 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2010 |
უცნაურია,ზოგჯერ მიყვარს ტორტი ბოლოკით, და სიძულვილის შეჯვარება მიტევებასთან... ზოგჯერ ვწვავ ხოლმე წლებგადავლილ ბედის ბოლო ხიდს, ვფანტავ ჰაერში სინამდვილეს რაც მიეტმასნა. ერთადერთი მაქვს თვალის არა, გულის ოპტიკა და ყველა დროში გულის კარნახს ვემორჩილები. მხოლოდ გული გრძნობს რად გადახტა ჩიტი ტოტიდან, რას ჩურჩულებენ ჩვენს ზურგსუკან ჩვენი ჩრდილები... უცნაურია, რომ გონების მინას, საქარეს ისევ ეტყობა განაწვიმებ დღეთა ლაქები. და ჩემს განწყობას შინაბერას, ხანაც ნაქმარევს კვლავ სურვილი აქვს ნატვრის ნატიფ მოფარდაგების... უცნაურია, შავ-თეთრში რომ სხვა ფერს ვპოულობ, ანდა ჟანგისფერს ვუსადაგებ ფერებს, ხასხასას. რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან... ჰო, ასეთი ვარ, მიყვარს ხოლმე ტორტი ბოლოკით, და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა. ჯერ გასაცემი კიდევ დამრჩა რაღაც ბოლომდი და გასალეწად ბედს ვეძახი ყოფის კალოდან... 10.02.10
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ,,და ჩემს განწყობას შინაბერას, ხანაც ნაქმარევს'':)სიამოვნებით შევიძენდი თქვენს ლექსების კრებულს. ,,და ჩემს განწყობას შინაბერას, ხანაც ნაქმარევს``:)სიამოვნებით შევიძენდი თქვენს ლექსების კრებულს.
32. ,,მხოლოდ გული გრძნობს რად გადახტა ჩიტი ტოტიდან''- უკან მაბრუნებს და თავს მაკითხებს თქვენი პოეზია:) ,,მხოლოდ გული გრძნობს რად გადახტა ჩიტი ტოტიდან``- უკან მაბრუნებს და თავს მაკითხებს თქვენი პოეზია:)
31. ბოლოკი კახური ბორჯომიაო ამბობენ ნაგასაკი. 2010-02-11 02:44:23
ლექსის შეფასებისას მხოლოდ ბორჯომის ასოციაცია როცა გიჩნდება, საიტი უნდა შეიცვალო და ლიტ.-ის ნაცვლად გასტრონომიულით დაკავდე!... ვაა, ყველგან ჭამა-სმა როგორ ელანდებათ ამ ხალხს... ბოლოკი კახური ბორჯომიაო ამბობენ ნაგასაკი. 2010-02-11 02:44:23
ლექსის შეფასებისას მხოლოდ ბორჯომის ასოციაცია როცა გიჩნდება, საიტი უნდა შეიცვალო და ლიტ.-ის ნაცვლად გასტრონომიულით დაკავდე!... ვაა, ყველგან ჭამა-სმა როგორ ელანდებათ ამ ხალხს...
30. ,,კვლავ სურვილი აქვს ნატვრის ნატიფ მოფარდაგების....'' :))) ძალიან ლამაზად ამბობთ თქვენს სათქმელს. თქვენთან ტორტი ბოლოკითაც გემრიელია. მიყვარს თქვენი ღრმა და მართლაც ნატიფი პოეზია. ,,კვლავ სურვილი აქვს ნატვრის ნატიფ მოფარდაგების....`` :))) ძალიან ლამაზად ამბობთ თქვენს სათქმელს. თქვენთან ტორტი ბოლოკითაც გემრიელია. მიყვარს თქვენი ღრმა და მართლაც ნატიფი პოეზია.
29. დიდი მადლობა ყველას ჩემი "ტორტის ბოლოკით" დაგემოვნებისათვის... დიდი მადლობა ყველას ჩემი "ტორტის ბოლოკით" დაგემოვნებისათვის...
28. მხოლოდ გული გრძნობს რად გადახტა ჩიტი ტოტიდან, რას ჩურჩულებენ ჩვენს ზურგსუკან ჩვენი ჩრდილები...
და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა.
ბოლოკი ტორტის გარეშეც არ მიყვარს,მაგრამ ლექსი მომეწონა :) მხოლოდ გული გრძნობს რად გადახტა ჩიტი ტოტიდან, რას ჩურჩულებენ ჩვენს ზურგსუკან ჩვენი ჩრდილები...
და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა.
ბოლოკი ტორტის გარეშეც არ მიყვარს,მაგრამ ლექსი მომეწონა :)
27. მომწონს. :) მომწონს. :)
26. ბოლოკი კახური ბორჯომიაო ამბობენ :)) ბოლოკი კახური ბორჯომიაო ამბობენ :))
25. აბაა რაა თანჩო, ის ტორტი რა ტორტია თუ ბოლოკი არ დააყოლე...
აბაა რაა თანჩო, ის ტორტი რა ტორტია თუ ბოლოკი არ დააყოლე...
24. " წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა." როგორ მიყვარს ხოლმე...:) " წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა." როგორ მიყვარს ხოლმე...:)
23. სატაურის გამო იუმორისტულს ველოდი
და ისეთი ლექსი დამხვდა, რამდენჯერმე წამაკითხა თავი:) სატაურის გამო იუმორისტულს ველოდი
და ისეთი ლექსი დამხვდა, რამდენჯერმე წამაკითხა თავი:)
22. ჰო, ასეთი ვარ, მიყვარს ხოლმე ტორტი ბოლოკით, და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა. ჯერ გასაცემი კიდევ დამრჩა რაღაც ბოლომდი და გასალეწად ბედს ვეძახი ყოფის კალოდან...
საინტერესო შინაარსისი ლექსი, ნამდვილად 555555
ჰო, ასეთი ვარ, მიყვარს ხოლმე ტორტი ბოლოკით, და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა. ჯერ გასაცემი კიდევ დამრჩა რაღაც ბოლომდი და გასალეწად ბედს ვეძახი ყოფის კალოდან...
საინტერესო შინაარსისი ლექსი, ნამდვილად 555555
21. ვრცელი და ღრმაა კონტრასტების პოეზიის მორევი... მჯერა, რომ ბევრად უფრო ძვირფასი ,,ოქროს თევზებიც’’ ამოჰყვებიან შენს მარჯვე ბადეს! ახალი ტროფეების მოლოდინებით!
ვრცელი და ღრმაა კონტრასტების პოეზიის მორევი... მჯერა, რომ ბევრად უფრო ძვირფასი ,,ოქროს თევზებიც’’ ამოჰყვებიან შენს მარჯვე ბადეს! ახალი ტროფეების მოლოდინებით!
20. მოგიკითხე, საყვარელო! რა უცნაური ლექსია! ჩემკენ როდის გამოჩნდები? +5
მოგიკითხე, საყვარელო! რა უცნაური ლექსია! ჩემკენ როდის გამოჩნდები? +5
19. უცნაურია, შავ-თეთრში რომ სხვა ფერს ვპოულობ, ანდა ჟანგისფერს ვუსადაგებ ფერებს, ხასხასას. რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან...
ეს ძალიან მომეწონა! :) უცნაურია, შავ-თეთრში რომ სხვა ფერს ვპოულობ, ანდა ჟანგისფერს ვუსადაგებ ფერებს, ხასხასას. რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან...
ეს ძალიან მომეწონა! :)
18. კარგი ლექსია კარგი ლექსია
17. 5-ს ვწერ მეც 5-ს ვწერ მეც
16. კარგია :) 5! კარგია :) 5!
15. უცნაურია, შავ-თეთრში რომ სხვა ფერს ვპოულობ, ანდა ჟანგისფერს ვუსადაგებ ფერებს, ხასხასას. რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან...
:) ahenia da sheneburi :) უცნაურია, შავ-თეთრში რომ სხვა ფერს ვპოულობ, ანდა ჟანგისფერს ვუსადაგებ ფერებს, ხასხასას. რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან...
:) ahenia da sheneburi :)
14. ჟოზეფინამ ალბათ გაიფიქრა, სად ტორტი და სად ბოლოკიო. სწორედ ამაშია ლექსის მუღამი: ურთიერთგამომრიცხავი ემოციები...
ლექსმა ტრადიციული მექსიკური კანფეტი გამახსენა, რომელიც ძალიან ტკბილია, ამავდროულად საოცრად ცხარეც... ჟოზეფინამ ალბათ გაიფიქრა, სად ტორტი და სად ბოლოკიო. სწორედ ამაშია ლექსის მუღამი: ურთიერთგამომრიცხავი ემოციები...
ლექსმა ტრადიციული მექსიკური კანფეტი გამახსენა, რომელიც ძალიან ტკბილია, ამავდროულად საოცრად ცხარეც...
13. ჩემო თეა, არა მხოლოდ პოეზიაში, ცხოვრებაშიც მიყვარს განსხვავებული ამპლიტუდები, შენ კი საოცარი მკითხველი ხარ, ზუსტად იმას იჭერ, რამაც ლექსი დამაწერინა... ჩემო თეა, არა მხოლოდ პოეზიაში, ცხოვრებაშიც მიყვარს განსხვავებული ამპლიტუდები, შენ კი საოცარი მკითხველი ხარ, ზუსტად იმას იჭერ, რამაც ლექსი დამაწერინა...
12. ვავა ვავა ვავა... საოცარია და ჩემს განწყობას შინაბერას, ხანაც ნაქმარევს და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა ამ ორ სტრიქონებზეზე ჩავიციკლე საერთოდ... როგორც კი მოვიცლი აუცილებლად გადავხედავ ამ ავტორის შემოქმედებას. 5 და წარმატებები ვავა ვავა ვავა... საოცარია და ჩემს განწყობას შინაბერას, ხანაც ნაქმარევს და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა ამ ორ სტრიქონებზეზე ჩავიციკლე საერთოდ... როგორც კი მოვიცლი აუცილებლად გადავხედავ ამ ავტორის შემოქმედებას. 5 და წარმატებები
11. ხო, უცნაურია ხო, უცნაურია
10. ჩემო ჟოზეფინა, მესმის სათაური რატომაც არ მოგეწონა, სხვას ელოდი და სხვაგან წაგიღო... არის ამ სათაურში რაღაც მოულოდნელობის ეფექტისმაგვარი, რასაც უმეტესად ლექსის ფინალში იყენებენ ხოლმე, მე კი - ამით დავიწყე... ჩემო ჟოზეფინა, მესმის სათაური რატომაც არ მოგეწონა, სხვას ელოდი და სხვაგან წაგიღო... არის ამ სათაურში რაღაც მოულოდნელობის ეფექტისმაგვარი, რასაც უმეტესად ლექსის ფინალში იყენებენ ხოლმე, მე კი - ამით დავიწყე...
9. +++ ძვირფასო...წარმატებები +++ ძვირფასო...წარმატებები
8. ძალიან ინდივიდუალურად გადმოსცემთ განცდებს, თამარ. ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებებიც კი მეუფლება კიხთვისას, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს.
"გულის ოპტიკა" დიდხანს გამყვება ამ ლექსიდან...
ძალიან ინდივიდუალურად გადმოსცემთ განცდებს, თამარ. ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებებიც კი მეუფლება კიხთვისას, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს.
"გულის ოპტიკა" დიდხანს გამყვება ამ ლექსიდან...
7. მართლა კაია მთლიანობაში, მაგრამ ჯობდა "ტორტი ბოლოკით"-ის მაგივრად სხვა რამე მოგეგონა,რაღაც არ მომეწონა,მხოლოდ ეგ! მართლა კაია მთლიანობაში, მაგრამ ჯობდა "ტორტი ბოლოკით"-ის მაგივრად სხვა რამე მოგეგონა,რაღაც არ მომეწონა,მხოლოდ ეგ!
6. ზოგჯერ ვწვავ ხოლმე წლებგადავლილ ბედის ბოლო ხიდს, ვფანტავ ჰაერში სინამდვილეს რაც მიეტმასნა.
:) ზოგჯერ ვწვავ ხოლმე წლებგადავლილ ბედის ბოლო ხიდს, ვფანტავ ჰაერში სინამდვილეს რაც მიეტმასნა.
:)
5. უცნაურია, რომ გონების მინას, საქარეს ისევ ეტყობა განაწვიმებ დღეთა ლაქები.
მართლაც, გონებაში ყველაფერი ილექება, ცუდიც, კარგიც, მიტევებულიც... განსხვავებული ხელწერა გაქვს, ამავე დროს შენს ლექსებში საუთარ თავს იპოვის ადამიანი... 555555555:) უცნაურია, რომ გონების მინას, საქარეს ისევ ეტყობა განაწვიმებ დღეთა ლაქები.
მართლაც, გონებაში ყველაფერი ილექება, ცუდიც, კარგიც, მიტევებულიც... განსხვავებული ხელწერა გაქვს, ამავე დროს შენს ლექსებში საუთარ თავს იპოვის ადამიანი... 555555555:)
4. რა დროის სიბერეა, როცა ჯერ გასაცემი კიდევ დაგრჩა რაღაც ბოლომდი :) +2 რა დროის სიბერეა, როცა ჯერ გასაცემი კიდევ დაგრჩა რაღაც ბოლომდი :) +2
3. ჰო.. მე-ც გულს მივყვები.. სულ.. სულ.. ვწერ და ვმოძრაობ ისე - როგორც მირტყამს.. 5! ჰო.. მე-ც გულს მივყვები.. სულ.. სულ.. ვწერ და ვმოძრაობ ისე - როგორც მირტყამს.. 5!
2. რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან...
ჰო, ასეთი ვარ, მიყვარს ხოლმე ტორტი ბოლოკით, და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა.
მომეწონა, საინტერესო ხარ :) +2! რა უდროო ვარ, სიბერე რომ მოდის დროული, რა ნაადრევად დაბერება მიწევს ხანდახან...
ჰო, ასეთი ვარ, მიყვარს ხოლმე ტორტი ბოლოკით, და წლებმიმწვარი ხსოვნის ქვაბში ფიქრის ალოკვა.
მომეწონა, საინტერესო ხარ :) +2!
1. მე მესმის მისი,ვისაც შენი არ ესმის...:) მე მესმის მისი,ვისაც შენი არ ესმის...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|