ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2010


ფურცელი

ფურცელი, ისევ ფურცელი,
ფურცელი როცა ვწერ,
როცა მარტო ვარ უცვლელი,
ხალხში კი ნიღბებს ვცვეთ.

ფურცელი, თეთრი ფურცელი,
ისევ მამშვიდებს ხმა,
რადგან რაც არის უთქმელი,
ლოცვისას უნდა ვთქვა.

ხანდახან ვჭმუჭნი უსიტყვოდ,
და ზოგჯერ სულაც ვხევ,
დაუწერელად შორდება
ბევრი ფოთოლი ხეს,

მაგრამ როდესაც ყვავილობს,
როცა ტყემალი დუღს,
ნერწყვის მომგვრელი სურნელი
ნაზად ედება სულს.

ფურცელი, თეთრი ფურცელი
ჩემი ცოლია დღეს,
სიყვარულივით უცვლელი
მელნით შეიცვლის ფერს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს