 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 25 თებერვალი, 2010 |
გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე იმისათვის წერ, რომ დარწმუნებული ხარ არის. სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა, რომ იყოს. :)
# # #
გახსოვს ?! მაშინ ჩვენ პირდაპირ თოვლში ვისხედით ერთიმეორეზე ზურგით მიყრდნობილები და ვფიქრობდით... მე რაზე ვფიქრობდი ?! ვფიქრობდი დიდ, დათოვლილ ხეებზე, ცარიელ მერხებზე...ფიფქებზე,ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქებზე... და კიდევ შენზე ვფიქრობდი „ნეტა რაზე ფიქრობს“ -მეთქი. ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და სევდიანი იყო, ფიფქებიც, ხეებიც, მერხებიც... ალბათ, თოვლში არის ყველაფერი სევდიანი... იქნებ ამიტომაც ვისხედით ჩუმად... ლამაზად თოვდა... თოვა ყოველთვის ლამაზია, მაგრამ მაშინ ჩვენ ერთად ვიყავით (!!!) მე ვერ გხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ იჯექი თვალდახუჭული და როგორ დნებოდნენ შენი სათვალის მინაზე ფიფქები . ნეტავ, არ გვციოდა ?! _ იყო და არა იყო რა... _ ძალიან ჩუმად, ძალიან ხმადაბლა დაიწყე ზღაპრის მოყოლა და გარემოს ზღაპრის გამჭვირვალე ფერი დაედო... ... ყვებოდი თოვლის ულამაზეს დედოფალზე და სათვალიან ბიჭზე, თოვლზე, დაღუპულ ფოთლებზე, სინაზეზე... ვიცოდი, ყველა ზღაპარი ერთნაირად და ლამაზად მთავრდებოდა: „ ჭირი იქა, ლხინი აქა...“ მაგრამ ისიც ვიცოდი, ამ ზღაპარს სხვანაირად დაამთავრებდი... ლამაზად, მაგრამ მაინც სხვანაირად... _ „სათვალიანმა ბიჭმა მხოლოდ ერთხელ დაინახა თოვლის დედოფალი“... _ ყვებოდი შენ. ამ დროს შევამჩნიეთ ქალი და ბავშვი. ბავშვი ხის ცხენს „მოაჯირითებდა“ და ხმამაღლა იცინოდა. ქალიც სიცილით მოჰყვებოდა შორიახლოს... შენ გაჩუმდი და ორივემ ბავშვს დავუწყეთ ყურება. მას კი უცებ, თოვლზე ფეხი დაუცურდა და წაიქცა... ვიდრე ქალი მოირბენდა, შენ უკვე ხელში გყავდა აყვანილი პატარა... მეც მოვედი... _ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. შენ გაგეცინა. ბავშვი ფრთხილად დასვი და წავედით... შენ არ დაგიმთავრებია ზღაპარი... მივდიოდით ნელა, ირგვლივ სიმშვიდე იყო... „ როგორ დაამთავრებდი ზღაპარს ?...“ ისევ ლამაზად თოვდა და არც ერთი არ ვიღებდით ხმას. აღარ მიამბობდი არაფერს და ეს სიჩუმე თანდათან აუტანელი ხდებოდა. უცებ მომინდა რამე სისულელე გამეკეთებინა... _ მოდი, გავიქცეთ ! _ გითხარი და პასუხს არ დავლოდებივარ, გავიქეცი. მოვიხედე. ისე სასაცილოდ მორბოდი მუხლამდე თოვლში, თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე... იცინოდი შენც ! თითქოს ფიფქებიც მხიარულად მოფრინავდნენ... გავმხიარულდით. თურმე თოვლში ყველაფერი მხიარულია, ხეებიც, ფიფქებიც, მერხებიც, ჩვენც. ან ვინ თქვა საერთოდ , “ თოვა სევდიანია“- ო. ... დამეწიე. ერთი წუთით შევჩერდით... შენს თვალებში უცნაური სხივი გაკრთა, სათვალის მინამ თითქოს აირეკლა ის სხივი... ისევ გავიქეცი. მორბოდი შენც და ჩვენთან ერთად თითქოს ყველა და ყველაფერი იცინოდა... გახსოვს ?! იმ დღეს მთელი პარკი შემოვირბინეთ სიცილ-ხარხარში. გახსოვს როგორ ვმღეროდით ? „ ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან...“ შენ ხმას იბოხებდი და ძალიან გავდი სასაცილო „ბაბუა“-ს. მე „შვილიშვილის“ ხმაზე ვმღეროდი და მეც, ალბათ, სასაცილო „შვილიშვილს“ ვგავდი... „... გამოდი, გამოდი, ნაძვები გველიან...“ რამ შეგვაყვარა, ნეტავ, ეს სიმღერა ?! გახსოვს ?! როცა შებინდდა, ხმელი ტოტები შევაგროვეთ და ცეცხლი დავანთეთ... გვშიოდა, გვციოდა და სახლში წასვლა მაინც არ გვინდოდა. აღარაფერს ვამბობდით და მაინც გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით... ვისხედით ცეცხლის პირას და ვხედავდით როგორ დნებოდა კოცონის ირგვლივ თანდათან თოვლი... გიყურებდი და... „ როგორ დაამთავრებდი ზღაპარს?“ შენ ცხვირსახოცით სათვალის მინებს ამშრალებდი და უსათვალოდ უფრო სანდომიანი იყავი, მაგრამ მე სათვალით მიყვარდი... მიყვარდი ?! ხო, ალბათ მიყვარდი ! _ წავიდეთ, - ვთქვი და წამოვდექი. უკვე ბნელოდა. ღამის სიჩუმეს თოვლის ხრაშუნი არღვევდა მხოლოდ... სახლამდე ფეხით ვიარეთ გათოშილებმა. ... იმ საღამოს შენ პირველად მითხარი რომ გიყვარდი, გახსოვს ?! არ გახსოვს ?! სრულიად არაფერი არ გახსოვს ?! თუმცა არ მიკვირს... რადგან ის ზღაპარი მე დავამთავრე : "...არ გახსოვს იმიტომ, რომ ასეთი საღამო არასოდეს ყოფილა... მაშინ ისეთი ახალგასრდა ვიყავი... სხვა რა საქმე მქონდა... ასეთ საღამოზე ვოცნებობდი !..."
1973 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. სოფიასო, რას "დაერიე" ახლ ამ "ბებერ" მინიატურებს ? :))))) დიიიდზე დიიდ მადლობა ! :)))) სოფიასო, რას "დაერიე" ახლ ამ "ბებერ" მინიატურებს ? :))))) დიიიდზე დიიდ მადლობა ! :))))
24. კიდევ ერთი ლამაზი ჩანახატი ++ კიდევ ერთი ლამაზი ჩანახატი ++
23. უხ, მაგარია :) კიდევ ვიტყვი: არაჩვეულებრივი თხრობაა უხ, მაგარია :) კიდევ ვიტყვი: არაჩვეულებრივი თხრობაა
22. თამარ, გმადლობთ. :) თამარ, გმადლობთ. :)
21. ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქებზე -----> ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქზე... მაშინ ისეთი ახალგასრდა ვიყავი... ------> ახალგაზრდა
"ვიდრე ქალი მოირბენდა, შენ უკვე ხელში გყავდა აყვანილი პატარა... მეც მოვედი... _ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. შენ გაგეცინა."
ადამიანური სითბოთი სავსე ნაწერია! 5 ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქებზე -----> ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქზე... მაშინ ისეთი ახალგასრდა ვიყავი... ------> ახალგაზრდა
"ვიდრე ქალი მოირბენდა, შენ უკვე ხელში გყავდა აყვანილი პატარა... მეც მოვედი... _ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. შენ გაგეცინა."
ადამიანური სითბოთი სავსე ნაწერია! 5
20. ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქებზე -----> ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქზე...
"ვიდრე ქალი მოირბენდა, შენ უკვე ხელში გყავდა აყვანილი პატარა... მეც მოვედი... _ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. შენ გაგეცინა."
ადამიანური სითბოთი სავსე ნაწერია! 5 ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქებზე -----> ძალიან ბევრ და ლამაზ ფიფქზე...
"ვიდრე ქალი მოირბენდა, შენ უკვე ხელში გყავდა აყვანილი პატარა... მეც მოვედი... _ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. შენ გაგეცინა."
ადამიანური სითბოთი სავსე ნაწერია! 5
19. ფინალი...უსაშველო სევდა..5555 იცი, ადამიანის ცხოვრებაც რაღაცით ზრაპარს გავს... ყველას ჩვენ ჩვენი ზღაპარი გვაქვს გასავლელი...:) ანუ ყველა თავის ზრაპარს წერს...რა კარგ რამეს მივხვდი?...მე ჩემ საკუთარ ზრაპარს ვწერ...:)
ფინალი...უსაშველო სევდა..5555 იცი, ადამიანის ცხოვრებაც რაღაცით ზრაპარს გავს... ყველას ჩვენ ჩვენი ზღაპარი გვაქვს გასავლელი...:) ანუ ყველა თავის ზრაპარს წერს...რა კარგ რამეს მივხვდი?...მე ჩემ საკუთარ ზრაპარს ვწერ...:)
18. გულუბრყვილოა, მაგრამ არამც და არამც სასაცილო... :) :-* არაჩვეულებრივი ავტორი!!! გულუბრყვილოა, მაგრამ არამც და არამც სასაცილო... :) :-* არაჩვეულებრივი ავტორი!!!
17. თხრობამ კადრებად ჩაიარა. ბოლოს დამასევდიანა.:) თხრობამ კადრებად ჩაიარა. ბოლოს დამასევდიანა.:)
16. სერგეი, გულუბრყვილო და სასაცილო თვითონ სიყვარულთან დამოკიდებულებაა, როცა ფიქრობ, რომ ... მოკლედ შენც იცი, რას ფიქრობენ მაშინ, როცა უყვართ. სიყვარული ილუზიაა . :) გამიხარდა, რომ შემოხვედი. :) სერგეი, გულუბრყვილო და სასაცილო თვითონ სიყვარულთან დამოკიდებულებაა, როცა ფიქრობ, რომ ... მოკლედ შენც იცი, რას ფიქრობენ მაშინ, როცა უყვართ. სიყვარული ილუზიაა . :) გამიხარდა, რომ შემოხვედი. :)
15. ეს უკვე აღარაა გულუბრყვილო და სასაცილო გვატყუებთ არა? აი–აი...... ეს უკვე აღარაა გულუბრყვილო და სასაცილო გვატყუებთ არა? აი–აი......
14. აი, ხომ ხედავთ... ყველას მოსწონს, იმიტომ რომ მაგარია... არა, მაგარი კი არა, უმაგრესია... უმშვენიერესი... ამაღელვებელი და... რა ვიცი... სიტყვები არ მყოფნის... ფინალმა ამაცრემლა.... 5+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ აი, ხომ ხედავთ... ყველას მოსწონს, იმიტომ რომ მაგარია... არა, მაგარი კი არა, უმაგრესია... უმშვენიერესი... ამაღელვებელი და... რა ვიცი... სიტყვები არ მყოფნის... ფინალმა ამაცრემლა.... 5+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
13. თუმცა არ მიკვირს... რადგან ის ზღაპარი მე დავამთავრე : "...არ გახსოვს იმიტომ, რომ ასეთი საღამო არასოდეს ყოფილა... მომეწონა! პატივისცემით... თუმცა არ მიკვირს... რადგან ის ზღაპარი მე დავამთავრე : "...არ გახსოვს იმიტომ, რომ ასეთი საღამო არასოდეს ყოფილა... მომეწონა! პატივისცემით...
12. _ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. :)
,,ლამაზად, მაგრამ მაინც სხვანაირად"... :)
_ ამხელა ვაჟკაცი ცხენიდან რამ ჩამოგაგდო ?! _ ჰკითხე სერიოზულად. _ ცხენს დაუცდა თოვლზე ფეხი და... _ დიდი ადამიანივით სერიოზულად გიპასუხა. :)
,,ლამაზად, მაგრამ მაინც სხვანაირად"... :)
11. რენუარ გმადლობთ. ასე დასასრულიც ზღაპარია, ალბათ არის ცოტა სევდიანი ზღაპრეიც. : ) :) :) მაგრამ ეს ხომ გულუბრყვილო და სასაცილოა. :) რენუარ გმადლობთ. ასე დასასრულიც ზღაპარია, ალბათ არის ცოტა სევდიანი ზღაპრეიც. : ) :) :) მაგრამ ეს ხომ გულუბრყვილო და სასაცილოა. :)
10. ფინალში ძგაპრის დასასრულს ველოდი...რაიმე ორიგინალურს....
ლამაზია:) ფინალში ძგაპრის დასასრულს ველოდი...რაიმე ორიგინალურს....
ლამაზია:)
9. ძალიან თბილი ნაწერია. სევდიანი თავიდანვე და ბოლოს ხომ საერთოდ.. მომწონს... ძალიან თბილი ნაწერია. სევდიანი თავიდანვე და ბოლოს ხომ საერთოდ.. მომწონს...
8. ფინალმა დაგლიჯა =))
მომეწონა :))))))))))))))))))) ფინალმა დაგლიჯა =))
მომეწონა :)))))))))))))))))))
7. დიდი მადლობა ყველას. :) :) :) დიდი მადლობა ყველას. :) :) :)
6. ... იმ საღამოს შენ პირველად მითხარი რომ გიყვარდი, გახსოვს ?! არ გახსოვს ?! სრულიად არაფერი არ გახსოვს ?! თუმცა არ მიკვირს... არ გახსოვს იმიტომ, რომ ასეთი საღამო არასოდეს ყოფილა... მაშინ ისეთი ახალგასრდა ვიყავი... სხვა რა საქმე მქონდა... ასეთ საღამოზე ვოცნებობდი !...
55555 ცოტა კი დამასევდინა, მარა, მაინც კაია! ... იმ საღამოს შენ პირველად მითხარი რომ გიყვარდი, გახსოვს ?! არ გახსოვს ?! სრულიად არაფერი არ გახსოვს ?! თუმცა არ მიკვირს... არ გახსოვს იმიტომ, რომ ასეთი საღამო არასოდეს ყოფილა... მაშინ ისეთი ახალგასრდა ვიყავი... სხვა რა საქმე მქონდა... ასეთ საღამოზე ვოცნებობდი !...
55555 ცოტა კი დამასევდინა, მარა, მაინც კაია!
5. 5 ქულის მოცემა არ ვიცი... ამიტომ 2 ქულას გიმატებთ. 5 ქულის მოცემა არ ვიცი... ამიტომ 2 ქულას გიმატებთ.
4. ტენდი მოგიკითხე!
ჩავიკითხე კარგი იყო ტენდი მოგიკითხე!
ჩავიკითხე კარგი იყო
3. სიამოვნებით წავიკითხე:) მოგიკითხეთ;) 5 სიამოვნებით წავიკითხე:) მოგიკითხეთ;) 5
1. ცოტა " წაინოველებს ", არა ? :) :) :) ცოტა " წაინოველებს ", არა ? :) :) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|