ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის ძმაკაცი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2008


მე მოტაცებას დავარქმევ ამას

მეც "მე და ღამის" დაწერა მინდა,
არა არ ვჯიბრი მე გალაქტიონს,
ისე უბრალოდ არ ვეგუებით
არცერთი არსად ქაჯთა მაყრიონს.
    ალბათ დავწერდი მასავით "მერის"
    ოღონდ სხვა სახელს თუ შევურევდი,
    მაგრამ ასე კი არავის ძალუძს,
    მხლოდ ერთადერთს შენ გეურჩები
და შენც მერივით ამაყი რომ ხარ,
მეც ჩამდნობია სანთელი ღამით,
შენზე ფიქრებში და ოცნებაში
გავგრილებულვარ ტაბიძის ქარით.
      რა დამრჩენია მითხარი აბა,
      როცა ვიცი რომ არავის ყვარობ,
      მე მოტაცებას დავარქმევ ამას,
      იქნებ მას შემდეგ მე შემიყვარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები