თაია-თამრიკო ბუკიას(ჩემს მეგობარს)@@@ -------------------------------------------------------- "ვინ ხარ ასეთი" გიყურებ,_ციდან მოფრენილი შენ ხარ ფერია, ან ქალღმერთი ხარ უძლეველი,არ გყავს მტერია, ან ანგელოზი,ყველაფერი შენმიერია,_ ვერ გამიგია შენა ხარ ცხადი,თუ მისტერია. იქნებ ედემის ყვავილი ხარ,ფერით რჩეული, ედემის ბაღში ყველასაგან გამორჩეული, ველზე მდგომარე,ნაღვლიანი,თანაც ეული, თრთის და კანკალებს მარტოობით შენი სხეული. იქნებ მდინარის ტალღები ხარ შენ მოთამაშე, ან ამ ტალღებში მოსრიალე შენ ხარ კალმახი, ან ცდომილი ხარ შორეული და მოთარეშე, ან მუსიკა ხარ ბეთხოვენის,მოცარტის ბახის?... ალბათ შენა ხარ სილამაზის ღმერთი დიადი, როცა არ ჩანხარ,ირგვლივ მეფობს ჩუმი წყვდიადი, შენს გამოჩენას გამოჰყვება თან განთიადი, ირგვლივ მოგყვება ანგელოზთა გუნდი დიადი. იქნება ციდან მოფრენილი შენ ხარ ფერია? ან ქალღმერთი ხარ,უსაზღვროა ეგ შენი ძალი, ან ათასწლეულს მიღმა მყოფი ნაზი ქალწული, ან სუნთქვა ცის და სუნთქვა მიწის,ან ამორძალი? ვერ გავრკვეულვარ,შენ მითხარი ვინ ხარ ასეთი, ღმერთი გიწოდო,ანგელოზი,თუ ცის ფერია?!.. იქნება ჩემი ფანტაზიის შენ ხარ ნაყოფი, ვერ გამიგია შენა ხარ ცხადი თუ მისტერია. 1998წ.
მედეა მოლოდინს@@@ ------------------------------ ვალენტინობას გილოცავ, დაესწარ მრავალს მედიო, ურაკზე შემოფრენილხარ თბილი მშვიდობის მტრედიო, კვლავაც ათენებ ღამეებს, დღეებს არ სწყალობ ნისლიანს, და ღამეებიც სანაცვლოდ, ციდან ყვავილებს ისვრიან და შენს თვალებშიც მზეები მთვარესთან ერთად ბანაობს, ქალი ხარ როგორც ვარსკვლავი, გული სამყაროსთანაო!
გვანციოლას@@@ ----------------------- დედამიწაზე მოვიდნენ კოსმოსიდან, უსასრულო სივრცეებიდან ჩამოჰყვნენ მზის სხივებს... ვინ და უცხო (ადამ)იანები.. ან იქნებ გვანცადამიანები? და არიან უამრავი ელიენები...... დაიხედებიან თეთრ ფეხებზე და ილაპარაკებენ საკუთარ თავზე შეყვარებულები, ან შეძულებულები... კოსმოსი კი გამოგზავნის თავის ნეგატიურ ენერგიას და ელიენები sikvdil.www.com.ge.ში გადაამისამართებენ... და აზრი დაეკარგება ცისარტყელის ფორმებს და ფერებს, ყველაფერი ორ ფერში იქნება:_შავი და თეთრი და აღარ მოჭრის ადამიანებს წითელი ფერის სიღაჟღაჟე თვალს.. მწვანე ფოთლებიც ვეღარ მიიზიდავს ველური თხის ჯოგს, რადგან ყველაფერი შავთეთრი იქნება! მარტო ელიენები ივლიან ფერადი სამოსით, რათა განირჩეოდნენ სხვებისგან, რათა საკუთარმა დედამ ადვილად იპოვოს ისინი და ასწავლოს თავისი ანც-იოლობა...
ჭორფლიან გოგოს@@@ ------------------------------ ჭორფლიან გოგოს უხარია, ლექსებს და ოცნებებს ეხუტება გულში და ეს არა ახალია, მუზები ზეცის კიდეს ეყუდება. სითბოა მის გარშემო საოცარი, მოდიან ყველა მხრიდან ფერიები მასთან და რომ შეხედავ გაოცდები, თვალები_დაბნეული მელიები... ლოყები_დაწინწკლული პეპლებია, ტუჩები_ბროწეულის ბაგეები, წვიმები სინატიფით ეხებიან თმებზე და გაზაფხული გაეგება ფეხქვეშ,ისე როგორც დედამიწა, როგორც მინდვრის ჭრელი ყვავილები, ხან მაგ ბაგეებით დედას ფიცავ, ხანაც სიწითლისგან აირევი, რადგან ლოყები გაქვს დაწინწკლული, დაფრენილან ჭია-მაიები, შენი თმები მუზით მოკირწყლულა და ჩაწნულან მინდვრის ბაიები...:)
ქეთ…ს @@@@@@@@@@@ -------------------------------------- იმედის აბები კვლავ შერჩა ალიონს, აგერ გათენებას ისევ ველოდები, და რიჟრაჟს შეხვდება ექიმი ქალიო! და რიჟრაჟს შეხვდება ეს ღამეც გოდებით, და ამ თებერვალზეც მარტი იბატონებს, მოვა გაზაფხული წვიმით გალეშილი, წაშლის ბაღებიდან ზამთრის ნაფეხურებს, მარტი ხომ ქალია,ქალია შეშლილი. მალე დაიწყება ზამთრის აგონია, მოვა გაზაფხული-სულის არითმია, ზეცა გადაიყრის ღრუბლის ეტრატებს და ქალი პოეტები წვიმებს გარითმავენ. პულსი დაჰკარგვია ზამთრის გულისძგერას, მალე გაზაფხული მოვა გაგიჟებით, ხოლო ზამთარი კი როგორც მომაკვდავი მოვა შენს სახლთან და ზღურბლთან დაგიჯდება, შენ კი გამოუწერ წამალს რეცეპტით და იცი ის წამალი არის დეფიციტი, მერე შებრუნდები და შენს უმწეობას სახლში ხატებსა და ზეცას ეფიცები, მერე დაიწყება ზამთრის აგონია, შენ მშვიდად შეხვდები იისფერ ალიონს, ზეცა გამოგიწერს მუზას რეცეპტივით (გაზაფხულს გარითმავს ექიმი ქალიო) დმ.14.02.2010წ.
მე-კალ-მეს:)@@@@@@@@@@@ ------------------------------------------ არ მოვკრეფ მიხაკებს და არ მოვკრეფ ზამბახებს და მოგიტან იასამნის რტოებს, მოგიკრეფ მზის სხივებს და სარკმელთან ალიონზე სახსოვრად დაგიტოვებ, მერე ადგები და თითებს რომ გაითბობ მზის სხივებითა და კალმით, დაწერ შენებურს და თვალზე ცრემლს დაგვადენ ზოგს ღიად,ზოგსაც მალვით :);)
იელს @@@@@@@@@@@ ---------------------------------- შენი ლექსი მორაკრაკე წყარო არის ანკარა, შენი ლექსი მზე არის და სხივები აქვს თაკარა, თუ დაქრიან დღეს შენს ირგვლივ უცნაური ქარები, ალბათ მაგათ აგიცრემლეს სიყვარულით თვალები, მოხვედი,ხარ ყვავილივით,თუ უფრორე იელი? უკვე ჩვენიანი ხარ და არ ხარ გადამთიელი, ხოლო ლექსი როგორც გითხარ მორაკრაკებს მთის წყაროდ, (ღამისაგან დამიხსენი,დამიხსენი ცისკარო...) 03.02.2010წ.
დრო მოვიდა-ს @@@ --------------------------- ნუ გააჩერებ მაგ გულს, ნურცა ტვინსა და თითებს, ზოგი დაგიწერს პასუხს, ზოგი შეგითხზავს მითებს, ზოგი გაგკილავს ქარში, ზოგი შურისგან ბორგავს, ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით......... (ზოგიერთს ცოცხით)
მოდა არა-ს @@@ --------------------------- ყველა გათენებას სიზმრით ვეგებები, მოდის ალიონი,დილა მშვენიერი, ღმერთო მომანიჭე გული გონიერი, იქნებ დამანახო გრძნობა შენმიერი. არ ვარ მოღალატე,მიყვარს მარტოობა, მიყვარს ოცნებების მკრთალი მელოდია და ამ მელოდიას ისე ველოდები, როგორც გათენებას შენით ველოდი და აი გამითენდა დილა სანატრელი, შენ ჩემს გვერდით ხარ,თან ასე მშვენიერი, ყველა გათენებას შენით ვეგებები, ყველა ალიონი არის შენმიერი... შენ კი ოცნებების კვლავ ხარ წარმოსახვა, მთვარე ფერმკრთალია,ქარი ღონიერი, ყველა იმედები დროში გამოვსახე, ღმერთო მომანიჭე გული გონიერი..
მაკა კოლხი"უსათაურო"ს @@@ ----------------------------------------- "ამ ბოლო დროს ისე ხშირად მესიზმრები" მერე ხშირად ცხადშიაც კი მელანდები, შენ ამინთე გულში ვნების ჩირაღდნები, "მე დაგინთე სიყვარულის კელაპტრები" იცი?ღამე წუხელ შენით გამითენდა, განთიადი ისევ შენით დავაღამე, გაბზარული დედამიწა გამიმთელე_ გული და თან ტუჩზე დარდი ამათალე. აი ციდან მოგიწყვიტე ვარსკვლავები, და ფეხებთან გაგიშალე ღამის ვნება, გაკრთა შუქზე შენი ნაზი მხარმკლავები, და ღამესაც შენი კვნესა დაედება...
ნდ-ს @@@@@@@ ------------------------ გაგიკვირდება ალბათ და შენა ხარ სუფთა სპეტაკი, გაგიკვირდება ალბათ და მიწისძვრა იყო სპიტაკში.. გაგიკვირდება ალბათ და უცებ იცნობა პოეტი, თვალებში სევდაჩამდგარი,უმრავლეს სიმარტოვეთი, გაგიკვირდება ალბათ და მეც მეტს არაფერს მოველი, გავდივარ შენი გვერდიდან,ფიქრებიც მტოვებს ცხოველი...:)
რ-----ო-----ი-ს"ანტი - ანტიბიოტიკს", ---------------------------------------------- როი მაგრად გარითმე შენი გულის ტკივილი, ხოდა როგორც ზემოდ თქვი:-"ზურგში სროლა წესია" ყველა მხრიდან მოისმის სულის მძაფრი კივილი, დაგბრალდება ის რაც აქ ჯერ არ დაგითესია, თუმცა ზოგი აიღებს სადაცაა მოსავალს, უამრავს და ნოყიერს,ბოღმის,შურის,ფლიდობის, მერე კვლავაც მოაბნევს,ვერ ნახავს გამოსავალს, გამოსავალი მე მაქვს,შევკრავ ერთ დიდ კიდობანს და ყველანი ავიდეთ,რა თქმა უნდა შერჩევით, ვინც კი ამ სამსჯავროზე თავის ტკივილს აიტანს. შურს გავურბი ყოველთვის და სიკეთეს ვეჩვევი, ღმერთო შენ დაგვიფარე,შორს გაიწი შაითან! შევაცუროთ ეს ჩვენი კიდობანი ტალღებში, სადაც ზღვა ლაჟვარდს ერწყმის,სადაც ლურჯი ფერია, შევქმნათ რაღაც სხვაგვარი პოეტების სამეფო, შევქმნათ მხოლოდ სიკეთის პოეტური კერია... 16.02.2010წ. ილტოსპირელს"პოეტი" @@@ -------------------------------------- და შენ არ იცი რომ ის სამოთხე, რაც გაუმზადათ ბედმა,განგებამ, ისე ჩაქრება დროის ბურანში და რომ ნემსივით დაიკარგება? ხოლო ჯოჯოხეთს,შენ რომ ამბობდი, დაჰკრავს სხვა ფერი და მისტერია, შენ შეხვალ ლექსით და პოეზიით და ტაშს დაგიკრავს მთელი ერია მაგ ჯოჯოხეთში,რომელიც მჯერა, რომ ბევრად სჯობნის სხვათა სამოთხეს და ვის საითკენ გაურბის მზერა, მეც ვერ გავიგე უნდა გამოვტყდე.. 25.02.2010წ.
გიო ზედვაკელს(გავაფრინე პოეტი ვარ მაშ ასე...) -------------------------------------------------------------- მეც მაქვს მზის და უკვე მთვარის ვალები, მიმოდიან ტანკენარი ქალები ქუჩაში და ვაფრენ როგორც პოეტი, სიმრავლეში ჩემი სიმარტოვეთი, მომწონს შენი სტრიქონების წყებანი, სხვაც მითქვია შენი ლექსის ქებანი, ცას მიჰკვრია მთვარე როგორც ლებანი, აღარ გინდა სხვისი დარიგებანი, რადგან უკვე ხარ მაგარი პოეტი...
ჩეგევარას...(ისე უბრალოდ ჩემო) ------------------------------------------- მართლაც აგრევია ლექსი ძმაო, სადღაც გაქცეულან ეგ რითმები, რას იზავ სიყვარული შენი არაფრით არ უნდა მოითმინო, ღმერთმა გაგიმარჯოს ემაგ ნიჭში, ყველა სტრიქონიდან გრძნობა ჟონავს, მალე აივსები ყელამდე და როცა ტვინიდანაც გამოჟონავს, მაშინ აგერევა გულის რიტმი, მაშინ აგემღვრევა თვალის გუგა, მერე ყველა სიტყვას გაურითმავ. სადაც სიყვარულმა დაიგუბა, მერე დაირღვევა ჯებირები, მერე ზღვა იქნება უნაპირო, შენ თუ ნადირობას ეპირები, სანამ ამის დროა ინადირე...
ოთარ რურუას "ქალი" ---------------------------- ქალი ეშმაკია,ქალი ცდუნებაა, და ამავდროულად ღმერთი, ქალი ოცნებაა,ქალი მირაჟია, ქალი ბევრია,თან ერთი, ქალი სამყაროა,ქალი ედემია, მაინც შეუცნობი ქალი, ქალი სიოა და ქალი მზის სხივია და თან უმძლავრესი ქარი...
რისხვას და სანოს:) --------------------------- სანო ახმაურდა, არ მოსწონს ეს ლექსი, სიყვარული არ სურს, უნდა მხოლოდ სექსი რითმების და რიტმის, იქნებ დასდევს ქარებს? და ნაბიჯებს ითვლის, არ გაუღებს კარებს სიყვარულს და მორჩა, დაანებეთ თავი, გააგორებს დორჩარს, დაიჩხავლებს ყვავი სიმართლეს და სანო კვლავაც მისცემს დასტურს, გაიღიმებს როცა დალევს ალადასტურს, ან მანავის მწვანეს, ან საფერავს წითელს, პოეზიის ვანას ამოურევს თითებს და ჩაწვება თბილად მუზის ორთქლით მთვრალი, იქნებ მაინც გვითხრას კაცია,თუ ქალი? თორემ არ ასცდება თავად რისხვის რისხვა, დაანებეთ თავი ახლა სანოს კიცხვას. რისხვას ყვარებია, სანოს უძღვნა ლექსი, მაგრამ სანოს უყვარს პოეზიის სექსი;):)))
ლურსმანი "კარალიოკებს":) ----------------------------------- აი მეც ვუცქერ მაგ შენს ალიონს, ვაბოლებ ერთგულ ფიქრთა ყალიონს, ვერ შევამჩნიე კარალიოკი, ინდის-ხურმაა ალბათ წლიოკი, მზე თავის სხივებს შლის ახუდავებს სალაროში და მზეს ახურავენ ბეცი მოლარე,ცა და ჰაერი, ლანძღვა იციან ნაირ-ნაირი. აი გამოჩნდა მელოტი ფიქრი, და ხიდან ცაში მიქრის და მიქრის, მელოტია და უნდა საპონი, ან უფრო ალბათ ჭინჭრის შამპუნი, რომ დაიბანოს სწორი ხაზები, ასე სათუთნი,ასე ნაზები. ზეცამ გაჭიმა ცაზე ლარები, და ვარდისფერი გახსნა ბარები, თვრებიან ზეცის მუსიკოსები, და გალეშილან კრიტიკოსები ლექსის ხიბლით და ზეცის ხარხარით, შენ არ დაჰყარო ძმაო ფარხმალი. ყველამ დაიწყო ირგვლივ გინება, სახურავები იძრეს ბინებმა, ტოტიდან მოჩანს მთელი სამყარო, და მინდა ცოცხით ცოტა გავყარო ღრუბლის რითმები,ლექსის ღუზები, ნუ იხრები და ნუ იბუზები, "ცა კვლავ აგინებს ქვეყნიერებას, აფერისტია ბედნიერება" რადგანაც გითხრეს ლექსი კარგია, არადა იგი არად ვარგია, ლურსმნით ვერ დაწერ,წერე კალამით, ააფრიალე მუზის ალამი.:):):)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით.....
....ნოსტრადასუმი ხარ??? უბრალოდ სულ წაგიკიტხე... და არა მარტო ეს ამოვჩიჩქნე.. აღარ მახსოვს აქ როგორ იწერება ღიმილAაკები.. ბრავო!!!!! ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით.....
....ნოსტრადასუმი ხარ??? უბრალოდ სულ წაგიკიტხე... და არა მარტო ეს ამოვჩიჩქნე.. აღარ მახსოვს აქ როგორ იწერება ღიმილAაკები.. ბრავო!!!!!
48. ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით.....
....ნოსტრადასუმი ხარ??? უბრალოდ სულ წაგიკიტხე... და არა მარტო ეს ამოვჩიჩქნე.. აღარ მახსოვს აქ როგორ იწერება ღიმილAაკები.. ბრავო!!!!! ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით.....
....ნოსტრადასუმი ხარ??? უბრალოდ სულ წაგიკიტხე... და არა მარტო ეს ამოვჩიჩქნე.. აღარ მახსოვს აქ როგორ იწერება ღიმილAაკები.. ბრავო!!!!!
47. არააამიიიიიიით :) :) :-* არააამიიიიიიით :) :) :-*
46. გიო ზედვაკელს(გავაფრინე პოეტი ვარ მაშ ასე...) -------------------------------------------------------------- მეც მაქვს მზის და უკვე მთვარის ვალები, მიმოდიან ტანკენარი ქალები ქუჩაში და ვაფრენ როგორც პოეტი, სიმრავლეში ჩემი სიმარტოვეთი, მომწონს შენი სტრიქონების წყებანი, სხვაც მითქვია შენი ლექსის ქებანი, ცას მიჰკვრია მთვარე როგორც ლებანი, აღარ გინდა სხვისი დარიგებანი, რადგან უკვე ხარ მაგარი პოეტი...
ვახ,რა სიურპრიზი იყო,მადლობა ძმაკაც..
მრავალს დაესწარი..
ყველა სიკეთით~! გიო ზედვაკელს(გავაფრინე პოეტი ვარ მაშ ასე...) -------------------------------------------------------------- მეც მაქვს მზის და უკვე მთვარის ვალები, მიმოდიან ტანკენარი ქალები ქუჩაში და ვაფრენ როგორც პოეტი, სიმრავლეში ჩემი სიმარტოვეთი, მომწონს შენი სტრიქონების წყებანი, სხვაც მითქვია შენი ლექსის ქებანი, ცას მიჰკვრია მთვარე როგორც ლებანი, აღარ გინდა სხვისი დარიგებანი, რადგან უკვე ხარ მაგარი პოეტი...
ვახ,რა სიურპრიზი იყო,მადლობა ძმაკაც..
მრავალს დაესწარი..
ყველა სიკეთით~!
45. ოთარ რურუას "ქალი" ---------------------------- ქალი ეშმაკია,ქალი ცდუნებაა, და ამავდროულად ღმერთი, ქალი ოცნებაა,ქალი მირაჟია, ქალი ბევრია,თან ერთი, ქალი სამყაროა,ქალი ედემია, მაინც შეუცნობი ქალი, ქალი სიოა და ქალი მზის სხივია და თან უმძლავრესი ქარი...
მესიამოვნა ახლა ეს ლექსი, ორმაგად!!! გაიხარეთ!
:))))))))))))))))))))))))))))))))))) ოთარ რურუას "ქალი" ---------------------------- ქალი ეშმაკია,ქალი ცდუნებაა, და ამავდროულად ღმერთი, ქალი ოცნებაა,ქალი მირაჟია, ქალი ბევრია,თან ერთი, ქალი სამყაროა,ქალი ედემია, მაინც შეუცნობი ქალი, ქალი სიოა და ქალი მზის სხივია და თან უმძლავრესი ქარი...
მესიამოვნა ახლა ეს ლექსი, ორმაგად!!! გაიხარეთ!
:)))))))))))))))))))))))))))))))))))
44. რაა ეს ჰა? და მე რატომ არ ვარ? თუმცა მაგ დროს არ ვურაკობდი. შემდეგში გამითვალისწინე აუცილებლად... რაა ეს ჰა? და მე რატომ არ ვარ? თუმცა მაგ დროს არ ვურაკობდი. შემდეგში გამითვალისწინე აუცილებლად...
43. +++++++++;):)))))) +++++++++;):))))))
42. აუ რა კარგია :) / +2 აუ რა კარგია :) / +2
41. ვახ შემოვყევი კაცო და აგერ არა ვარ გამოჭიმული? გაიხარე შენა... ვახ შემოვყევი კაცო და აგერ არა ვარ გამოჭიმული? გაიხარე შენა...
40. :) ლამაზებია! :) ლამაზებია!
39. გიო ზედვაკელს(გავაფრინე პოეტი ვარ მაშ ასე...) -------------------------------------------------------------- მეც მაქვს მზის და უკვე მთვარის ვალები, მიმოდიან ტანკენარი ქალები ქუჩაში და ვაფრენ როგორც პოეტი, სიმრავლეში ჩემი სიმარტოვეთი, მომწონს შენი სტრიქონების წყებანი, სხვაც მითქვია შენი ლექსის ქებანი, ცას მიჰკვრია მთვარე როგორც ლებანი, აღარ გინდა სხვისი დარიგებანი, რადგან უკვე ხარ მაგარი პოეტი...
ვაჰ :D გიო ზედვაკელს(გავაფრინე პოეტი ვარ მაშ ასე...) -------------------------------------------------------------- მეც მაქვს მზის და უკვე მთვარის ვალები, მიმოდიან ტანკენარი ქალები ქუჩაში და ვაფრენ როგორც პოეტი, სიმრავლეში ჩემი სიმარტოვეთი, მომწონს შენი სტრიქონების წყებანი, სხვაც მითქვია შენი ლექსის ქებანი, ცას მიჰკვრია მთვარე როგორც ლებანი, აღარ გინდა სხვისი დარიგებანი, რადგან უკვე ხარ მაგარი პოეტი...
ვაჰ :D
38. დედაააა, რა უმუშავიაააა :)) აუ არ წამიკითხავს მაპატიე, მაგრამ ვაფასებ შრომას და აუცილებლად ვნახავ თავისუფალ დროს :D "მკვიდრთ" აუ მაგარი სიტყვაა ეს :)) უეჭველად დავბრუნდები :) დედაააა, რა უმუშავიაააა :)) აუ არ წამიკითხავს მაპატიე, მაგრამ ვაფასებ შრომას და აუცილებლად ვნახავ თავისუფალ დროს :D "მკვიდრთ" აუ მაგარი სიტყვაა ეს :)) უეჭველად დავბრუნდები :)
35. საწყალი სანო ! :) :) :)
5 საწყალი სანო ! :) :) :)
5
32. მიძღვნები დიდად არ მხიბლავს, თუმცა ნიჭიერი ადამიანის რატომაც არა, კარგებია ძალიან. თუმცა შენმა ბოლო ნაწარმოებმა აღმაფრთოვანა
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი მიძღვნები დიდად არ მხიბლავს, თუმცა ნიჭიერი ადამიანის რატომაც არა, კარგებია ძალიან. თუმცა შენმა ბოლო ნაწარმოებმა აღმაფრთოვანა
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
31. ყველა წავიკითხეე და.. უმაგრესია ყველა ადრესატიან ავტორიანად... მართლაც ნიჭიერი ხართ!.... გაიხარეთ არამით!... :) ყველა წავიკითხეე და.. უმაგრესია ყველა ადრესატიან ავტორიანად... მართლაც ნიჭიერი ხართ!.... გაიხარეთ არამით!... :)
30. მე-კალ-მეს:)@@@@@@@@@@@ არ მოვკრეფ მიხაკებს და არ მოვკრეფ ზამბახებს და მოგიტან იასამნის რტოებს, მოგიკრეფ მზის სხივებს და სარკმელთან ალიონზე სახსოვრად დაგიტოვებ, მერე ადგები და თითებს რომ გაითბობ მზის სხივებითა და კალმით, დაწერ შენებურს და თვალზე ცრემლს დაგვადენ ზოგს ღიად,ზოგსაც მალვით :);) დააათ, გამახარე... ჩეემი ყურდამშვიდებული ნიჭიერი :) :) ისე მე ესენიც მომწონდა : "ვეღარ ვწერ მეკალმევ!
სანთელო უფლისა,
ნატიფი ოცნების ცისფერო ფერიავ,
სამოთხის სარკმლიდან დღეს ანგელოზები
შენ გიყურებენ და სულ შენთვის მღერიან.
ვეღარ ვწერ მეკალმევ..."
"როგორ ხარ ჩემო ლამაზო, ჩემი ოცნების კიდეო!? გამოჩნდი ჩემში მზესავით, გულს ცეცხლი მომიკიდეო, შენა ხარ უცხო ედემი, თვალნი სამყაროს ზღვებია და შენი თმების უღრანში მუზები იბადებიან, შენს მკერდზე ილეწებიან ჩემი ლექსების კავები, შენი თვალების ბადეში ოქროს თევზივით გავები. გავჭიმე მზიდან შენამდე სულის და გრძნობის სიმები, ამღერდნენ ცაში ღმერთები, მიწაზე სერაფიმები, დაიმსხვრა ჩემი ხომალდი, შენს მკერდზე ვპოვე ბაქანი, მუზების მატარებლები მიდიან ქაქან-ქაქანით, შენს თვალში ცისარტყელებით გადავდე ბეწვის ხიდები, მისტუმრე შენთან ედემში, არ დამჭირდება გიდები, როგორ ხარ წვიმავ,სიცოცხლევ, ცავ,უფსკრულო და ყვავილო? ჩემი ლექსების ბაღები შენი თვალებით ყვავილობს..."
სხვებს არ დავწერ, "ტუტუცი" ლექსებია :) :) ტუტუცი ხარ შენც :) მე-კალ-მეს:)@@@@@@@@@@@ არ მოვკრეფ მიხაკებს და არ მოვკრეფ ზამბახებს და მოგიტან იასამნის რტოებს, მოგიკრეფ მზის სხივებს და სარკმელთან ალიონზე სახსოვრად დაგიტოვებ, მერე ადგები და თითებს რომ გაითბობ მზის სხივებითა და კალმით, დაწერ შენებურს და თვალზე ცრემლს დაგვადენ ზოგს ღიად,ზოგსაც მალვით :);) დააათ, გამახარე... ჩეემი ყურდამშვიდებული ნიჭიერი :) :) ისე მე ესენიც მომწონდა : "ვეღარ ვწერ მეკალმევ!
სანთელო უფლისა,
ნატიფი ოცნების ცისფერო ფერიავ,
სამოთხის სარკმლიდან დღეს ანგელოზები
შენ გიყურებენ და სულ შენთვის მღერიან.
ვეღარ ვწერ მეკალმევ..."
"როგორ ხარ ჩემო ლამაზო, ჩემი ოცნების კიდეო!? გამოჩნდი ჩემში მზესავით, გულს ცეცხლი მომიკიდეო, შენა ხარ უცხო ედემი, თვალნი სამყაროს ზღვებია და შენი თმების უღრანში მუზები იბადებიან, შენს მკერდზე ილეწებიან ჩემი ლექსების კავები, შენი თვალების ბადეში ოქროს თევზივით გავები. გავჭიმე მზიდან შენამდე სულის და გრძნობის სიმები, ამღერდნენ ცაში ღმერთები, მიწაზე სერაფიმები, დაიმსხვრა ჩემი ხომალდი, შენს მკერდზე ვპოვე ბაქანი, მუზების მატარებლები მიდიან ქაქან-ქაქანით, შენს თვალში ცისარტყელებით გადავდე ბეწვის ხიდები, მისტუმრე შენთან ედემში, არ დამჭირდება გიდები, როგორ ხარ წვიმავ,სიცოცხლევ, ცავ,უფსკრულო და ყვავილო? ჩემი ლექსების ბაღები შენი თვალებით ყვავილობს..."
სხვებს არ დავწერ, "ტუტუცი" ლექსებია :) :) ტუტუცი ხარ შენც :)
29. 5555555ყოჩაღ! 5555555ყოჩაღ!
28. უდაოა, რომ ავტორი ძალიან ნიჭიერია! :) 555555 ;) უდაოა, რომ ავტორი ძალიან ნიჭიერია! :) 555555 ;)
27. ყველას დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ:):):)გაგრძელება იქნება აუცილებლად;) ნუ,ეხლა "მეფე პოეტს" თუ არ მოეწონა რას ვიზავ,მეფეა,ტანაც პოეტი და უფლება აქვს=)) ყველას დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ:):):)გაგრძელება იქნება აუცილებლად;) ნუ,ეხლა "მეფე პოეტს" თუ არ მოეწონა რას ვიზავ,მეფეა,ტანაც პოეტი და უფლება აქვს=))
26. გაიხარე არამით! ნამდვილად არ მეგონა ეს მშვენიერი მიძღვნა თუ დამხვდებოდა აქ, თორემ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებდი და პირველი მე გავეცნობოდი ამ ნაწერს, მით უფრო რომ ამის შანსი მქონდა. :D თუმცა არა უშავს, სჯობს გვიანო, ხომ გაგვიგია, ამიტომაც მოგვიანებით ვუერთდები მეც მკითხველთა მასას და ჩემს აღფრთოვანებას გამოვხატავ ამ მშვენიერი მიძღვნების მისამართით.
ყველაზე საინტერესო თითოეულ მიძღვნაში ის არის,რომ კარგად გაქვთ დაჭერილი ავტორისეული ხასიათები და წერის სტილი! თვით ლექსის რიტმი და ფორმებიც კი შენარჩუნებული გაქვს!
გაიხარე! ადრეც აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ არა მითი კი არა, პირიქით, მითიური ადამიანი ხარ შენ! ღმერთმა დაგლოცოს!!!
გაიხარე არამით! ნამდვილად არ მეგონა ეს მშვენიერი მიძღვნა თუ დამხვდებოდა აქ, თორემ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებდი და პირველი მე გავეცნობოდი ამ ნაწერს, მით უფრო რომ ამის შანსი მქონდა. :D თუმცა არა უშავს, სჯობს გვიანო, ხომ გაგვიგია, ამიტომაც მოგვიანებით ვუერთდები მეც მკითხველთა მასას და ჩემს აღფრთოვანებას გამოვხატავ ამ მშვენიერი მიძღვნების მისამართით.
ყველაზე საინტერესო თითოეულ მიძღვნაში ის არის,რომ კარგად გაქვთ დაჭერილი ავტორისეული ხასიათები და წერის სტილი! თვით ლექსის რიტმი და ფორმებიც კი შენარჩუნებული გაქვს!
გაიხარე! ადრეც აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ არა მითი კი არა, პირიქით, მითიური ადამიანი ხარ შენ! ღმერთმა დაგლოცოს!!!
25. უღრმესი მადლობა! გისურვებთ ყოველივე კარგსა და საუკეთესოს! 55555 :) უღრმესი მადლობა! გისურვებთ ყოველივე კარგსა და საუკეთესოს! 55555 :)
24. ვააიიიმეეე.............;;);;) =D> არამიით..:-*:-* შენ სხვა ლექსიც გაქვს ჭორფლიანისთვის დაწერილ;ი და..აი ისიც;;) "შენი ხასიათი ალბათ ბავშვურია, რადგან უმიზეზოდ ხშირად გეტირება, ზეცამ სილურჯეში ღამე გაურია, და ზედ გამოცურა ღრუბლით მეტივემა- მთვარემ და დაფინა ვერცხლის ბილიკები ზღვაზე,მთების იქით სადღაც გაიავდრა, ქარი გამხმარ ფოთლებს ისე მირიგებდა... ცრემლი გაღიმილდა,დარდი გაიავდა მაგ შავ წამზამზე და ისე,უკითხავად დილა დაგასკუპდა ფერად ალიონით, ქარი დაჩოქილი ლექსებს გიკითხავდა, ყვითლად ბრჭყვიალებდა მზის მედალიონი..."
ვააიიიმეეე.............;;);;) =D> არამიით..:-*:-* შენ სხვა ლექსიც გაქვს ჭორფლიანისთვის დაწერილ;ი და..აი ისიც;;) "შენი ხასიათი ალბათ ბავშვურია, რადგან უმიზეზოდ ხშირად გეტირება, ზეცამ სილურჯეში ღამე გაურია, და ზედ გამოცურა ღრუბლით მეტივემა- მთვარემ და დაფინა ვერცხლის ბილიკები ზღვაზე,მთების იქით სადღაც გაიავდრა, ქარი გამხმარ ფოთლებს ისე მირიგებდა... ცრემლი გაღიმილდა,დარდი გაიავდა მაგ შავ წამზამზე და ისე,უკითხავად დილა დაგასკუპდა ფერად ალიონით, ქარი დაჩოქილი ლექსებს გიკითხავდა, ყვითლად ბრჭყვიალებდა მზის მედალიონი..."
23. თამარზე, მედეაზე და დრო-ზე წავიკითხე. მომეწონა სამივე.
5 თამარზე, მედეაზე და დრო-ზე წავიკითხე. მომეწონა სამივე.
5
22. ვერ მოვიხიბლე, როგორც ლექსი!
-1 ვერ მოვიხიბლე, როგორც ლექსი!
-1
21. გაიხარე ავტორო შენ მართლა არა მითი ყოფილხარ :) ეს რამდენიგიმუშავია კაცო... ყოჩაღ ყოჩაღ აუცილებლად დაგიფასდება ნაშრომი ;) ჩემგან ახლავე ++ :) გაიხარე ავტორო შენ მართლა არა მითი ყოფილხარ :) ეს რამდენიგიმუშავია კაცო... ყოჩაღ ყოჩაღ აუცილებლად დაგიფასდება ნაშრომი ;) ჩემგან ახლავე ++ :)
20. ე შენ რა ნიჭიერი ყოფილხარ ახალგაზრდავ! მართლა ყოჩაღ! ე შენ რა ნიჭიერი ყოფილხარ ახალგაზრდავ! მართლა ყოჩაღ!
19. ნუ ერთი-ორის გარდა ყველა მიძღვნის ობიექტი კარგია და რა თქმა უნდა მათდამი მიძღვნილი ლექსებიც ღირსეულებია... ;;) გილოცავთ 8მარტს ყველა ქალბატონს ნუ ერთი-ორის გარდა ყველა მიძღვნის ობიექტი კარგია და რა თქმა უნდა მათდამი მიძღვნილი ლექსებიც ღირსეულებია... ;;) გილოცავთ 8მარტს ყველა ქალბატონს
18. დანაპირები შევასრულე...გავხალისდი ძალაინ.... ძალიან გარჯილხარ და დაგიფასდება, იმედია :) დანაპირები შევასრულე...გავხალისდი ძალაინ.... ძალიან გარჯილხარ და დაგიფასდება, იმედია :)
17. უი,გავშტერდი...ასეთი საჩუქარი ძალიან გამეხარდა 8 მარტს! გაიხარე დათ! 5 უი,გავშტერდი...ასეთი საჩუქარი ძალიან გამეხარდა 8 მარტს! გაიხარე დათ! 5
16. მოვიხიბლე...5555555555
მოვიხიბლე...5555555555
14. რა მიძღვნების ცვენაააააა :)) რა მიძღვნების ცვენაააააა :))
13. გილოცავთ ყველას 8 მარტს! რა თქმა უნდა ქალებს ვგულისხმობ;):) გილოცავთ ყველას 8 მარტს! რა თქმა უნდა ქალებს ვგულისხმობ;):)
12. ნუ მე თუ ზეციდან მოვედი ურაკის მკვიდრი არ გამოვდივარ :)) 5-იანები ყველას და თან ერთად :D მოკითხვა მხოლოდ შენ ;;) ნუ მე თუ ზეციდან მოვედი ურაკის მკვიდრი არ გამოვდივარ :)) 5-იანები ყველას და თან ერთად :D მოკითხვა მხოლოდ შენ ;;)
11. 9. ხვალ დავკავდები ამის გაცნობით...გპირდებით დაისი.
:) კაი,მჯერა შენი დაპირების:):):) 9. ხვალ დავკავდები ამის გაცნობით...გპირდებით დაისი.
:) კაი,მჯერა შენი დაპირების:):):)
9. ხვალ დავკავდები ამის გაცნობით...გპირდებით ხვალ დავკავდები ამის გაცნობით...გპირდებით
7. რაღაცებში ჩახედული არ ხარ და ნუ დაწერ მაინცდამაინც ;)
ისე მიძღვნების ცვენა იყო :) რაღაცებში ჩახედული არ ხარ და ნუ დაწერ მაინცდამაინც ;)
ისე მიძღვნების ცვენა იყო :)
6. ესე მომწონს მე :)) ესე მომწონს მე :))
5. ლურსმანის "გიჟკარალიოკებს" აი მეც ვუცქერ მაგ შენს ალიონს, ვაბოლებ ერთგულ ფიქრთა ყალიონს, ვერ შევამჩნიე კარალიოკი, ინდის-ხურმაა ალბათ წლიოკი, მზე თავის სხივებს შლის ახუდავებს სალაროში და მზეს ახურავენ ბეცი მოლარე,ცა და ჰაერი, ლანძღვა იციან ნაირ-ნაირი. აი გამოჩნდა მელოტი ფიქრი, და ხიდან ცაში მიქრის და მიქრის, მელოტია და უნდა საპონი, ან უფრო ალბათ ჭინჭრის შამპუნი, რომ დაიბანოს სწორი ხაზები, ასე სათუთნი,ასე ნაზები. ზეცამ გაჭიმა ცაზე ლარები, და ვარდისფერი გახსნა ბარები, თვრებიან ზეცის მუსიკოსები, და გალეშილან კრიტიკოსები ლექსის ხიბლით და ზეცის ხარხარით, შენ არ დაჰყარო ძმაო ფარხმალი. ყველამ დაიწყო ირგვლივ გინება, სახურავები იძრეს ბინებმა, ტოტიდან მოჩანს მთელი სამყარო, და მინდა ცოცხით ცოტა გავყარო ღრუბლის რითმები,ლექსის ღუზები, ნუ იხრები და ნუ იბუზები, "ცა კვლავ აგინებს ქვეყნიერებას, აფერისტია ბედნიერება" რადგანაც გითხრეს ლექსი კარგია, არადა იგი არად ვარგია, ლურსმნით ვერ დაწერ,წერე კალამით, ააფრიალე მუზის ალამი ..აი ესეც :D ლურსმანის "გიჟკარალიოკებს" აი მეც ვუცქერ მაგ შენს ალიონს, ვაბოლებ ერთგულ ფიქრთა ყალიონს, ვერ შევამჩნიე კარალიოკი, ინდის-ხურმაა ალბათ წლიოკი, მზე თავის სხივებს შლის ახუდავებს სალაროში და მზეს ახურავენ ბეცი მოლარე,ცა და ჰაერი, ლანძღვა იციან ნაირ-ნაირი. აი გამოჩნდა მელოტი ფიქრი, და ხიდან ცაში მიქრის და მიქრის, მელოტია და უნდა საპონი, ან უფრო ალბათ ჭინჭრის შამპუნი, რომ დაიბანოს სწორი ხაზები, ასე სათუთნი,ასე ნაზები. ზეცამ გაჭიმა ცაზე ლარები, და ვარდისფერი გახსნა ბარები, თვრებიან ზეცის მუსიკოსები, და გალეშილან კრიტიკოსები ლექსის ხიბლით და ზეცის ხარხარით, შენ არ დაჰყარო ძმაო ფარხმალი. ყველამ დაიწყო ირგვლივ გინება, სახურავები იძრეს ბინებმა, ტოტიდან მოჩანს მთელი სამყარო, და მინდა ცოცხით ცოტა გავყარო ღრუბლის რითმები,ლექსის ღუზები, ნუ იხრები და ნუ იბუზები, "ცა კვლავ აგინებს ქვეყნიერებას, აფერისტია ბედნიერება" რადგანაც გითხრეს ლექსი კარგია, არადა იგი არად ვარგია, ლურსმნით ვერ დაწერ,წერე კალამით, ააფრიალე მუზის ალამი ..აი ესეც :D
4. ჩემი გამოტოვება რაფერ იქნებოდა :)) ჩემი გამოტოვება რაფერ იქნებოდა :))
3. ოთარ რურუას "ქალი" ქალი ეშაკია,ქალი ცდუნებაა, და ამავდროულად ღმერთი, ქალი ოცნებაა,ქალი მირაჟია, ქალი ბევრია,თან ერთი, ქალი სამყაროა,ქალი ედემია, მაინც შეუცნობი ქალი, ქალი სიოა და ქალი მზის სხივია და თან უმძლავრესი ქარი...
გაიხარე მეგობარო... :):):) ოთარ რურუას "ქალი" ქალი ეშაკია,ქალი ცდუნებაა, და ამავდროულად ღმერთი, ქალი ოცნებაა,ქალი მირაჟია, ქალი ბევრია,თან ერთი, ქალი სამყაროა,ქალი ედემია, მაინც შეუცნობი ქალი, ქალი სიოა და ქალი მზის სხივია და თან უმძლავრესი ქარი...
გაიხარე მეგობარო... :):):)
2. დათოოოოოო! რა მაგარი ლექსებია?! ბრავო! აბა მე ცუდი მაგისტრანტი მეყოლებოდა? =D> =D> 5 დათოოოოოო! რა მაგარი ლექსებია?! ბრავო! აბა მე ცუდი მაგისტრანტი მეყოლებოდა? =D> =D> 5
1. დრო მოვიდა-ს @@@ ნუ გააჩერებ მაგ გულს, ნურცა ტვინსა და თითებს, ზოგი დაგიწერს პასუხს, ზოგი შეგითხზავს მითებს, ზოგი გაგკილავს ქარში, ზოგი შურისგან ბორგავს, ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით.........
(ზოგიერთს ცოცხით) 555!
მადლობის მეტი რა მეთქმის მეგობარო. +777 :):):):):):):):) დრო მოვიდა-ს @@@ ნუ გააჩერებ მაგ გულს, ნურცა ტვინსა და თითებს, ზოგი დაგიწერს პასუხს, ზოგი შეგითხზავს მითებს, ზოგი გაგკილავს ქარში, ზოგი შურისგან ბორგავს, ზოგი ჩადგება კარში.. თუმცა დრო ყველას მოჰგავს ცოცხით.........
(ზოგიერთს ცოცხით) 555!
მადლობის მეტი რა მეთქმის მეგობარო. +777 :):):):):):):):)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|