ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


ვერა, ვერ გაგიშვებ: - მზე ჩემია!..

თითქოს ყველაფერი აირია...
ჟამი შემომადგა სატიალე,
ყოველდღიურობა, ნაღვლიანი
რეალობისაკენ მატრიალებს...

როგორ დავიჯერო, რომ მთავრდება
ის, რაც დაწყებულიც არ მეგონა?
თვალი რატომ გახდა ცრემლიანი,
სევდა ასე რატომ დამეკონა?..

ნუთუ მირაჟია სიყვარული,
მართლა ნამია და თვირთვილია,
და სულ წამიერად გვანეტარებს
მისი მშვენიერი იდილია?!.

არ მსურს დაჯერება, რომ მიდიხარ,
ვერა, ვერ გაგიშვებ: - მზე ჩემია!..
უკვე იმნაირად შემიყვარდი,
სიტყვა იმნაირად შეგჩვევია,
მზერა იმნაირად შეგჩვევია.
სუნთქვა იმნაირად შეგჩვევია,
გული იმნაირად შეგჩვევია,
რომ აღარაფერი არ გამოვა,
ყველა გაბრძოლება ამაოა,
ასი მცდელობაც კი ამაოა,
აწი ყველაფერი ამაოა,
შენ მაინც იქნები ჩემი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები