ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


შენ რომ... (განწყობის ლექსი)

შენ რომ, მარტზე ჯვარი დაიწერე,
თითზე წამოიცვი გაზაფხული,
თმები უმიზეზოდ გაიწეწე,
მერე უჩვეულოდ დაზაფრულმა,
თვალში დაიგუბე სინანული,
აპრილს აუყევი ფეხშიშველი,
სხეულდაღლილი და უცნაური,
ფიქრობ,
ალბათ ღმერთიც ვერ გიშველის...
როცა უმოკლდება ქუჩას ბოლო,
მოჩანს უმაისო გზის საწყისი,
როცა ყვირილამდე ყელში მოთოვს,
სრული სიგიჟეა, სულ არ გიკვირს,
იცი, დაიწერე ჯვარი მარტზე,
მკლავზე დაუწექი დაზაფრული,
აგყვა ხასიათი რთული...
თანგდევს,
თითზე წამოცმული გაზაფხული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები