ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2010


ომის ილუზია და შედეგები

დაორთქლილ სარკმელზე,
არყის სუნად აქოთებული ნახატი
ფიქრებად იწვის გაყინულ რაფაზე.
ბუხრის კვამლით გაჭვარტლული ოთახის თავზე
ნაომარი ჯარისკაცის უსურათო ჩარჩო კიდია.

ტკვილგავლებულ შავ ლენტაზე,
უსახელო სიტყვის სახელივით გადმოცემული ნაბღაჯნი
ისვრის აკაემის ჯერს და კედელზე მიყუდებული
სისხლისფერი ჭრილობები, ერთმანეთს
მშობლების ცრემლებად აწყდებიან.

ირგვლივ ტანკის ლულაზე მიმაგრებული ომის
ნაწყენი სილუეტის გამომწვარი თეთრი დროშა
მოაბიჯებს ამაყად. ჯარისკაცებს კი შეშლილ სახეებზე
ობლად დარჩენილი შვილების სისხლიანი მომავლის იმედი
და ვიღაცის ბრძანებით, დაუნდობლად დახოცილი
უშვილო ცხედრების სახეები ამოუტვიფრავთ.
    ცრემლის მორევში იხრჩობა ალაგ-ალაგ მიყრილ-
  -მოყრილი იარაღი თავისი ტკივილიანი ისტორიით.
    მათთვის უკვე სულერთია სად იქნებიან განლაგებულნი.
    მათ უკვე დაფლითეს სისხლიანი სხეულების
    მომცრო სიტყვები.

მშობლების ცრემლი, სარკმელთან იორთქლება
ალკოჰოლის სუნად და კედლებზე
უსურათო, უსახელო ჯარისკაცთა გვამები კიდია.
    ოთახები კი მოლოდინში შავ-თეთრ საწვიმურებს იფარებენ
    და ელიან როდის გასკდება ცა და იტირებენ გვამებს
    ხელახლა.
    და დააწყდებიან ოცნების კოშკებს ცისარტყელაზე გამობმული
    ახალი თაობის მშვიდობის ომით ნახმარი მტრედები.

გაშიფრეთ ისინი.
მიიღეთ როგორც შვილები და მალე
ახალ ომს იწინასწარმეტყველებს ბებერი ღმერთი
დაღლილი თქვენით.
  მშვიდობის მტედები კი დღიდან დღემდე
  წურბელებივით ამოგვწოვენ წაგებულსაც და
  მოგებულ ომებს.
  რათა დაგვჩაგრონ, ჩაგვდონ მიწაში.
  თვითონ კი ისრიალებენ ცისარტყელის შვიდივე ფერზე
- გარდა შავისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს