 | ავტორი: ლელა მესხი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 თებერვალი, 2010 |
არა ეს სულ სხვა რამე არის, მყოფადობის და არ მყოფადობის შორის საზღვარი…. მიდიხარ მარტო და გათოვს….. . მიდიხარ მარტო, ღამე ქუჩაზე, ლამპიონების ნათებისას, და არავის არ ელი. . . გიყვარს ლამპიონის გვერდით გაჩერება, როცა ფანტელების თოვას თითქოს მზის სხივების ნათებაში ატარებ… . . . მიდიხარ და ხარ, და არც ხარ. . . რომ შეგეძლოს, ივლიდი ასე დაუსრულებად. . . მარტო ხარ და არც ხარ. . . როგორ შეიძლება , მარტო იყო, როცა ასე თოვლს , წმინდად თოვს, თეთრი ფანტელები დაგათოვს და გულში სიყვარულის თოვაა. . . სიყვარულის. . . სულ არ გინდა გაჩერდე, არ გინდა დასრულდეს თოვა, არ გინდა დასრულდეს შენი ფეხის ნაკვალევი სათუთ თოვლზე. . . მარტო შენი ნაკვალევი. . . ამ დროს გარშემო ყველა ისეთი მსუბუქია, მათი ნაკვალვი არც ჩნდება თოვლზე.. . და ძალიან ბედნიერი უმზერ , როგორ ჩანს დათოვლილი ხეების მიღმა, სამოთხე, სამოთხეში თოვს... სამოთხეს ძალიან უხდება თოვა.. კარიბჭეს გამოაღებ და მიდიხარ, მხოლოდ თოვლი და შენ.. თითქოს მარტო ხარ სამყაროშო და ეს სიმარტოვე ისეთი ბედნიერების მომნიჭებელია. რადგან მხოლოდ მას უმზირო შეგიძლია, თოვისას, გულში, გულისგულში… . . . ეხლა ვხდები, რომ სამოთხეში, როგორ შეგიძლია ბედნიერი იყო მისი მზერისას…დაუსრულებლად. . . ეს განცდა ალბათ, ზღვაში წვეთია იმ განცდასთან, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ სულ ცოტა ხნით ეს განცდა ვიპოვე . . . და ასეთ მიმავალს, გხვდება ისეთი ადამიანები, რომლებიც შენ სიმშვიდეს სულ არ არღვევენ. . . შეიძლება ვერც მიხვდეს შენ თვალების მიღმა ეხლა რა ხდება…. . . მაგრამ მე ბედნიერი ვარ ,რომ სწორედ ის ადამიანები არიან დამკვიდრებულები აქ. . . თბილი სამყოფელია. . . ძალიან თბილი. . . მხოლოდ სითეთრე და სიშავე, არაფერი სხვა. . . და ვერც წამოიდგენ რამდენად წმინდა არის ეს სიშავე ამ სითეთრეში…. . . აქ ყველა სიყვარულს გასწავლის და მეც სიყვარულის მასწავლებელთან მივდივარ… ( სიყვარულით ) და მას ვთხოვ მასწავლოს სიყვარული და რომ შევძლო სიყვარულის დატევა სიყვარულისგან შეწყალებულმა. . . რომ არ დავძიმდე. . . ძალიან მძიმე ვარ და მენატრება სულის სიმსუბუქე…. . . როგორც თოვისას. . . ვითოვებ ერთ გულად… . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან მძიმე ვარ და მენატრება სულის სიმსუბუქე…. . . როგორც თოვისას. . . ვითოვებ ერთ გულად… . . .
გაიხარე ჩემი კარგო, ღმერთმა მოგვცეს სულის სიმშვიდე რაც ასე გვჭირდება ყველას...:) ძალიან მძიმე ვარ და მენატრება სულის სიმსუბუქე…. . . როგორც თოვისას. . . ვითოვებ ერთ გულად… . . .
გაიხარე ჩემი კარგო, ღმერთმა მოგვცეს სულის სიმშვიდე რაც ასე გვჭირდება ყველას...:)
7. 13-ში თოვდა...თოვლის ქვეშ დავდექი...ზეცას ავხედე და მივხვდი... პირველად ჩავისუნთქე ამ ერთი თვის მანძილზე ესე ბოლომდე... ცამ სიყვარული მაჩუქა... 13-ში თოვდა...თოვლის ქვეშ დავდექი...ზეცას ავხედე და მივხვდი... პირველად ჩავისუნთქე ამ ერთი თვის მანძილზე ესე ბოლომდე... ცამ სიყვარული მაჩუქა...
6. ვითოვებ ერთ გულად....
ძალიან მომეწონა. :) :) :) ვითოვებ ერთ გულად....
ძალიან მომეწონა. :) :) :)
5. თქვენ ვერ გამიგეთ ილტოსპიელ ... თქვენ ვერ გამიგეთ ილტოსპიელ ...
3. 55555
თავისით მოვა, მაგისა მასწავლებლებმა სულ არაფერი იციან! :) 55555
თავისით მოვა, მაგისა მასწავლებლებმა სულ არაფერი იციან! :)
2. მოგიკითხეთ! და ვერც წამოიდგენ რამდენად წმინდა არის ეს სიშავე ამ სითეთრეში…. . . აქ ყველა სიყვარულს გასწავლის და მეც სიყვარულის მასწავლებელთან მივდივარ… ( სიყვარულით ) და მას ვთხოვ მასწავლოს სიყვარული და რომ შევძლო სიყვარულის დატევა სიყვარულისგან შეწყალებულმა. . . რომ არ დავძიმდე. . . ძალიან მძიმე ვარ და მენატრება სულის სიმსუბუქე…. . . როგორც თოვისას. . . ვითოვებ ერთ გულად… . . . მოგიკითხეთ! და ვერც წამოიდგენ რამდენად წმინდა არის ეს სიშავე ამ სითეთრეში…. . . აქ ყველა სიყვარულს გასწავლის და მეც სიყვარულის მასწავლებელთან მივდივარ… ( სიყვარულით ) და მას ვთხოვ მასწავლოს სიყვარული და რომ შევძლო სიყვარულის დატევა სიყვარულისგან შეწყალებულმა. . . რომ არ დავძიმდე. . . ძალიან მძიმე ვარ და მენატრება სულის სიმსუბუქე…. . . როგორც თოვისას. . . ვითოვებ ერთ გულად… . . .
1. ზარამდე 5 წუთისას... ზარამდე 5 წუთისას...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|