემი ლექსიდან ამ ფრაზებს დაგიტოვებ....
და მონატრება დიაგნოზით გრაფიკით წყვეტილ... ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი.
1. აუფ,აუფ აუფ..
ნაჯიჯგნ-ნაწვალებია..
შთაბეჭდილება მრჩება რო ერთი წელი იწერებოდა ...
მარა მაინც..ეეეჰჰ..
ნიჭი უნდა ნიჭი ყველაფერს...
აუფ,აუფ აუფ..
ნაჯიჯგნ-ნაწვალებია..
შთაბეჭდილება მრჩება რო ერთი წელი იწერებოდა ...
მარა მაინც..ეეეჰჰ..
ნიჭი უნდა ნიჭი ყველაფერს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|