ელდარ, სევდა ადრე მოდის... ელდარ - ელდაც მოდის ადრე... მიწისფერი ადევს ლოდინს... გულით მკვდრისფერ ლოდინს ვათრევ...
არც მწყურია, არცა მშია, მაგრამ მეც მხრავს შენი სენი... სიმარტოვის კარავში ვარ... აქ სენს ამას ვერვინ შველის...
მეც ის ჯოჯო ლანდი მომდევს (ის წყეულიც ადრე მოდის...)... - ნეტავ ახლა ადგებოდე, აუ, როგორ დავთვრებოდით!..
მერე - როგორ ვიჯერებდით გულს უმიზნო ხეტიალით!.. რა შორი ჩანს სიბერემდის - გამოვლილზე მეტი არი...
მაგრამ - გული ისე ჩქარობს, წინ-წინ ისე გარბის სული, შეხვდებიან, ვიცი, ქარონს, შუაგზამდის არმისული...
და ჩვენც ადრე... და ჩვენც მალე... მერე - ყველა, ისევ ერთად... ოღონდ სულ სხვა არემარეს, სხვა ღამეთა თევა თეთრად...
თვალი ვეღარ მომიხუჭავს მოსვენებით რა ხანია... - წაგვიგია ომი ფუჭდ, მტერი ხარობს, მახარია!..
დაჰკარგვია გემო პურსაც ( ეგ ოხერი, რა ხმელია!..), ისე, თითქოს შხამი უსვამს, გულს სპობს სულ სხვა ,,პახმელია....
ჩქამსაც ღამის, ვაყურადებ სულ - ფრთხილ კაკუნს კარზე ველი... წკაპიც წვიმის - სახურავზე, სიოც - ფოთლის დამრწეველი,
იდუმალი ნიშანია სულის შენის - უძინარის... და გულის ხმაც: - გიცანიო თვალისათვის უჩინარი!.. -
შენც გესმის და იმალები, თანაც ღიმილს გულში მალავ... ღამე ნელა ინავლება... რაღაც ვერ თენდება მალე...
და მეც ვერ ვარ ლაღად, ელდარ და ისევ შენ მოგინატრე, ძმობის გზათა და ღამეთა მოუღლელი მობინადრე...
შენებრ ,,შარიანი’’ ვიყო, შეგრაცხავდი მოღალატედ!.. - შე რა გითხრა, ეგ რა გვიყავ, თავი როგორ მოგვანატრე?!.
ძმურად ლუკმა-მთვარეს მიყოფს, ღამე, დილის მოფენამდე... - ნეტავ, ახლა ტაქსში იყო, ტაქსი ჩემსკენ მოფრინავდეს!..
ანდა სულაც მეც შიგ ვიჯდე (- რა სჯობს, ძმასთან ზიხარ ოდეს?!.), აყოლილნი მთლად სიგიჟეს, ჩვენს გიჟ ძმებთან ვიჩქაროდეთ!..
და კვლავ გვთანგოს ღამისთევამ, როცა ცივა, თანაც ბნელა (- კაცს კარდაკარ ღამით თრევა რომ გექცევა სანატრელად...).
მაინც რომელ ყიამეთში გაგებზარა გული ასე?!. - ოცნებისას - თიანეთზე, თუ ფიქრისას - გურიაზე?!.
გურიაშიც ვიყავ, მარა, სულმა წინ ვერ გეიპარა, იქ რომ არ ეგულებოდი შე შიგ გულში ხეიბარო!..
უკვე ვეღარ ვეძალები ღვინოს - ვიქეც ,,არყის ჭირად’’... უკვე ვეღარც გედავები, ეს ყოფაც რომ არ ღირს ჩირად...
ნაშვაღამევს ვანთებ სანთელს და ვიმოკლებ ღამეს ასე... ვიცი, ხვალაც დავლევ სადმე, ჯერ ნაკლულს და მერე სავსეს...
და ჩამესმის - ,,მალე, მალე!.. მერე, ბოლოს - ყველა ერთად... ოღონდ სულ სხვა არემარეს... სხვა ღამეთა თევა თეთრად...’’
