ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


არ ვემორჩილები

და მე შენს განაჩენს
არ ვემორჩილები,
გადავყრი ჩიტების
საკენკად მინდორზე,
შენ თუ ვერ მიმიხვდი
გეტყვიან შვილები,
არ მინდა სიკვდილი
სიცოცხლე მიბოძე.

ჰო, ასე ვბერდები
და მალე ჭაღარაც,
ჩემი იმედები
უიღბლოდ კვდებიან,
არ ვიცი ბავშვობა
შენში რამ დამალა,
ვხედავ რომ ასაკი
არ მოგმატებია.

დღეს სასწაულები
არ ხდება ნუ ელი,
დღეს ყველგან ნისლია
და ასე ღამდება,
ხვალ შენს მეუღლესთან
მომიწევს დუელი,
მე ჩემი წესი მაქვს
ვერ დამიზავდება.

არ მინდა დღეს ვინმეს
სიცოცხლეს ვძალავდე,
ფაქტია ჩვენს შორის
უვადო ომია.
მანძილი შობიდან
სიკვდილის კარამდე,
წინასწარ ვინ იცის,
ვის გაუზომია?....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები