 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 12 თებერვალი, 2010 |
-უფალო, მომიტევე ყოველივე, რაც შეგცოდე ახალგაზრდობით, უმიზნო ვნებით, სიყვარულით… ამ ერთხელ გადამარჩინე, უფალო, და არასოდეს გავიმეორებ ამ ცოდვას! საათს დახედა. გასულიყო ინეტრუქციაში მითითებული დრო. პირჯვარი გადაიწერა, მოტრიალდა და ტესტს დახედა… ორი ხაზი, ორი სიცოცხლე და ცრემლით სავსე ორი თვალი.
*************************
-ჩემი პატარა უკვე 22 დღის არის. დღეს ან ხვალ მისი გული ძგერას დაიწყებს. ვერ მოვკლავ, მამა! -ოჯახი შეარცხვინე და გინდა ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო?! უნამუსო! კახპა! ან ხვალვე აბორტს გაიკეთებ და გათავისუფლდები ამ ნაბიჭვრისგან, ან შენი ფეხი არ იქნება ჩემს სახლში!!!
*************************
ვერ მოკლა. ანდა როგორ მოეკლა, როცა გრძნობდა მის გულის ძგერას. ის ისეთი პატარა იყო და ისე ავსებდა მის სხეულს შინაგანი სითბოთი. ცხრა თვე უსასრულოდ გაგრძელდა. მერე რა, რომ ყინვასა და სიცივეში ეძინა უსაბნოდ,უბალიშოდ, უჭეროდ და უკაროდ? მერე რა, რომ პური მისთვის დელიკატესი გამხდარიყო? პატარა მაინც სწრაფად იზრდებოდა უზომო სიყვარულით გამოკვებილი. ღამ-ღამობით, როცა ბაზრის დაცარიელებულ დახლებთან ჩამოჯდებოდა, ცდილობდა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი პირმშო. როგორი თვალები ექნებოდა, დედასავით სევდიანი, თუ მამასავით უდარდელი? როგორი ცხვირი ექნებოდა? თითები? ფეხები? და პატარაც , თითქოს გრძნობსო დედის ფიქრებს, გაშლილ ხელს ძლიერად მიაჭერად მუცელზე და ჭიპის გვერდით ამობურცულ კანს აშკარად ეტყობოდა ხუთი პაწუკა თითი. ეს საკმარისი იყო გოგონასთვის სიცივეც დავიწყებოდა, შიმშილიც, სირცხვილიც, მარტოობაც, შიშიც და თავი ბედნიერად ეგრძნო.
***************************
სუსხიანი ზამთარი იყო. შუაღამეზე, დაცლილ დახლებთან ორნი ებრძოდნენ სიკვდილს. ერთი გადარჩა, მეორე - ვერა. -ის უპატრონო გოგო გადაყოლია მშობიარობას წუხელ, აქ რომ დაწანწალებდა ბაზრობაზე. ამბობენ, მარტოს უმშობიარია ღია ცის ქვეშ, გახუნებულ ქურთუკში ახალშობილი გაუხვევია და გულში მაგრად ჩაუკრავს , თვითონ კი გაყინულაო საბრალო. - ეჩურჩულებოდა ფანჯარასთან მჯდომი ერთი ჭორიკანა დედაკაცი - მეორეს და თან ცნობისმოყვარე მზერას არ აშორებდა სიყვარულისთვის დასჯილ კიდევ ერთ მარიტას, რომლის უსულო სხეულსაც ოთხი მამაკაცი უცერემონიოდ მიასვენებდა ქუჩაში. -იმსახურებდა , ალბათ- თქვა მეორე ჭორიკანამ და ეს იყო, ალბათ, უკანასკნელი ქვა გოგონასთვის ნასროლი ვაი-მლოცველისაგან. -
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. უფალმა დაიფაროს ყველა მარტოხელა დედა! ძლიერი და მძაფრი აღწერაა, კარგად ყვები, მსუყედ და რაღაც ისე რა, აღარაფრის დამატება რო აღარ უნდა, გემრიელი სადილივით არის. რა თქმა უნდა, ტკივილიც ურევია, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. ეს გოგო უზომოდ შემიყვარდა. მემეგობრე,რა... უფალმა დაიფაროს ყველა მარტოხელა დედა! ძლიერი და მძაფრი აღწერაა, კარგად ყვები, მსუყედ და რაღაც ისე რა, აღარაფრის დამატება რო აღარ უნდა, გემრიელი სადილივით არის. რა თქმა უნდა, ტკივილიც ურევია, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. ეს გოგო უზომოდ შემიყვარდა. მემეგობრე,რა...
25. მადლობა ყველას :* მადლობა ყველას :*
24. ლან როგორც ყოველთვის შეუძლებელია რომ შენმა ნაწერმა რაიმე ემოცია არ გამოიწვიოს ლან როგორც ყოველთვის შეუძლებელია რომ შენმა ნაწერმა რაიმე ემოცია არ გამოიწვიოს
23. უძლიერეეს! მე ძალიან ძალიან მომეწონაა :) უძლიერეეს! მე ძალიან ძალიან მომეწონაა :)
22. ეს ახლა ვნახე....ძალიან მაგარია... ეს ახლა ვნახე....ძალიან მაგარია...
