ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირაჟი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


...ქვიშის საათი...

მე მენატრება ღამე
ქუჩის მტვერი და ტანგო,
წითელი ვარდების თოვა,
ქვიშის საათი,ბანქო.
        ლამპიონს ათრობს თოვა,
        ხელი ხელს ისევ ათბობს, 
        მთვარეს ესტუმრა ეტლი
        ყველა იმ ოცნებას აცნობს.
ქუჩაში გიტარის მღერა,
ჩემი ფიქრებით ნატრობს.
უცნობი მათხოვრის თხოვნა
და ჩემი გული დარდობს...
          ნისლი დაფარავს ნათელს
          მე კვლავ ვიცეკვებ ტანგოს,
          ქუჩაში შევხვდები უცნობს
          ისევ საათი,ბანქო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები