ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


"თებერვალი" - "მარტი"

თებერვლის თოვლი

თებერვლის თოვლი შენთვის მოვიყვანე,
ნახე, დადო უკვე იისფერი,
თოვლზე სათუთი ხარ, სწრაფად ჩამეხუტე,
მოდი არ დავადნოთ დიდი სიყვარული...

ნახე, რა რიგად ჩამოთოვა,
ალუბლისფერი ფანტელებით,
შენი სილამაზე თოვლმაც მოიპარა,
უკან მოგვყოლია ჩუმი ნაბიჯებით...

ნახე, სწრაფად ნახე ცაზე რა ხატია,
სწრაფად, სწრაფად ნახე ჩემო...
„შენი თვალისფერი დასდებია
ცაში მონავარდე მტრედსო...“

(თოვლი ჩვენ გავფანტეთ ტროტუარზე)
სახლში აგაცილებ ისევ,
გაუცნობიერებლად მივაბიჯებ
და გზას ემოციით ვიკვლევ...


მარტი

მარტიც გვესტუმრა, მაგრამ უცნაური...
დახე, როგორ მრუშობს ბალი,
სატრფოს უღალატა ალუბალთან
ნაზად იღიმება, მალვით.

ნახე გაუშლია კვირტი იასამანს,
ბაფთად დაბნევია ხიბლი,
მალე გაიშალოს, შენთვის აყვავილდეს,
(მოვწყვეტ და მოგართმევ დილით...)

მარტის სურნელია, ხომ ვთქვი უცნაური
რაღაც აღარ გიჟობს ქარი,
გახსოვს წერილში, რომ მომწერე
თმებს მიშლის... დააწყნარე მარტი?!

აჰა, დავაწყნარე, თანაც რა რიგად, რომ
სიო ნელა არწევს ყვავილს,
კვირტიც იხეთქება, შენთვის გაიშლება
(მოვალ და ჩაგიბნევ თმაში...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები