ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2008


სათბურის პოეტებს

როგორც ლიმონი, ანდა მწვანილი,
ანდა ზაფრანა, ანდა ალოე
სათბურებში ხართ გამოყვანილი,
პატრონის თქვენის... დიდი წყალობით.

თქვენ არ მოგელით ცივი ზამთარი,
გრძელი ყინვები, დიდი ქარები,
სხედხართ ბუხრებთან, მშვიდად ამთქნარებთ
შეღინღლულები  ლექსის ბწკარებით...

წერეთ დედიკო ბულკებს გიყიდით,
აფრენილებო მამის  ხურდებით,
შექსპირს წერტილი, დანტეს ქილიკი,
დღეს თქვენ ხართ დიდი დრამატურგები..

წერეთ თქვენია დღეს ასპარეზი,
ფეხზე გკიდიათ დროის ხუნდები
და თუ მოგწყინდათ ვენა, პარიზი,
თბილ ქვეყნებიდან ხომ დაბრუნდებით?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები