ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mwvane_adamiani
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2010


(ე)მას (2)


(ე)მას (2)

შენი ღიმილი მაოცებს ემა
შენი თვალები, უძირო მზერა
ლამაზ ფერებად, თითქოს ედემად
თვალწინ მეშლება მწვანე ბგერებად.

მე დამკარგავენ ოკეანეთში,
გაბზარულ დროთა მკრთალი ლანდები.
გადაულახავ სივრცეთა ქროლვა
ვერას დააკლებსა შენ ფერთა თოვას.

გაზაფხულისფერ სურნელთა თრთოლვა
უსასრულობას სამყოფი გრძნობა…
გამოუთქმელი სიტყვების კონა,
რომ შენ მიყვარხარ სიცოცხლის წონად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები