ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2010


უკანასკნელი წუთები

როცა სიკვდილი მომიახლოვდა
ვერსად ვერ ვნახე მე დასამალი,
და გაბრიელი დამიახლოვდა
სიკვდილს მიქადის მისი ნამგალი.

ცხოვრებამ წამით მე გამირბინა,
თვალწინ დამიდგა უაზრო სცენა,
სიკვდილმა მზერა მე დამიბინდა,
იმედს ვკარგავდი, ვიცოცხლებ ნეტავ?

თვალწინ დამიდგა დედა შავებში
მე დამტიროდა, ღირსი ვარ ნეტავ?
არ გიჯერებდი, ვიყავ თარეშში,
ეხლა კი ვნანობ, ბოდიში დედა...

იქვე კი მამას მოვკარი თვალი,
ვერ მიმეტებდა, ღირსი ვარ ნეტავ?
მე ხომ იმედი შენ გაგიწბილე,
და ამის მერე, შვილი ვარ ნეტავ?

და ბოლო წუთებს მითვლის სიკვდილი
უნდა რომ მომკლას, მიყურებს ცერად,
და ბოლო წუთებს.. მიქელ მიმიხვდი?
გთხოვ მამყოფე  მშობლებთან ერთად..

რადგანაც მე იქ ისე ვერ წავალ,
თუ პატიებას არ ვთხოვ აქ ყველას,
ბოდიშს მოგიხდით, გულით და სულით
გთხოვთ მაპატიოთ, მიყვარხართ ყველა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს