| ავტორი: ახმეტელი ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2008 |
ციხისგორობას მეც დავლიე ლუდი სვიანი, სასანთლის კართან მლოცავები იდგნენ დრინჯები, ხევისბრის ღაღადს- საქართველო იყოს მზიანი, ამინს ეტყოდნენ დაჩოქილი ფშავლის ბიჭები.
წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი, უკანასკნელი შეკივლება მისწვდა ქარაფებს, გადმომაწოდეს ჯიხვის ყანწით პანტის არაყი, დალიე ძმაო, დღეს ქეიფში უნდა დაღამდეს...
დაღამდა, ვიღაც შეერკინა ღამეს ჩონგურით, ცეკვა-სიმღერით ქალ-ვაჟები დუმილს ბზარავდნენ, დავნებდებოდი ბედისწერას მე უბედური, თუ არაგველი ასულები მომიპარავდნენ.
ირემთ კალოზე იყო დოღი, ნალის პრიალი, ლამაზი ჩანდა საარაგვო იმ სიმაღლიდან, არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი, გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ლამაზი და კარგია.555 ლამაზი და კარგია.555
14. 5555555555555 5555555555555
8. კარგია. მომწონს! კარგია. მომწონს!
7. აქ ერთი ლექსი გამახსენდა - ხუტა ბერულავასი. "ამ ცის ქვეშ მეც რომ მეცხოვრა, ზამთარ და ზაფხულ ერთიან, იქნებ მექუხა ისეთი, გეთქვათ კაფიას ღმერთია..." კაცი კაცს გავს, ლექსი ლექს გამოემსგავსება, რა უჭირს.. 5 აქ ერთი ლექსი გამახსენდა - ხუტა ბერულავასი. "ამ ცის ქვეშ მეც რომ მეცხოვრა, ზამთარ და ზაფხულ ერთიან, იქნებ მექუხა ისეთი, გეთქვათ კაფიას ღმერთია..." კაცი კაცს გავს, ლექსი ლექს გამოემსგავსება, რა უჭირს.. 5
5. მე რათ არ გიცნობდი აქამდე ნეტავ! ჩაგიკითხე ახლა... კარგი ხარ,კარგი! :) და სანათას დაუჯერე. ;) მე რათ არ გიცნობდი აქამდე ნეტავ! ჩაგიკითხე ახლა... კარგი ხარ,კარგი! :) და სანათას დაუჯერე. ;)
4. არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი, გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?
ლამაზი ლექსია! 5 არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი, გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?
ლამაზი ლექსია! 5
3. "წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი, უკანასკნელი შეკივლება მისწვდა ქარაფებს, "
ეს ძალიან მომწონს მაგრამ, შებღავლება ხომ არ აჯობებდა ნეტავ?
"წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი, უკანასკნელი შეკივლება მისწვდა ქარაფებს, "
ეს ძალიან მომწონს მაგრამ, შებღავლება ხომ არ აჯობებდა ნეტავ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|