20. ძალიან კარგად წერ...ცოცხლად...ხელშესახებად...5 მტკივნეულია... ძალიან კარგად წერ...ცოცხლად...ხელშესახებად...5 მტკივნეულია...
19. შემძვრელია როგორც ყოველთვის... ძალია კარგია და +++
................................
ისე იცი ავტორო შენ ჩემი აზრი და ერთ ოპტიმისტურ, ნაკლებად მძიმე ნაწარმოებს თუ შემოგვთავაზებ ძალიან გამახარებ :) შემძვრელია როგორც ყოველთვის... ძალია კარგია და +++
................................
ისე იცი ავტორო შენ ჩემი აზრი და ერთ ოპტიმისტურ, ნაკლებად მძიმე ნაწარმოებს თუ შემოგვთავაზებ ძალიან გამახარებ :)
18. -უფალო, მომიტევე ყოველივე, რაც შეგცოდე ახალგაზრდობით, უმიზნო ვნებით, სიყვარულით… ამ ერთხელ გადამარჩინე, უფალო, და არასოდეს გავიმეორებ ამ ცოდვას! საათს დახედა. გასულიყო ინეტრუქციაში მითითებული დრო. პირჯვარი გადაიწერა, მოტრიალდა და ტესტს დახედა… ორი ხაზი, ორი სიცოცხლე და ცრემლით სავსე ორი თვალი.
da es yvelaze metad :) -უფალო, მომიტევე ყოველივე, რაც შეგცოდე ახალგაზრდობით, უმიზნო ვნებით, სიყვარულით… ამ ერთხელ გადამარჩინე, უფალო, და არასოდეს გავიმეორებ ამ ცოდვას! საათს დახედა. გასულიყო ინეტრუქციაში მითითებული დრო. პირჯვარი გადაიწერა, მოტრიალდა და ტესტს დახედა… ორი ხაზი, ორი სიცოცხლე და ცრემლით სავსე ორი თვალი.
da es yvelaze metad :)
17. wavikitxe :) da ra xdeba. 1. tamars vetanxmebi. 2. realoba is araa rom magis gulistvis mamam sakutari shvili ase gawiros 3. mama tu gawiravda yvela ara. 4. kargad wer 5. lamazi tvalebi gaqvs da saertod... wavikitxe :) da ra xdeba. 1. tamars vetanxmebi. 2. realoba is araa rom magis gulistvis mamam sakutari shvili ase gawiros 3. mama tu gawiravda yvela ara. 4. kargad wer 5. lamazi tvalebi gaqvs da saertod...
16. სევდიანად არმაფრთოვანებელი ნაწერია:) მომწონს სევდიანად არმაფრთოვანებელი ნაწერია:) მომწონს
15. ვიცი, რომ სულ ერთი და იგივე თემატიკა მოსაბეზრებელია, თამარ, მაგრამ მე ასე მტკივა, ასე მოდის ჩემი სულიდან... ჩემი კალამი მხოლოდ მუზას ემსახურება და განცდებს :) გპირდები, შემდგომი ნაწერი ამ თემატიკას აღარ შეეხება... მერე და მერე კი... ვნახოთ ;) დიდი მადლობა, რომ ჩემს ყველა ნაწერს ეცნობი... ვიცი, რომ სულ ერთი და იგივე თემატიკა მოსაბეზრებელია, თამარ, მაგრამ მე ასე მტკივა, ასე მოდის ჩემი სულიდან... ჩემი კალამი მხოლოდ მუზას ემსახურება და განცდებს :) გპირდები, შემდგომი ნაწერი ამ თემატიკას აღარ შეეხება... მერე და მერე კი... ვნახოთ ;) დიდი მადლობა, რომ ჩემს ყველა ნაწერს ეცნობი...
14. გაიხარე... ძალიან კარგად წერ! ნაღდად! მაგრამ... თემატიკა შეცვალე, რა? პიტნიან ჩაიშიც მასეთივე ისტორიაა თითქმის... პატარა, "მაწანწალა" დედა მშობიარობს, კვდება და ბავშვი რჩება! 5 გაიხარე... ძალიან კარგად წერ! ნაღდად! მაგრამ... თემატიკა შეცვალე, რა? პიტნიან ჩაიშიც მასეთივე ისტორიაა თითქმის... პატარა, "მაწანწალა" დედა მშობიარობს, კვდება და ბავშვი რჩება! 5
13. სასიამოვნოა ;) სასიამოვნოა ;)
11. გმადლობ, მედეა... მე ეს გოგონა, საქართველოს რეალობაში, გმირი მგონია... მიუხედავად იმისა, რომ მან ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი, არ შემიძლია გავკიცხო... ის ძლიერი ადამიანია. გმადლობ, მედეა... მე ეს გოგონა, საქართველოს რეალობაში, გმირი მგონია... მიუხედავად იმისა, რომ მან ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი, არ შემიძლია გავკიცხო... ის ძლიერი ადამიანია.
10. სანამ წავიკითხავდი,ნახევარი საატით ადრე ისევ მოვისმინე საზარელი ინფორმაცია...- მორიგი სანაგვეზე გადაგდებული მკვდარი ახალშობილი
უკანასკნელი ქვა გოგონასთვის ნასროლი ვაი-მლოცველისაგან. -
მომწონს შენი პროზა! სანამ წავიკითხავდი,ნახევარი საატით ადრე ისევ მოვისმინე საზარელი ინფორმაცია...- მორიგი სანაგვეზე გადაგდებული მკვდარი ახალშობილი
უკანასკნელი ქვა გოგონასთვის ნასროლი ვაი-მლოცველისაგან. -
მომწონს შენი პროზა!
9. ყველას დიდი მადლობა, ვინც წაიკითხა... ყველას დიდი მადლობა, ვინც წაიკითხა...
8. დაკარგული, იცი როგორ გამახარე? ჩემი ნაწერის მუზა სწორედ რომ ოდესღაც ნანახი ეს სურათი იყო, მერე ვეძებე და ვეღარ ვიპოვე... იმედი მქონდა, რომ ილუსტრაციებში დადებდა ვინმე... გამახარეეეე! დაკარგული, იცი როგორ გამახარე? ჩემი ნაწერის მუზა სწორედ რომ ოდესღაც ნანახი ეს სურათი იყო, მერე ვეძებე და ვეღარ ვიპოვე... იმედი მქონდა, რომ ილუსტრაციებში დადებდა ვინმე... გამახარეეეე!
7. "-იმსახურებდა , ალბათ- თქვა მეორე ჭორიკანამ და ეს იყო, ალბათ, უკანასკნელი ქვა გოგონასთვის ნასროლი ვაი-მლოცველისაგან. " აქ,ამ ფრაზაზე,სიმწრით გაცინებაც შეიძლებოდა...(ღმერთს უნდა გაეცინა წესით...) ყოჩაღ შენ!!:-* "-იმსახურებდა , ალბათ- თქვა მეორე ჭორიკანამ და ეს იყო, ალბათ, უკანასკნელი ქვა გოგონასთვის ნასროლი ვაი-მლოცველისაგან. " აქ,ამ ფრაზაზე,სიმწრით გაცინებაც შეიძლებოდა...(ღმერთს უნდა გაეცინა წესით...) ყოჩაღ შენ!!:-*
6. mashin ver vtQvi Cemi saTqmeli satanadod hoda..........dzalian kargiaa++ mashin ver vtQvi Cemi saTqmeli satanadod hoda..........dzalian kargiaa++
5. გული დამეწვა:( ილუსტრაცია გაჩუქე :) გული დამეწვა:( ილუსტრაცია გაჩუქე :)
4. ვერ მოკლა. ანდა როგორ მოეკლა, როცა გრძნობდა მის გულის ძგერას. ის ისეთი პატარა იყო და ისე ავსებდა მის სხეულს შინაგანი სითბოთი. და რა განსხვავებაა "მარიტას" და მისი შვილის მამებსა და ჭორიკანა დედაკაცს შორის? გარდაუვალი სასჯელი ამ საშინელი სინმადვილისა: არცერთი მამობის, დედობის და სიყვარულის ღირსი... ვერ მოკლა. ანდა როგორ მოეკლა, როცა გრძნობდა მის გულის ძგერას. ის ისეთი პატარა იყო და ისე ავსებდა მის სხეულს შინაგანი სითბოთი. და რა განსხვავებაა "მარიტას" და მისი შვილის მამებსა და ჭორიკანა დედაკაცს შორის? გარდაუვალი სასჯელი ამ საშინელი სინმადვილისა: არცერთი მამობის, დედობის და სიყვარულის ღირსი...
3. ლიტერატოოოოოოოოორ!!! გილოცაააააავ :-* ხოო მართლა საშინელი სინამდვილეა კარგად დაწერილი!
ლიტერატოოოოოოოოორ!!! გილოცაააააავ :-* ხოო მართლა საშინელი სინამდვილეა კარგად დაწერილი!
2. 55555
საშინელი სინამდვილეა!
ქართული ფუნდამენტალიზმიდან ბევრი რამ განსადევნია!
ერთი მათშორის არის ქალის ჯვარცმა უმამოდ შვილის გაჩენისთვის!
ახლა XXI საუკუნეა - დროა გაიგოს ხალხმა!
55555
საშინელი სინამდვილეა!
ქართული ფუნდამენტალიზმიდან ბევრი რამ განსადევნია!
ერთი მათშორის არის ქალის ჯვარცმა უმამოდ შვილის გაჩენისთვის!
ახლა XXI საუკუნეა - დროა გაიგოს ხალხმა!
1. ძალიან სევდიანია და უზომოდ მომწონს. ძალიან სევდიანია და უზომოდ მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|