და ეს ღამეც ასე ვხარჯე, დიდი ღამის სათეველად... და ეს ლექსიც ასე დარჩეს - ,,ამხანაგთა სათრეველად’’...
22. 9. 1994 წ.
11 თებერვალი ღვიღვას მოულოდნელად გარდაცვალების დღეა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მენატრებით!..
მენატრებით!..
18. მართლა მაგარი ტკივილი ჩანს ! მართლა მაგარი ტკივილი ჩანს !
17. იმო 55555რა სევდააა..... იმო 55555რა სევდააა.....
15. თავიდან ბოლომდე - გემრიელად, სხარტად საკითხავი, აზრიანი...
მერე - როგორ ვიჯერებდით გულს უმიზნო ხეტიალით!.. რა შორი ჩანს სიბერემდის - გამოვლილზე მეტი არი...
გაიხარეთ!.. თავიდან ბოლომდე - გემრიელად, სხარტად საკითხავი, აზრიანი...
მერე - როგორ ვიჯერებდით გულს უმიზნო ხეტიალით!.. რა შორი ჩანს სიბერემდის - გამოვლილზე მეტი არი...
გაიხარეთ!..
14. საღოლ იმო ძია! საღოლ იმო ძია!
13. გული, მაინც ისევ მღერის...
,,და ეს ღამეც ასე ვხარჯე, დიდი ღამის სათეველად... და ეს ლექსიც ასე დარჩეს - ,,ამხანაგთა სათრეველად’’... დიდია სევდა.....და გული პოეტის.....:)
.. გული, მაინც ისევ მღერის...
,,და ეს ღამეც ასე ვხარჯე, დიდი ღამის სათეველად... და ეს ლექსიც ასე დარჩეს - ,,ამხანაგთა სათრეველად’’... დიდია სევდა.....და გული პოეტის.....:)
..
10. ნაღდი!!! 55555555555555 ნაღდი!!! 55555555555555
9. მაგრამ - გული ისე ჩქარობს, წინ-წინ ისე გარბის სული, შეხვდებიან, ვიცი, ქარონს, შუაგზამდის არმისული...
და ჩამესმის - ,,მალე, მალე!.. მერე, ბოლოს - ყველა ერთად... ოღონდ სულ სხვა არემარეს... სხვა ღამეთა თევა თეთრად...’’
მესმის თქვენი სევდა ძია იმო... მაგრამ - გული ისე ჩქარობს, წინ-წინ ისე გარბის სული, შეხვდებიან, ვიცი, ქარონს, შუაგზამდის არმისული...
და ჩამესმის - ,,მალე, მალე!.. მერე, ბოლოს - ყველა ერთად... ოღონდ სულ სხვა არემარეს... სხვა ღამეთა თევა თეთრად...’’
მესმის თქვენი სევდა ძია იმო...
8. კარგი ლექსია! კარგი ლექსია!
7. ეს კაცი ლექსებით ლაპარაკობს...:)
უკვე ვეღარ ვეძალები ღვინოს - ვიქეც ,,არყის ჭირად’’... უკვე ვეღარც გედავები, ეს ყოფაც რომ არ ღირს ჩირად... ისეთი ლამაზი სამყარო და სევდა გაქვთ...მეც ვეღარ გედავებით...:) ეს კაცი ლექსებით ლაპარაკობს...:)
უკვე ვეღარ ვეძალები ღვინოს - ვიქეც ,,არყის ჭირად’’... უკვე ვეღარც გედავები, ეს ყოფაც რომ არ ღირს ჩირად... ისეთი ლამაზი სამყარო და სევდა გაქვთ...მეც ვეღარ გედავებით...:)
6. ჟანრის და თარიღის გათვალისწინებით კარგია,კი ჟანრის და თარიღის გათვალისწინებით კარგია,კი
5. ვაა, რა მაგრად წერ იმო ბატონო და იძახი სათქმელს, გაიხაერე ვაა, რა მაგრად წერ იმო ბატონო და იძახი სათქმელს, გაიხაერე
4. კარგად წერთ!
კარგია!
5 კარგად წერთ!
კარგია!
5
3. ტკივილიანი ... უფალმა განუსვენოს :( ტკივილიანი ... უფალმა განუსვენოს :(
2. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისოო გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისოო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|